-
დაელოდეთ იეჰოვასესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
-
-
თქვენს ყურებს მოესმება სიტყვა თქვენს უკან: აჰა, გზა, იარეთ მასზე, როცა მარჯვნივ ან მარცხნივ გადაუხვევთ» (ესაია 30:20ბ, 21)b.
-
-
დაელოდეთ იეჰოვასესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
-
-
მაგრამ როგორ ‘იხილავს’ და ‘მოუსმენს’ ხალხი? იეჰოვა თავის წინასწარმეტყველთა მეშვეობით გველაპარაკება, რომელთა სიტყვებიც ბიბლიაშია ჩაწერილი (ამოსი 3:6, 7). დღეს იეჰოვას ერთგულ თაყვანისმცემლებს ბიბლიის კითხვისას თითქოს ღვთის ხმა ესმით. იეჰოვა თითქოს მამობრივი მზრუნველობით უჩვენებს მათ სწორ გზას და არიგებს, როგორ უნდა მოიქცნენ, რომ შეძლონ ამ გზაზე სიარული. თითოეულმა ქრისტიანმა ყურადღებით უნდა უსმინოს იეჰოვას, რომელიც ბიბლიის ფურცლებიდან და „ერთგული და გონიერი“ მონის მიერ მოწოდებული ბიბლიური ლიტერატურის საშუალებით გველაპარაკება (მათე 24:45—47). ყველამ უნდა იკითხოს ბიბლია, რადგან ეს „სიცოცხლეა“ თითოეულისთვის (მეორე რჯული 32:46, 47; ესაია 48:17).
-