-
შეგაქვს შენი წვლილი ქრისტიანული კრების აღშენებაში?საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 ოქტომბერი
-
-
პასუხის მისაღებად, გავიხსენოთ შეხვედრა, რომელიც იესო ქრისტემ მკვდრეთით აღდგომიდან მალევე მოაწყო თავის მოწაფეებთან.
14. ა) რა მოვლენები უძღოდა წინ იესოს შეხვედრას მოციქულებთან? ბ) რატომ იგრძნობდნენ შვებას მოციქულები, როცა „იესო მივიდა მათთან“ და ლაპარაკი დაუწყო?
14 ჯერ გავიხსენოთ ის მოვლენები, რაც წინ უძღოდა იესოსა და მისი მოწაფეების შეხვედრას. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მოციქულებმა „მიატოვეს ის და გაიქცნენ“ და, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, ‘თავ-თავიანთ სახლებში დაიფანტნენ’ (მარ. 14:50; იოან. 16:32). მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესომ გულდამძიმებული მოციქულები განსაკუთრებულ შეხვედრაზე მიიწვია.d მათ მიიღეს მოწვევა და „თერთმეტი მოწაფე გალილეაში წავიდა იმ მთაზე, სადაც იესომ დაუთქვა“. „იესო მივიდა მათთან“ და ლაპარაკი დაუწყო (მათ. 28:10, 16, 18). წარმოიდგინეთ, რა შვებას იგრძნობდნენ მოციქულები, როცა იესომ ინიციატივა გამოიჩინა მათთან შესახვედრად! რაზე ესაუბრა იესო მოციქულებს?
15. ა) რაზე ესაუბრა და რაზე არ ესაუბრა იესო მოციქულებს? ბ) როგორ იმოქმედა ამ შეხვედრამ მოციქულებზე?
15 იესომ შეხვედრა შემდეგი სიტყვებით დაიწყო: „მთელი ძალაუფლება . . . მე მაქვს მოცემული“. შემდეგ მათ დავალება მისცა: „ამიტომ წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი“. ბოლოს ისინი სიყვარულით დაარწმუნა: „მე ყოველდღე თქვენთან ვარ“ (მათ. 28:18—20). შენიშნეთ, რა არ გაუკეთებია იესოს? მას არ უსაყვედურია მოციქულებისთვის და ეს შეხვედრა იმისთვის არ მოუწყვია, რომ მათი მოტივები ეჭვქვეშ დაეყენებინა. მას არც ის შეუხსენებია, რომ რაღაც მომენტში რწმენა არ ეყოთ, და ამგვარად, მოციქულებისთვის დანაშაულის გრძნობა არ გაუმძაფრებია. პირიქით, იესომ მათ სერიოზული დავალება მიანდო, რითაც თავისსა და მამის სიყვარულში დაარწმუნა. როგორ იმოქმედა მოციქულებზე იესოს ასეთმა მიდგომამ? ისინი იმდენად აღშენდნენ, გამხნევდნენ და ნუგეშცემულ იქნენ, რომ ამ შეხვედრიდან ცოტა ხანში, კვლავ „ასწავლიდნენ და აუწყებდნენ სასიხარულო ცნობას“ (საქ. 5:42).
-
-
შეგაქვს შენი წვლილი ქრისტიანული კრების აღშენებაში?საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 ოქტომბერი
-
-
d შესაძლოა ეს ის შეხვედრა იყო, რომელზეც მოგვიანებით პავლემ თქვა, რომ იესო „ეჩვენა ხუთასზე მეტ ძმას“ (1 კორ. 15:6).
-