-
„ანუგეშეთ ჩემი ხალხი“ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
-
-
17, 18. ა) რატომ შეუძლიათ იუდაელ ტყვეებს, ენდონ სამშობლოში დაბრუნების აღთქმას? ბ) რა შთამბეჭდავ შეკითხვებს სვამს ესაია?
17 იუდაელ ტყვეებს შეუძლიათ ენდონ სამშობლოში დაბრუნების შესახებ აღთქმას, რადგან ღმერთი ყოვლადძლიერი და ყოვლადბრძენია. ესაია ამბობს: „ვის ამოურწყავს წყალი თავისი პეშვით და ცა მტკაველით ვის გაუზომავს, ვის დაუთვლია მიწის მტვერი, ვის აუწონია მთები სასწორზე და მთაგრეხილები — პინებზე?
-
-
„ანუგეშეთ ჩემი ხალხი“ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
-
-
18 ამ შთამბეჭდავ კითხვებზე უნდა დაფიქრდნენ იუდაელი ტყვეები. განა ადამიანი შეძლებს ზღვის ძლიერი ტალღების უკან გაბრუნებას? ცხადია, ვერ შეძლებს! იეჰოვასთვის კი მთელი დედამიწის წყალი მის ხელისგულზე დაცემული წვეთიაb. განა გაზომავს უმწეო ადამიანი ვარსკვლავებით მოჭედილ უკიდეგანო ცას ან აწონის მთებსა და მთაგრეხილებს? ვერა, ვერ შეძლებს ის ამას. იეჰოვა კი ისე ადვილად ზომავს ცას, როგორც ადამიანს შეუძლია საგნის გადაზომვა მტკაველით — გაშლილი ხელის ცერის წვერიდან ნეკის წვერამდე მანძილით. ღმერთს, ფაქტობრივად, სასწორის პინებზე მთებისა და მთაგრეხილების აწონვაც შეუძლია.
-
-
„ანუგეშეთ ჩემი ხალხი“ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
-
-
b გამოთვლილია, რომ „ოკეანეთა მასა დაახლოებით 1,35 კვინტილიონი (1,35x1018) მეტრული ტონაა ანუ დაახლოებით დედამიწის საერთო მასის 1/4400-ს შეადგენს“ (Encarta 97 Encyclopedia).
-