საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მმართველი, რომელსაც ბუნების ძალები ემორჩილება
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • ცოტა ხანში ისინი კაპერნაუმის სამხრეთით, ლამაზ და ნაყოფიერ ადგილას, გენესარეთის ველზე მიდიან. ისინი ნავიდან ნაპირზე გადმოდიან. იქაურები ცნობენ იესოს და მთელ იმ შემოგარენში მცხოვრებ ხალხთან ერთად მასთან თავიანთი ავადმყოფები მიჰყავთ. ვინც იესოს მოსასხამის ფოჩს ეხება, მაშინვე იკურნება.

      ამასობაში კი, ის ხალხი, რომელმაც რამდენიმე საათის წინ საკუთარი თვალით იხილა, რა სასწაულებრივად დააპურა იესომ ათასობით კაცი, ხედავს, რომ იესო მათთან აღარ არის. ამიტომ როცა ტიბერიიდან ჩამოსული პატარა ნავები ნაპირზე ჩამოდგებიან, ხალხი ნავებში ჯდება და კაპერნაუმისკენ იღებს გეზს, რათა როგორმე იპოვონ იესო. როდესაც პოულობენ, ეკითხებიან: „რაბი, აქ როდის მოხვედი?“ (იოანე 6:25). იესო საყვედურობს მათ და, როგორც შემდგომში დავინახავთ, სრულიად სამართლიანადაც.

  • რატომ უწოდებს იესო საკუთარ თავს „სიცოცხლის პურს“
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • კაცები აგროვებენ მანანას, ქალები ფრქვავენ და მისგან კვერებს აცხობენ

      თავი 54

      რატომ უწოდებს იესო საკუთარ თავს „სიცოცხლის პურს“

      იოანე 6:25—48

      • იესო არის „პური ზეციდან“

      არცთუ ისე დიდი ხნის წინ, როცა იესო გალილეის ზღვის აღმოსავლეთით იმყოფებოდა, სასწაულებრივად დააპურა ათასობით ადამიანი და შემდეგ, მისი გამეფება რომ მოინდომეს, გაერიდა ამ ხალხს. იმავე დღეს, ღამით, მან აღელვებულ ზღვაზე გაიარა და გადაარჩინა პეტრე, რომელიც მისკენ წყალდაწყალ მიემართებოდა, მაგრამ იმის გამო, რომ დაეჭვდა, ჩაძირვა დაიწყო. ამასთან, იესომ ქარიშხალიც დააცხრო, როგორც ჩანს, იმიტომ რომ ეხსნა ნავში მსხდომი თავისი მოწაფეები.

      ახლა კი იგი კვლავ ბრუნდება გალილეის ზღვის დასავლეთით, კაპერნაუმის ტერიტორიაზე. ის ხალხი, რომელიც ცოტა ხნის წინ სასწაულებრივად დააპურა, პოულობს მას და ეკითხება: „აქ როდის მოხვედი?“. იესო საყვედურობს ხალხს, რადგან ხვდება, რა მიზნით არიან მასთან მისული — ისინი მოელიან, რომ იგი ამჯერადაც დააპურებს მათ. იესო მოუწოდებს ამ ხალხს: „ისეთი საზრდოსთვის კი ნუ იშრომებთ, რომელიც ფუჭდება, არამედ ისეთისთვის, რომელიც მარადიული სიცოცხლისთვის რჩება“. ამის მოსმენაზე ისინი კითხულობენ: „როგორ მოვიქცეთ, რომ ღვთის საქმეები ვაკეთოთ?“ (იოანე 6:25—28).

      შესაძლოა მათ მხედველობაში აქვთ საქმეები, რომელთა შესრულებაც ღვთის კანონით მოეთხოვებათ, მაგრამ იესო ბევრად უფრო აღმატებულ და ღირებულ საქმეზე საუბრობს: „ღვთის საქმე ის არის, რომ ირწმუნოთ ის, ვინც მან გამოგზავნა“. თუმცა, მრავალი სასწაულის მიუხედავად, ამ ხალხს არ სჯერა იესოსი. ისინი ნიშანს ითხოვენ, რომ ირწმუნონ იგი. „რას გააკეთებ?“ — ეკითხებიან. «ჩვენი მამა-პაპა მანანას ჭამდა უდაბნოში, როგორც დაწერილია: „ზეციდან მისცა მათ საჭმელად პური“» (იოანე 6:29—31; ფსალმუნი 78:24).

      პასუხად იესო ისეთ სიტყვებს ეუბნება, საიდანაც ჩანს, სინამდვილეში ვინ ზრუნავდა მათზე და ვინ იდგა მომხდარი სასწაულების მიღმა: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: მოსემ კი არ მოგცათ პური ზეციდან, არამედ მამაჩემი გაძლევთ ჭეშმარიტ პურს ზეციდან, რადგან ღვთის პური ის არის, ვინც ზეციდან ჩამოდის და სიცოცხლეს აძლევს ქვეყნიერებას“. ხალხი ვერ სწვდება იესოს ნათქვამის მნიშვნელობას და იხვეწება: „უფალო, ყოველთვის მოგვეცი ეს პური“ (იოანე 6:32—34). საინტერესოა, რა პურზე საუბრობს იესო.

      იესო ხსნის: „მე სიცოცხლის პური ვარ. ვინც ჩემთან მოდის, არასოდეს მოშივდება, და ვისაც მე ვწამვარ, არასოდეს მოსწყურდება. ეს ყველაფერი გითხარით, მიხილეთ კიდეც, მაგრამ მაინც არა გწამთ . . . ზეციდან ჩემი ნების შესასრულებლად კი არ ჩამოვსულვარ, არამედ ჩემი გამომგზავნელისა. ჩემი გამომგზავნელის ნება ის არის, რომ მისი მოცემულიდან არაფერი დავკარგო, არამედ ყველაფერი აღვადგინო უკანასკნელ დღეს, რადგან მამაჩემის ნება ის არის, რომ ყველას, ვინც ძეს იხილავს და ირწმუნებს, მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 6:35—40).

      იესოს სიტყვები ხალხს აღიზიანებს; იუდეველები აღშფოთებას ვერ მალავენ იმის გამო, რომ იესო საკუთარ თავს „ზეციდან ჩამოსულ პურს“ უწოდებს (იოანე 6:41). მათთვის იესო ჩვეულებრივი ადამიანია; მათ იციან, რომ მისი მშობლები გალილეის ქალაქ ნაზარეთიდან არიან. ისინი ამბობენ: „ეს იესო არ არის, იოსების ვაჟი, რომლის დედ-მამასაც ვიცნობთ?“ (იოანე 6:42).

      იესო ეუბნება ამ ხალხს: «გეყოთ დრტვინვა. ჩემთან ვერავინ მოვა, თუ მამამ, ჩემმა გამომგზავნელმა, არ მიიზიდა, და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს. წინასწარმეტყველთა წიგნებში წერია: „ყველა იეჰოვას მიერ განისწავლება“. ყველა, ვინც მოუსმინა მამას და ისწავლა, ჩემთან მოდის. იმას კი არ ვამბობ, რომ ვინმეს უხილავს მამა, გარდა იმისა, ვინც ღვთისგანაა. მან იხილა მამა. ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: ვისაც სწამს, მარადიული სიცოცხლე აქვს» (იოანე 6:43—47; ესაია 54:13).

