-
ღვთის რისხვა თავდებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
„აი, ქურდივით მოვდივარ. ბედნიერია, ვინც ფხიზლობს და იცავს თავის ტანსაცმელს, რათა შიშველმა არ იაროს და მისი სასირცხო არ დაინახონ“ (გამოცხადება 16:15).
-
-
ღვთის რისხვა თავდებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
29, 30. ა) რა იგულისხმა იესომ გაფრთხილებაში, რომ ყველა, ვისაც მძინარეს იპოვიან შერცხვება, რადგან დაკარგავს „ტანსაცმელს“? ბ) რაზე მეტყველებს „ტანსაცმლის“ ტარება? გ) როგორ შეიძლება ადამიანმა დაკარგოს სიმბოლური ტანსაცმელი და რა იქნება ამის შედეგი?
29 რა არის ნაგულისხმები გაფრთხილებაში, რომ ვისაც მძინარეს წაასწრებენ, შერცხვება, რადგან დაკარგავს „ტანსაცმელს“? ძველ ისრაელში იმ მღვდელს ან სხვა ლევიანს, რომელსაც ტაძრის გუშაგობა ევალებოდა, სერიოზული პასუხისმგებლობა ეკისრა. იუდეველთა ისტორიის მკვლევარები განმარტავენ, რომ ვისაც გუშაგობის დროს მძინარეს ნახავდნენ ტანსაცმელს შემოახევდნენ და უწვავდნენ, ასე არცხვენდნენ მას სახალხოდ.
30 იესოს გაფრთხილების თანახმად მსგავსი რამ შეიძლება დღესაც მოხდეს. მღვდლები და სხვა ლევიანები იესოს ცხებულ ძმებს განასახიერებდნენ (1 პეტრე 2:9). მაგრამ იესოს გაფრთხილება უამრავ ხალხსაც ეხება. აქ მოხსენიებული „ტანსაცმლით“ ამოიცნობიან იეჰოვას მოწმეები, ქრისტიანები (შეადარეთ გამოცხადების 3:18; 7:14). თუ ვინმე სატანის ქვეყნიერების ზეგავლენის გამო მიიძინებს ან სიფხიზლეს მოადუნებს, ის თავის ტანსაცმელს დაკარგავს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დაკარგავს ქრისტიანის ამოსაცნობ ნიშანს. ასეთი მდგომარეობა სამარცხვინო იქნება. საბოლოოდ ის შეიძლება საერთოდ დამარცხდეს.
-