-
რატომ არის ამდენი ადამიანი უიმედოდ?გამოიღვიძეთ! — 2008 | მაისი
-
-
რატომ არის ამდენი ადამიანი უიმედოდ?
მსოფლიოში განვითარებული შემაშფოთებელი მოვლენების შემხედვარე ადამიანს მომავლის შიში ეუფლება. იზრდება იმ ქალაქთა რიცხვი, სადაც სამეთვალყურეო ვიდეო კამერებია დამონტაჟებული. ტერორისტების შიშით ბევრი ხალხმრავალი აეროპორტი სამხედრო ბანაკს დაემსგავსა. გამოუცდელი მსხვერპლის დასაჭერად სულ უფრო და უფრო მეტი ქურდი და პედოფილი მიმართავს ინტერნეტს. რაც შეეხება გარემოს — დაბინძურება, ტყის გაჩეხვა, სახეობათა გადაშენება და გლობალური დათბობა საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს ჩვენს პლანეტაზე.
სულ რამდენიმე თაობის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ იარსებებდა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები, რომლებიც დღეს ასე მასშტაბურია. ხალხს, არცთუ უსაფუძვლოდ, აფიქრებს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები და ის, თუ როგორი მომავალი ელით მათ და მათ შვილებს. ხომ არ მოდის ისეთი დრო, როცა ხალხს ავტობუსით, მატარებლით ან თვითმფრინავით მგზავრობის შეეშინდება? ფასების ზრდისა და ბუნებრივი რესურსების სულ უფრო მეტი რაოდენობით მოხმარების ფონზე, შეძლებს კი მომავალი თაობა კარგი სამედიცინო მომსახურებისთვის, ჯანსაღი საკვებისა და საკმარისი საწვავისთვის საჭირო ხარჯების დაფარვას?
სამედიცინო მომსახურების ხარჯების ზრდის გამო კანადის ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა: „მომავალი ძალიან შემაშფოთებელია“. საგანგაშოა საკვებისა და საწვავის პრობლემაც. რატომ? საწვავ წიაღისეულზე ნაკლებად რომ იყვნენ დამოკიდებული, ზოგი ქვეყანა უამრავ ფულს ხარჯავს ბიოსაწვავის მისაღებად, მაგალითად, ეთანოლის, რომელიც მცენარისგან მიიღება. ამიტომ პირველად ისტორიის განმავლობაში მიწის ნაყოფი სჭირდება ადამიანსაც და მანქანასაც, რაც ინფლაციას იწვევს; ეს კი საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდაში აისახება.
იმავდროულად იზრდება მდიდრებსა და ღარიბებს შორის უთანასწორობა, რაც სოციალურ დაპირისპირებას ამწვავებს. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშში აღინიშნა: „XXI საუკუნის პირველ ათწლეულში, მაშინ, როცა სამედიცინო სფეროში უდიდეს წინსვლას მიაღწიეს, არსებობს ხალხი, რომელიც ელემენტარული სამედიცინო მომსახურებით ვერ სარგებლობს“. „მდიდარ ქვეყნებთან შედარებით ღარიბ ქვეყნებში ადამიანთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა განახევრებულია“. ამის ძირითადი მიზეზია ავადმყოფობა, სოციალური და ეკონომიკური არასტაბილურობა ისეთ ქვეყნებში, სადაც არ არის ძლიერი მთავრობა.
ამ პრობლემებს ემატება გლობალური დათბობა, რამაც შეიძლება გაუდაბნოება და ამინდის ხშირი და მკვეთრი ცვალებადობა გამოიწვიოს. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ამ საკითხებში გათვითცნობიერებული ადამიანები წუხან ხვალინდელ დღეზე. „ატომმცოდნეთა ბიულეტენში“, რომელშიც მოცემულია ეგრეთ წოდებული „განკითხვის საათი“, აღნიშნული იყო, რომ მომავალი შიშის საფუძველს გვიქმნის, რადგანაც „მეცნიერების დაკვირვებით უფრო და უფრო იზრდება დედამიწის რთულ ეკოსისტემებზე [გლობალური დათბობის] საზიანო შედეგები“.
მართლაც ისეთი საშიშია მომავალი, როგორიც ჩანს? წამყვანი ბიზნესმენები, პოლიტიკოსები, რელიგიური წინამძღოლები და მეცნიერები არიან მომავლის იმედის ერთადერთი წყარო? ზოგი ამბობს: „განა არსებობს ალტერნატივა? ჩვენ თვითონ ჩავიგდეთ თავი ამ მდგომარეობაში და თვითონვე უნდა ვიპოვოთ გამოსავალი“. ზოგი ფიქრობს, რომ გამოსავლის პოვნა ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება, და უსაფრთხო მომავალს მხოლოდ ღვთისგან ელის. თუ ჩვენც ასე ვფიქრობთ, რის საფუძველზე გვჯერა, რომ ღმერთი დაინტერესებულია ჩვენით, და დაგვიცავს ჩვენი მოქმედებების საზიანო შედეგებისგან? ამ კითხვებზე მომდევნო სტატიები გაგვცემს პასუხს.
[ჩანართი 3 გვერდზე]
წამყვანი ბიზნესმენები, პოლიტიკოსები, რელიგიური წინამძღოლები და მეცნიერები არიან მომავლის იმედის ერთადერთი წყარო?
-
-
შეუძლიათ ადამიანებს, შეგვიქმნან ბედნიერი მომავალი?გამოიღვიძეთ! — 2008 | მაისი
-
-
შეუძლიათ ადამიანებს, შეგვიქმნან ბედნიერი მომავალი?
წარმოიდგინეთ, რომ ახლახან გადახვედით ახალაშენებულ აგურის სახლში, რომელიც მყარად დგას და ლამაზად გამოიყურება. ასეთ სახლზე ყოველთვის ოცნებობდით. ამ სახლში თქვენი მომავალი საუკეთესოდ წარმოგიდგენიათ! მაგრამ რამდენიმე წელიწადში სახლი სერიოზულად ზიანდება და დასანგრევი ხდება. გული გიტყდებათ. მაგრამ ამ მდგომარეობაში მარტო თქვენ არა ხართ, დანგრევის საშიშროება თქვენი მეზობლების სახლებსაც ემუქრება. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ამის მიზეზი მშენებლობისას დაშვებული შეცდომები და უხარისხო აგურის გამოყენება იყო.
ამ სახლის მსგავსად დღევანდელი მსოფლიოც რთულ მდგომარეობაშია. უამრავი სოციალური და პოლიტიკური მცდელობის, მეცნიერებისა და ტექნიკის სფეროში თითქმის სასწაულებრივი მიღწევების მიუხედავად, საზოგადოებრივი სტრუქტურები ირღვევა. დღეს მრავალ ქვეყანაში უკანონობა და ქაოსი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. შეძლებენ სასოწარკვეთილი ადამიანები თავიანთი პრობლემების გადაჭრას და ბოლოს და ბოლოს კარგი მთავრობის შექმნას? ვნახოთ, როგორ აფასებს კაცობრიობის ისტორიას ზოგი საზოგადო მოღვაწე.
„ჩვენ . . . ყველა გზა მოვსინჯეთ“
დედამიწა კარგი საცხოვრებელი რომ ყოფილიყო, მოაზროვნეებმა, პლატონიდან (ბერძენი ფილოსოფოსი) მოყოლებული კარლ მარქსის (გერმანელი ფილოსოფოსი და პოლიტიკოსი, სოციალისტი) ჩათვლით, არაერთი პოლიტიკური იდეოლოგია ჩამოაყალიბეს. რა შედეგით? „ნიუ სტეიტსმენში“ დაბეჭდილ ერთ-ერთ სტატიაში აღნიშნული იყო: „ჩვენ ვერც სიღარიბეს მოვუღეთ ბოლო და ვერც მსოფლიო მშვიდობა დავამყარეთ. როგორც გამოჩნდა, სრულიად საპირისპირო შედეგი მივიღეთ; და არა იმიტომ, რომ მიზნის მისაღწევად რაღაც არ გავაკეთეთ. ჩვენ კომუნიზმიდან კაპიტალიზმამდე ყველა გზა მოვსინჯეთ; ბევრჯერ ვიომეთ იმისათვის, რომ ომი მოგვესპო. გვეგონა ვიცოდით, როგორ მოგვეღო ბოლო ომისთვის, მაგრამ, როცა ჩვენს ქალაქებს გადავხედავთ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ომი დღემდე გრძელდება“. სტატიაში აგრეთვე აღნიშნული იყო: „[მე-20] საუკუნეში იმ რწმენით შევაბიჯეთ, რომ მეცნიერება გვიხსნიდა, თუმცა დღეს მეცნიერთა არც ერთი სიტყვის არ გვჯერა“.
2001 წელს ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორმა, ეკონომისტმა და ისტორიკოსმა, ერიკ ჰობსბანმა დაწერა, რომ დღევანდელი მთავრობები „დროის იმ მონაკვეთში არსებობს, როცა ადამიანების ქმედებები დიდ გავლენას ახდენს დედამიწასა და ბუნებაზე“. ამ პრობლემის გადასაჭრელად ან შესამსუბუქებლად „გარკვეული ზომების მიღებაა საჭირო, მაგრამ, თუ მომხმარებელთა მოთხოვნილებებს გავითვალისწინებთ, ამ ზომების მიღებას თითქმის არავინ დაუჭერს მხარს. ეს კი მომავლისთვის არანაირი იმედის საფუძველს არ ქმნის; ამით იზარალებს დედამიწა და შესაბამისად დემოკრატიაც“.
კატასტროფის წინაშე მდგარი კაცობრიობის შემხედვარე, მსოფლიოში ცნობილმა ასტროფიზიკოსმა და მწერალმა სტივენ ჰოკინგმა დასვა კითხვა: „შესაძლებელია კაცობრიობამ კიდევ 100 წელი იარსებოს მსოფლიოში, სადაც პოლიტიკური, სოციალური, კლიმატური თუ ეკოლოგიური მდგომარეობა არეულია?“
რატომ ვერ აგვარებს კაცობრიობა პრობლემებს?
მხოლოდ ბიბლიას შეუძლია დამაკმაყოფილებელი პასუხის გაცემა კითხვაზე, თუ რატომ არის კაცობრიობა უსაშველოდ წარუმატებელი საკუთარი თავის მართვისას. პირველ რიგში, ბიბლია დაუფარავად აღწერს ადამიანის მდგომარეობას. განვიხილოთ ოთხი უტყუარი ფაქტორი.
ყველანი არასრულყოფილები ვართ. „ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას“ (რომაელები 3:23). როგორც უხარისხო აგური შეიძლება სახლის დაზიანებისა და დანგრევის მიზეზი გახდეს, ისე მემკვიდრეობით მიღებული არასრულყოფილება შეიძლება იყოს არამდგრადი საზოგადოების არსებობის მიზეზი. ამ არამდგრადობას კი საზოგადოებაში უზნეობის, უპატიოსნობის, სიხარბისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მიდრეკილება იწვევს. ამაში ახალი არაფერია. დაახლოებით სამი ათასი წლის წინათ ბიბლიის ერთ-ერთმა დამწერმა, ბრძენმა ადამიანმა, თქვა: „კაცი კაცზე მძლავრობს მისდა საზიანოდ“ (ეკლესიასტე 8:9).
ხელისუფლებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები არ უარყოფენ ჩვენს არასრულყოფილებასა და სისუსტეებს და ამ დაბრკოლების გადალახვას უამრავი კანონის მიღებით ცდილობენ. მაგრამ მათ ძალიან კარგად ესმით, რომ კანონი ვერც ერთმანეთის სიყვარულს აიძულებს ვინმეს და ვერც თვით კანონის მორჩილებას.
სიკვდილი გარდაუვალია. „იმედს ნუ დაამყარებთ წარჩინებულებზე, ნურც სხვა ადამიანებზე, რომელთაგანაც არ არის ხსნა. ამოსდის სული [სასიცოცხლო ძალა], თვითონ კი უბრუნდება მიწას, იმ დღეს ქრება მისი ფიქრები“ (ფსალმუნი 146:3, 4). ერთ-ერთმა ყველაზე ბრძენმა მმართველმა, ძველი ისრაელის მეფე სოლომონმა დაინახა, რამდენად ამაო შეიძლებოდა ყოფილიყო მისი ჯაფა: „შემძულდა მთელი ჩემი ნაღვაწი, რისთვისაც ვირჯებოდი მზის ქვეშ და რომელიც ჩემ შემდეგ მომავალს უნდა დავუტოვო. ვინ იცის, ბრძენი იქნება ის თუ უგუნური? მის ხელში აღმოჩნდება მთელი ჩემი ნაღვაწი . . . ესეც ამაოებაა“ (ეკლესიასტე 2:18, 19).
ადამიანი ვერ იქნება კარგი მმართველი. „ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა; მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23). ბიბლია გვასწავლის, რომ ღვთის თავდაპირველი განზრახვის თანახმად, ადამიანს სრულყოფილების შემთხვევაშიც კი არ ჰქონდა მიცემული საკუთარი თავის ბატონ-პატრონად ყოფნის უფლება და არც იმის უნარი, რომ ეს წარმატებით ეკეთებინა. მაგალითად, რატომ აღიზიანებთ ადამიანებს ის, რომ სხვა ადამიანმა ან ადამიანთა ჯგუფმა მიუთითოს, რა გააკეთონ ან დაუდგინოს მორალური და ეთიკური ნორმები? იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს თანდაყოლილი სურვილი იმისა, რომ ცხოვრებაში ხელმძღვანელობა ადამიანზე აღმატებულმა მმართველმა გაგვიწიოს. ეს მმართველი ღმერთია (ესაია 33:22; საქმეები 4:19; 5:29).
ადამიანებზე გავლენას ახდენს უხილავი მმართველი. „მთელი ქვეყნიერება . . . ბოროტის“ — სატანა ეშმაკის — ხელშია (1 იოანე 5:19). თუ კომპანიის ხელშეუხებელი დირექტორი მექრთამეა, რის გაკეთება შეუძლია მის ქვეშევრდომს საქმის გამოსასწორებლად? ალბათ, ბევრი არაფრის. იმავეს თქმა შეიძლება იმ პრობლემების შესახებ, რომლებსაც ამ ქვეყნიერების უხილავი მმართველები იწვევენ, უხილავი ბოროტი სულიერი ქმნილებები, რომლებიც სატანის ქვეშევრდომები არიან. ბიბლია ამ მმართველებს უწოდებს: „მთავრობებს“, „ხელისუფლებებს“, „ქვეყნიერების სიბნელის მპყრობელებსა“ და „ზეციერ ბოროტ სულებს“ (ეფესოელები 6:12).
ბიბლია არა მარტო კაცობრიობის წარუმატებლობის და ქვეყნიერების უხილავი მმართველების შესახებ მოგვითხრობს, არამედ გვიმხელს სასიხარულო ცნობას იმის შესახებ, რომ სინამდვილეში ყველა პრობლემა გადაიჭრება, და საფუძვლიან იმედს გვაძლევს.
ჩვენი შემოქმედი მხსნელია!
მიტოვებულნი რომ ვყოფილიყავით, ვერასოდეს შევძლებდით პრობლემებიდან გამოსავლის პოვნას. ყველაზე გონიერ, ძლიერ და მდიდარ ადამიანსაც კი არ შესწევს იმის ძალა, რომ ამ სტატიაში აღნიშნულ ოთხ ფაქტორთაგან ერთი მაინც შეცვალოსa. მაგრამ შემდეგი სტატია დაგვანახვებს, რომ ჩვენს შემოქმედს არც დავვიწყებივართ და არც მივუტოვებივართ. ჩვენი შემოქმედი, დედამიწის სამართლიანი მმართველი, აღმოფხვრის ყველა იმ დაბრკოლებას, რომლებიც ბედნიერებისკენ მიმავალ გზაზე გვხვდება (1 იოანე 4:8). უფრო მეტიც, ღმერთი მალე იმოქმედებს ადამიანთა სასარგებლოდ. საიდან ვიცით ეს?
როგორც ამ ჟურნალის წინა გამოცემაში იყო ახსნილი, მსოფლიო მოვლენები და სოციალური მდგომარეობა ნათელს ჰფენს იმას, რომ თანამედროვე ქვეყნიერების „ბოლო დღეების“ მიწურულში ვცხოვრობთ (2 ტიმოთე 3:1; მათე 24:3—7). ქვეყნიერების აღსასრულის მიზეზი არ იქნება ბირთვული კატასტროფა, არც ასტეროიდების ჩამოვარდნა და არც სხვა რამ, რაც განურჩევლად გაანადგურებდა კარგსაც და ცუდსაც. ამის საპირისპიროდ, ეს იქნება მიზანმიმართული ბრძოლა ბოროტებისა და იმ ხალხის წინააღმდეგ, რომლებიც თავგამოდებით უჭერენ მხარს ადამიანთა მმართველობას (ფსალმუნი 37:10; 2 პეტრე 3:7). ამავე დროს, ღმერთი ბოლოს მოუღებს ყოველგვარ ტანჯვას, რომლის მიზეზიც ღვთის მოწინააღმდეგეები არიანb (2 თესალონიკელები 1:6—9).
ამის შემდეგ შემოქმედი გადაჭრის ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პრობლემებს იმით, რომ დედამიწაზე აბსოლუტურ უფლებამოსილებას გადასცემს მმართველობას, რომელსაც „ღვთის სამეფო“ ჰქვია (ლუკა 4:43). დავინახავთ, რომ ეს ხელისუფლება ხვალინდელ დღეს სრულიად განსხვავებულად წარმოგვიდგენს.
[სქოლიოები]
a ამავე ჟურნალის მე-19 გვერდზე იხილეთ სტატია „გადაჭრის ქველმოქმედება ადამიანთა პრობლემებს?“
b პასუხი კითხვაზე, „რატომ უშვებს ღმერთი ადამიანთა ტანჯვას?“ მოცემულია წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ გვერდი 106; გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
[ჩარჩო⁄სურათი 5 გვერდზე]
ადამიანთა საზოგადოების უხარისხო „აგური“
◼ ყველანი არასრულყოფილები ვართ
◼ სიკვდილი გარდაუვალია
◼ ადამიანი ვერ იქნება კარგი მმართველი
◼ ადამიანებზე გავლენას ახდენს უხილავი მმართველი
[ჩარჩო 6 გვერდზე]
ადამიანები ვერ გაანადგურებენ დედამიწას!
ბიბლიაში არაერთხელ ვკითხულობთ ღვთის განზრახვის შესახებ, რომ დედამიწა ღვთისმოშიში ადამიანებისთვის უსაფრთხო და მშვიდობიანი ადგილი ყოფილიყო. დავფიქრდეთ ქვემოთ მოყვანილ ბიბლიურ მუხლებზე:
„მყარ საფუძველზე აფუძნებ დედამიწას, არ მოირყევა მარადიულად, სამარადისოდ“ (ფსალმუნი 104:5).
„მყარად დაგიფუძნებია დედამიწა, რომ იდგეს“ (ფსალმუნი 119:90).
„თაობა მიდის, თაობა მოდის, დედამიწა კი მარადიულად რჩება“ (ეკლესიასტე 1:4).
„დედამიწა იეჰოვას ცოდნით აივსება, როგორც ზღვაა წყლით სავსე“ (ესაია 11:9).
„[იეჰოვაა] დედამიწის შემქმნელი და შემოქმედი, რომელმაც განამტკიცა იგი და ტყუილუბრალოდ არ შეუქმნია, დასასახლებლად შექმნა“ (ესაია 45:18).
-
-
უსაფრთხო მომავალი, რომელსაც ღვთის სამეფო მოიტანსგამოიღვიძეთ! — 2008 | მაისი
-
-
უსაფრთხო მომავალი, რომელსაც ღვთის სამეფო მოიტანს
მალე აღარავის შეაშინებს მომავალი, რადგან თავისი ხელისუფლების — სამეფოს — საშუალებით ღმერთი იზრუნებს ჩვენს პლანეტაზე. ეს არაჩვეულებრივი მომავალი ჰქონდა მხედველობაში იესო ქრისტეს, როდესაც თავის მიმდევრებს ასწავლა, ელოცათ: „მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათე 6:9, 10).
ღვთის სამეფო არც პოლიტიკურ ლიდერებს გამოიყენებს და არც მათთან ერთად იმოქმედებს. პირიქით, ის მოსპობს ადამიანთა მმართველობის ყოველგვარ კვალს, როგორც დანიელის მიერ არის ნაწინასწარმეტყველები „ბოლო დღეების“ შესახებ, ანუ იმ დროის შესახებ, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ (2 ტიმოთე 3:1). „იმ მეფეების დროს ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც არასოდეს დაიქცევა . . . ის დააქცევს და ბოლოს მოუღებს ყველა ამ [ადამიანთა] სამეფოს, თავად კი მარადიულად იდგება“ (დანიელი 2:44). ეს სიტყვები არც ანუგეშებს და არც აიმედებს მათ, ვინც ღვთის მმართველობას ადამიანთა მმართველობას ამჯობინებს; მაგრამ ყველას, ვინც მხარს უჭერს სამეფოს მეშვეობით გამოვლენილ ღვთის უზენაესობას, გულს სიხარულით უვსებს.
არაჩვეულებრივი მომავალი!
ღვთის სამეფოს მმართველობისას დედამიწაზე აღარ იქნება პოლიტიკური, რასობრივი, რელიგიური თუ ტერიტორიული დაყოფა. დედამიწაზე მცხოვრებნი ღვთიური ჭეშმარიტებითა და ნამდვილი სიყვარულით იქნებიან გაერთიანებული ერთ დიდ საძმოში (იოანე 13:34, 35; 17:3, 17). ღვთის სამეფოს მმართველობისას „აყვავდება მართალი და იქნება დიდი მშვიდობა, ვიდრე მთვარე არსებობს“ (ფსალმუნი 72:7).
გარდა ამისა, ღვთის სამეფოს მმართველობის დროს მორჩილ ადამიანებს გონება და სხეული გაუსრულყოფილდებათ; მაშინ მოისპობა ყოველგვარი დაავადება, ტანჯვა და სიკვდილი (გამოცხადება 21:3, 4). რა მოჰყვება ამას შედეგად? ჩვენი პლანეტა მთლიანად გადაიქცევა სამოთხედ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, და ამგვარად შესრულდება ედემის ბაღში ღვთის მიერ გაცხადებული მისი თავდაპირველი განზრახვაa (დაბადება 1:28).
ერთადერთი სასიხარულო ცნობა
როდესაც იესომ თავის მოწაფეებს უთხრა, რა იქნებოდა „ქვეყნიერების აღსასრულის“ ნიშანი, რომელიც არაერთი მოვლენისგან შედგებოდა, მან ერთი მნიშვნელოვანი რამ მოიხსენია (მათე 24:3—7). იესომ თქვა: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათე 24:14).
2007 წელს ღვთის ნების შესაბამისად, თითქმის შვიდმა მილიონმა იეჰოვას მოწმემ 236 ქვეყანაში სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგებას 1,4 მილიარდი საათი დაუთმო. რატომ არიან იეჰოვას მოწმეები მტკიცედ დარწმუნებული, რომ ბიბლიაში ჩაწერილი დაპირებები შესრულდება? პასუხი მარტივია. როგორც მომდევნო სტატიიდან დავინახავთ, ღმერთი ყოველთვის ასრულებს თავის სიტყვას (რომაელები 3:4).
[სქოლიო]
a იხილეთ ბიბლიის თვალსაზრისი — „გადაიქცევა დედამიწა სამოთხედ?“ გვერდი 10.
[ჩანართი 7 გვერდზე]
ბიბლიაში ნათქვამია, რომ „იქნება დიდი მშვიდობა“
-
-
საიმედო დანაპირები!გამოიღვიძეთ! — 2008 | მაისი
-
-
საიმედო დანაპირები!
წარმოიდგინეთ, რომ გზის გასაყარს მიადექით. დაინახეთ ნიშანი, რომელზეც წერია: „მიანდეთ თქვენი მომავალი ადამიანებსა და მათ დაპირებებს“. მეორეზე წერია: „მიენდეთ ღმერთსა და მის სამეფოს“. რომელი მიმართულებით წახვალთ?
გონივრული ღმერთზე მინდობაა. „ვინც მისმენს, უსაფრთხოდ იცხოვრებს, — ამბობს ღმერთი; — უბედურების შიში არ შეაწუხებს მას“ (იგავები 1:33). შემოქმედს იმ შემთხვევაში ვუსმენთ, თუ ბიბლიაში ჩაწერილს ვითვალისწინებთ, რადგან ეჭვი არ გვეპარება, რომ ბიბლია საიმედო წყაროა (2 ტიმოთე 3:16). გვაქვს ასეთი ნდობისთვის საფუძვლიანი მიზეზი? რა თქმა უნდა! მაგალითად, როგორც მეორე სტატიიდან გავიგეთ, მხოლოდ ბიბლია ხსნის ზუსტად იმის მიზეზს, რატომ არ შესწევთ ძალა ადამიანებს, მართონ თავიანთი თავი და წარმატებულნი იყვნენ. განა არ ეთანხმებით იმ აზრს, რომ ბიბლიური ცნობა და ფაქტები ერთმანეთს შეესაბამება?
იმავეს თქმა შეიძლება ბიბლიურ წინასწარმეტყველებებზეც — ისინი ზუსტია. მაგალითად, ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ „ბოლო დღეები“ შემზარავი იქნებოდა, და ამის მოწმენი ჩვენ თვითონ ვართ (მათე 24:3—7; 2 ტიმოთე 3:1—5). ბიბლიაში ისიც კი იყო ნაწინასწარმეტყველები, რომ ადამიანები საფრთხეს შეუქმნიდნენ ჩვენი პლანეტის არსებობას. გამოცხადების 11:18-ში ნათქვამია, რომ ღმერთი მოსპობს „დედამიწის მომსპობთ“.
დაახლოებით 2 000 წლის წინათ, როდესაც ეს სიტყვები დაიწერა, ხალხს წარმოდგენა არ ჰქონდა ადამიანების მიზეზით გამოწვეულ ჰაერის, წყლისა და მიწის დაბინძურებაზე, გლობალურ დათბობასა და სახეობების მასობრივ გადაშენებაზე; რაც დღეს ჩვენს თვალწინ ხდება! დიახ, ღმერთი არასდროს ცრუობს. ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები ყოველთვის ზედმიწევნით სრულდებაa (ტიტე 1:2; ებრაელები 6:18). ფაქტობრივად, ღვთის სიტყვების შესრულება მის სახელთან არის დაკავშირებული.
სახელი, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ
როგორც ხელმოწერა ადასტურებს საბუთის კანონიერებას, ისე ღვთის საკუთარი სახელი იეჰოვა იძლევა იმის გარანტიას, რომ ბიბლიაში ჩაწერილი ყველა დანაპირები შესრულდებაb. „მის წმინდა სახელზე ვართ მინდობილი“ — თქვა ბიბლიის ერთ-ერთმა დამწერმა, რომელიც ხშირად დარწმუნებულა ღვთის მზრუნველობაში (ფსალმუნი 33:21; 34:4, 6).
იგავების 18:10 ღვთის სახელს მამობრივ მზრუნველობას უკავშირებს და ამბობს: „იეჰოვას სახელი მტკიცე კოშკია; მასში შერბის მართალი და დაცულია“. მსგავს აზრს ვკითხულობთ რომაელების 10:13-ში: „ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება“. რა თქმა უნდა, ღვთის სახელი ბოროტისაგან დამცველი თილისმა არ არის. თავად ღმერთია მხსნელი, და ისინი, ვინც ზემოთ მოყვანილი მუხლის თანახმად მის სახელს უხმობენ, მისივე უბიწო სახელის გამო სრულად ენდობიან ღმერთს. ფსალმუნის 91:14-ში ნათქვამია: „რადგან შემიყვარა [იეჰოვამ], მეც გადავარჩენ. დავიცავ, რადგან გაიგო ჩემი სახელი“.
ჰკითხეთ საკუთარ თავს, ვის ვენდობი — ღმერთს თუ ადამიანს? იეჰოვას მოწმეებმა ემოციების საფუძველზე გულუბრყვილოდ კი არ აირჩიეს ღმერთი და მისი სამეფო, არამედ მათი არჩევანი ეფუძნება ბიბლიიდან მომდინარე მტკიცე რწმენას (ებრაელები 11:1; 1 იოანე 4:1). შედეგად, მათ მომავალი კი არ აშინებთ, არამედ ‘ხარობენ იმედში’. ისინი მთელი გულით გიწვევენ, თქვენც გქონდეთ ეს იმედი (რომაელები 12:12).
[სქოლიოები]
a იხილეთ 2007 წლის ნოემბრის „გამოიღვიძეთ!“-ის სპეციალური ნომერი, რომელიც მთლიანად ეძღვნება თემას: „რატომ უნდა ვენდოთ ბიბლიას?“
b იხილეთ ჩარჩო „სახელი და გარანტია“.
[ჩანართი 9 გვერდზე]
როგორც ხელმოწერა ადასტურებს საბუთის კანონიერებას, ისე ღვთის საკუთარი სახელი იეჰოვა იძლევა იმის გარანტიას, რომ ბიბლიაში ჩაწერილი ყველა დანაპირები შესრულდება.
[ჩარჩო 9 გვერდზე]
სახელი და გარანტია
ღვთის სახელი იეჰოვა არ არის უბრალოდ სახელიc. რა იგულისხმება ამაში? ეს სახელი ნიშნავს „აქცევინებს“. მარტივად რომ ვთქვათ, ის თავის სიყვარულს, ძალასა და სიბრძნეს იმისათვის იყენებს, რომ შეასრულოს ყველაფერი, რასაც თავისი განზრახვისა და სიტყვის შესასრულებლად საჭიროდ თვლის. მაგალითად, მას შეუძლია იქცეს იმად, რადაც სურს — მართალთა მხსნელად, ბოროტთა გამანადგურებლად, ლოცვების მომსმენად ან მოსიყვარულე მამად.
იეჰოვა ამბობს: „მე ვარ ღმერთი . . . რომელიც დასაწყისშივე აცხადებს დასასრულს . . . რომელიც ამბობს: შესრულდება ჩემი გადაწყვეტილება და გავაკეთებ ყველაფერს, რაც მსურს“ (ესაია 46:9, 10). ის, რაც ბიბლიაში წერია, აუცილებლად შესრულდება, რადგან ღმერთი ყოველთვის ასრულებს თავის განზრახვას და ეს უშუალოდ მის სახელს უკავშირდება. „ღმერთი ადამიანი არ არის, რომ ტყუილი თქვას“ (რიცხვები 23:19).
[სქოლიო]
c სახელი იეჰოვა არ არის ტიტული — ყოვლისშემძლე, შემოქმედი, ღმერთი ან უფალი. ბიბლიის დედანში ეს სახელი დაახლოებით შვიდი ათასჯერ გვხვდება. ღმერთმა თავად დაირქვა ეს სახელი. გამოსვლის 3:15-ში ნათქვამია: „[იეჰოვა] არის ჩემი სახელი მარადიულად“.
-