      რამდენიმე ხნის წინ იესომ ნიკოდემესთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ მარადიულ სიცოცხლეს ის მიიღებდა, ვინც კაცის ძის მიმართ რწმენას გამოავლენდა. მისი სიტყვების თანახმად, „ვისაც ის [ღვთის მხოლოდშობილი ძე] სწამს, არ დაიღუპება, არამედ მარადიული სიცოცხლე ექნება“ (იოანე 3:15, 16). ახლა იესოს გაცილებით ბევრი მსმენელი ჰყავს; ამჯერად ის უკვე ხაზს უსვამს თავის როლს ანუ იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ირწმუნონ იგი მარადიული სიცოცხლის მისაღებად, სიცოცხლის, რომელსაც ვერც მანანა მისცემთ და ვერც ის პური, რომელზეც გალილეაში მიუწვდებათ ხელი. ამგვარად, იმის დასანახვებლად, თუ როგორ არის შესაძლებელი მარადიული სიცოცხლის მიღება, იესო კვლავ იმეორებს: „მე სიცოცხლის პური ვარ“ (იოანე 6:48).

      ზეციურ პურზე საუბარი ამით არ მთავრდება; ამ თემაზე მსჯელობას იესო კაპერნაუმის სინაგოგაშიც განაგრძობს.

  • იესოს სიტყვები ბევრს საგონებელში აგდებს
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • იესო თავის 12 მოციქულს ელაპარაკება, იუდა ეჭვნარევი მზერით გვერდზე იყურება, ხოლო სხვა მოწაფეები დრტვინვას იწყებენ და იქაურობას ტოვებენ

      თავი 55

      იესოს სიტყვები ბევრს საგონებელში აგდებს

      იოანე 6:48—71

      • იესო მსმენელს ეუბნება, რომ აუცილებელია მისი „ხორცის ჭამა“ და მისი „სისხლის დალევა“

      • ბევრი ბრკოლდება იესოს სიტყვების მოსმენაზე და აღარ დაჰყვება მას

      მას შემდეგ, რაც გალილეის ზღვის აღმოსავლეთით რამდენიმე თევზითა და პურით იესომ სასწაულებრივად დააპურა ხალხი, ისინი უკან, კაპერნაუმის ტერიტორიაზე, დაბრუნდნენ და იქაც იპოვეს იესო, რომელმაც უთხრა მათ, რომ ის „ჭეშმარიტი პური“ იყო ზეციდან. ახლა უკვე იესო კაპერნაუმის სინაგოგაშია და კვლავ ამ თემაზე აგრძელებს საუბარს; როგორც ჩანს, ის უფრო შლის ამ საკითხს.

      იესო განაგრძობს მსჯელობას და ამბობს: „თქვენი მამა-პაპა უდაბნოში მანანას ჭამდა, მაგრამ მაინც დაიხოცნენ“. შემდეგ კი ანახვებს სხვაობას: „მე ზეციდან ჩამოსული სიცოცხლის პური ვარ. ვინც ამ პურს ჭამს, მარადიულად იცოცხლებს. ეს პური ჩემი ხორცია, რომელსაც ქვეყნიერების სიცოცხლისთვის გავიღებ“ (იოანე 6:48—51).

      ახ. წ. 30 წლის გაზაფხულზე იესომ ნიკოდემესთან საუბრის დროს აღნიშნა, თუ რა ძლიერ შეიყვარა ღმერთმა კაცობრიობა, რომლის სახსნელადაც თავისი ძე გაიღო მსხვერპლად. ახლა იესო იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ აუცილებელია, მისმა მიმდევრებმა შეჭამონ „მისი ხორცი“ ანუ რწმენა გამოავლინონ იმ მსხვერპლის მიმართ, რომელსაც იგი გაიღებს. მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებენ მარადიულ სიცოცხლეს.

      მაგრამ ხალხს არ მოსწონს მისი ნათქვამი. ისინი კითხულობენ: „როგორ მოგვცემს ეს კაცი თავის ხორცს საჭმელად?“ (იოანე 6:52). იესო ცდილობს, დაანახვოს მათ, რომ სიმბოლური ენით საუბრობს და მისი ნათქვამი პირდაპირ არ უნდა გაიგონ. ამას მისი შემდეგი სიტყვები ადასტურებს:

      „თუ კაცის ძის ხორცს არ ჭამთ და მის სისხლს არ სვამთ, სიცოცხლე არა გაქვთ თქვენში. ვინც ჩემს ხორცს ჭამს და ჩემს სისხლს სვამს, მარადიული სიცოცხლე აქვს . . . რადგან ჩემი ხორცი ჭეშმარიტი საჭმელია და ჩემი სისხლი — ჭეშმარიტი სასმელი. ვინც ჩემს ხორცს ჭამს და ჩემს სისხლს სვამს, ერთობაში რჩება ჩემთან, მე კი — მასთან“ (იოანე 6:53—56).

      ალბათ, როგორ გააღიზიანებდათ ამ სიტყვების მოსმენა იუდეველებს. ისინი შეიძლება ფიქრობენ, რომ იესო კანიბალიზმისკენ ან ღვთის კანონის დარღვევისკენ მოუწოდებს მათ, რომლის თანახმადაც იკრძალება სისხლის მიღება (დაბადება 9:4; ლევიანები 17:10, 11). მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, იესო აქ პირდაპირი გაგებით ხორცის ჭამასა და სისხლის დალევაზე არ საუბრობს. მას იმის დანახვება სურს, რომ მარადიული სიცოცხლის მისაღებად ადამიანმა რწმენა უნდა გამოავლინოს იმ მსხვერპლის მიმართ, რომელსაც იესო მაშინ გაიღებს, როცა კაცობრიობისთვის სისხლს დაღვრის და სრულყოფილ სხეულს გასწირავს. ასეთი განმარტების მიუხედავად, ბევრი მისი მოწაფეც კი ვერ სწვდება ბოლომდე იესოს სწავლების მნიშვნელობას. ზოგი ასე რეაგირებს: „ამას რას ამბობს? განა შეიძლება ამის მოსმენა?“ (იოანე 6:60).

      იესო ხედავს, როგორ დრტვინავს ზოგი მისი მოწაფე; ამიტომ ეკითხება მათ: „ეს გაბრკოლებთ? მაშინ რაღას იზამთ, კაცის ძე რომ იქ ამავალი დაინახოთ, სადაც აქამდე იყო? . . ჩემი ნათქვამი სიტყვები სული და სიცოცხლეა. მაგრამ თქვენ შორის ისეთებიც არიან, რომელთაც არა სწამთ“. ამის მოსმენაზე ბევრი მოწაფე ტოვებს მას და მეტად აღარ დაჰყვება (იოანე 6:61—64).

      მაშინ იესო თავის 12 მოციქულს ეკითხება: „თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა?“. ამაზე პეტრე პასუხობს: „უფალო, ვისთან წავიდეთ? შენა გაქვს მარადიული სიცოცხლის სიტყვები. ჩვენ ვირწმუნეთ და შევიცანით, რომ შენა ხარ ღვთის წმინდა“ (იოანე 6:67—69). რამხელა ერთგულების მაჩვენებელია პეტრეს მხრიდან ეს სიტყვები, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იმ დროს არც მას და არც სხვა მოციქულებს ბოლომდე არ ესმოდათ ამ საკითხთან დაკავშირებით იესოს სწავლების მნიშვნელობა!

      იესოს გულგრილს არ ტოვებს პეტრეს ნათქვამი, მაგრამ ამბობს: „თორმეტი არ აგირჩიეთ? ერთი თქვენგანი ცილისმწამებელია“ (იოანე 6:70). იესო იუდა ისკარიოტელს გულისხმობს. შესაძლოა სწორედ ამ დროს შენიშნა იესომ, რომ იუდა აჰყვა ბოროტ სურვილებს.

      და მაინც, იესოს უხარია, რომ პეტრეს და სხვა მოციქულებს კვლავაც სურთ, მიჰყვნენ მას და აკეთონ ის საქმე, რომელსაც თავად ეწევა და რომელიც მრავალთა ხსნას ემსახურება.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება