საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სრულდება ესაიას წინასწარმეტყველება
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • იესო ნაპირზე შეკრებილ ხალხს ნავიდან ასწავლის

      თავი 33

      სრულდება ესაიას წინასწარმეტყველება

      მათე 12:15—21; მარკოზი 3:7—12

      • იესოს ზედ აწყდება ხალხი

      • ესაიას მიერ ნაწინასწარმეტყველები სიტყვები იესოზე სრულდება

      მას შემდეგ, რაც იესო იგებს, რომ ფარისევლები და ჰეროდეს პოლიტიკური თანამოაზრეები მის მოკვლას აპირებენ, ტოვებს იქაურობას და მოწაფეებთან ერთად გალილეის ზღვისკენ იღებს გეზს. გზად მას უამრავი ხალხი მიჰყვება; საიდან აღარ არის ეს ხალხი ჩამოსული — გალილეიდან, ზღვისპირა ქალაქ ტვიროსიდან და სიდონიდან, მდინარე იორდანეს აღმოსავლეთი მხარიდან, იერუსალიმიდან თუ სამხრეთით მდებარე შორეული იდუმეიდან. იესო მრავალს კურნავს, რის შემდეგაც ისინი, ვისაც სერიოზული დაავადებები სტანჯავს, მის გარშემო იყრიან თავს. ისინი „ზედ აწყდებიან, რომ შეეხონ“ მას (მარკოზი 3:9, 10).

      აქ იმდენი ხალხია შეკრებილი, რომ იესო მოწაფეებს ეუბნება, ნავი გაამზადონ. ის ნავში ჯდება და ნაპირს შორდება, რათა ხალხი არ მიაწყდეს. ამასთან, მას შეუძლია პირდაპირ ნავიდან ასწავლოს ნაპირთან შეკრებილთ ან ამავე სანაპიროზე ცოტა მოშორებით გადაადგილდეს, რათა უფრო მეტ ადამიანს მიაწვდინოს ხმა.

      როგორც მოწაფე მათე აღნიშნავს, იესოს საქმეებით „ესაია წინასწარმეტყველის პირით ნათქვამი“ სრულდება (მათე 12:17). რომელი წინასწარმეტყველებაა ეს?

      „აი, ჩემი საყვარელი მსახური, რომელიც ამოვირჩიე და რომელიც ჩემმა სულმა მოიწონა! ჩემს სულს დავავანებ მასზე და ის გააგებინებს ხალხებს, რა არის სამართალი; არ იდავებს, არც იყვირებს, მთავარ ქუჩებშიც კი ვერავინ გაიგებს მის ხმას. გადატეხილ ლერწამს არ მოტეხს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩააქრობს, სანამ სამართალს არ გაამარჯვებინებს. მისი სახელის იმედი ექნებათ ხალხებს“ (მათე 12:18—21; ესაია 42:1—4).

      იესო, რა თქმა უნდა, ღვთისთვის სასურველი და ყოველმხრივ მოსაწონი მსახურია. იგი ნათელს ჰფენს ცრურელიგიური ტრადიციების ბურუსში გახვეულ ჭეშმარიტ სამართალს. ღვთის კანონის თვითნებურად გამოყენების გამო ფარისევლები შაბათ დღეს დახმარების ხელსაც კი არ უწვდიან ავადმყოფს. იესო კი ადამიანური ტრადიციების მძიმე უღელს ხსნის ხალხს მხრებიდან და ყველასთვის ნათელყოფს, თუ რა არის ღვთის სამართალი; ის ცხადყოფს, რომ მასზე „ღვთის სულია დავანებული“. აი, სწორედ ამის გამო სურთ რელიგიურ წინამძღოლებს იესოს მოკვლა. რა გულსატკენია!

      რას ნიშნავს იესოზე ნათქვამი სიტყვები: „არ იდავებს, არც იყვირებს, მთავარ ქუჩებშიც კი ვერავინ გაიგებს მის ხმას“? იესო არც განკურნებულებს და არც მათგან განდევნილ დემონებს აძლევს უფლებას, „გაამჟღავნონ მისი ვინაობა“ (მარკოზი 3:12). იესოს არ სურს, რომ ხალხმა მის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის ან მასზე მითქმა-მოთქმის შედეგად გავრცელებული დამახინჯებული ცნობების მეშვეობით გაიცნოს იგი.

      იესოს მანუგეშებელი ცნობა მიაქვს იმ ადამიანებამდე, ვინც, ასე ვთქვათ, გადატეხილი ლერწამივითაა მოდრეკილი და ვისი ღირსებაც ფეხქვეშაა გათელილი. ისინი მბჟუტავ პატრუქს ჰგვანან, რომელიც სადაცაა ჩაქრება. იესო გადატეხილ ლერწამს არ ამტვრევს და მბჟუტავ პატრუქს არ აქრობს. პირიქით, ის ნაზად, დიდი სიყვარულითა და სისათუთით ეხიდება თავმდაბალთ და დაჩაგრულთ ფეხზე წამოდგომაში ეხმარება. იესო სწორედ ის პიროვნებაა, ვისზეც ერებს შეუძლიათ იმედი დაამყარონ!

  • იესო თორმეტ მოციქულს ირჩევს
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • იესო მთაზე ადის

      თავი 34

      იესო თორმეტ მოციქულს ირჩევს

      მარკოზი 3:13—19; ლუკა 6:12—16

      • 12 მოციქული

      დაახლოებით წელიწად-ნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც იოანე ნათლისმცემელმა ხალხის წინაშე დაამოწმა, რომ იესო ღვთის კრავი იყო. როცა იესომ მსახურება დაიწყო, ბევრი სუფთა გულის ადამიანი მისი მოწაფე გახდა; მათ შორის იყვნენ ანდრია, სიმონ-პეტრე, იოანე, შესაძლოა იაკობი (იოანეს ძმა), ფილიპე და ბართლომე (აგრეთვე ეძახდნენ ნათანაელს). დროთა განმავლობაში ბევრი სხვაც გახდა იესოს მიმდევარი (იოანე 1:45—47).

      ახლა კი იესო მზადაა, რომ მოციქულები აირჩიოს. იესოს მათთან ძალიან ახლო ურთიერთობა ექნება და განსაკუთრებული სახით მოამზადებს. მაგრამ მოციქულების არჩევამდე იესო მთაზე ადის; ეს შესაძლოა ის მთაა, რომელიც გალილეის ზღვასთან ახლოს, კაპერნაუმიდან არც ისე შორს მდებარეობს. იქ ის მთელ ღამეს ლოცვაში ატარებს — როგორც ჩანს, სიბრძნესა და ხელმძღვანელობას სთხოვს ღმერთს. მეორე დღეს იესო თავის მოწაფეებს უხმობს და მათგან თორმეტს მოციქულებად ირჩევს.

      ამ თორმეტს შორის არის ექვსი მოწაფე, რომელთა სახელებიც ზემოთ მოვიხსენიეთ, და აგრეთვე მათე, რომელსაც იესომ მაშინ მოუხმო, როცა ის საგადასახადოში იჯდა. დანარჩენი ხუთის სახელებია იუდა (აგრეთვე ეძახდნენ თადეოზსს და „იაკობის ვაჟს“), სიმონ კანანელი, თომა, ალფეს ვაჟი იაკობი და იუდა ისკარიოტელი (მათე 10:2—4; ლუკა 6:16).

      იესო თორმეტი მოციქულის არჩევამდე ლოცულობს

      იესო კარგად იცნობს ამ 12 მამაკაცს, რადგან უკვე გარკვეული ხანია მას დაჰყვებიან. რამდენიმე მათგანი იესოს ნათესავია. მაგალითად, ალფე, როგორც ზოგი ფიქრობს, იოსების, იესოს მამობილის, ძმა იყო. თუ ასეა, გამოდის, რომ მისი ვაჟი, მოციქული იაკობი, იესოს ბიძაშვილია. ძმები იაკობი და იოანე კი, როგორც ჩანს, იესოს დეიდაშვილები არიან.

      იესოსთვის, რა თქმა უნდა, რთული არ არის თავისი მოციქულების სახელების დამახსოვრება. თქვენ თუ გახსოვთ მათი სახელები? შეგიძლიათ ასე დაიმახსოვროთ: ორ მათგანს სიმონი ჰქვია, ორს — იაკობი, ორსაც — იუდა. სიმონს (პეტრე) ჰყავს ძმა ანდრია, ხოლო იაკობის (ზებედეს ვაჟი) ძმას იოანე ჰქვია. ასე დაიმახსოვრებ რვა მოციქულის სახელს. დანარჩენი ოთხის სახელებია მათე (გადასახადების ამკრეფი), თომა (რომელიც მოგვიანებით დაეჭვდა), ნათანაელი (რომელიც იესომ ლეღვის ხის ქვეშ დაინახა) და ფილიპე (ნათანაელის მეგობარი).

      თორმეტი მოციქულიდან თერთმეტი გალილეიდანაა, იესოს მშობლიური მხარიდან. ნათანაელი კანიდანაა. ფილიპე, პეტრე და ანდრია წარმოშობით ბეთსაიდიდან არიან. თუმცა მოგვიანებით პეტრე და ანდრია კაპერნაუმში გადავიდნენ, სადაც, სავარაუდოდ, მათე ცხოვრობდა. იაკობი და იოანეც შესაძლოა კაპერნაუმში ან მასთან ახლოს ცხოვრობენ, სადაც ერთ დროს მეთევზეობას მისდევდნენ. იუდა ისკარიოტელი კი, რომელიც მოგვიანებით გასცემს იესოს, როგორც ჩანს, მოციქულებს შორის ერთადერთია, ვინც იუდეიდანაა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება