-
მართლა დიდხანს ცოცხლობდნენ ადამიანები ბიბლიურ დროში?საგუშაგო კოშკი — 2010 | 1 დეკემბერი
-
-
ადამიანები, რომლებიც დიდხანს ცხოვრობდნენ
ბიბლიის წიგნი „დაბადება“ ასახელებს შვიდ მამაკაცს, რომლებმაც 900 წელზე მეტხანს იცოცხლეს. ყველა მათგანი ნოეს დროს მომხდარ წარღვნამდე დაიბადა. მათი სახელებია: ადამი, შეთი, ენოში, კენანი, იარედი, მეთუშალახი და ნოე (დაბადება 5:5—27; 9:29). უმეტესობისთვის მათი ვინაობა შეიძლება ცნობილი არ იყოს, მაგრამ ისინი კაცობრიობის ისტორიაში პირველი ათი თაობის წარმომადგენლები არიან. ცნობილია, რომ მეთუშალახმა ყველაზე დიდხანს, 969 წელი იცოცხლა.
ბიბლია ასახელებს, სულ მცირე, კიდევ 25 ადამიანს, რომლებმაც იმაზე გაცილებით დიდხანს იცოცხლეს, ვიდრე დღეს ცოცხლობენ ადამიანები. ზოგმა მათგანმა 300, 400, 700 წელი ან უფრო მეტხანს იცოცხლა (დაბადება 5:28—31;
-
-
მართლა დიდხანს ცოცხლობდნენ ადამიანები ბიბლიურ დროში?საგუშაგო კოშკი — 2010 | 1 დეკემბერი
-
-
სხვანაირად იზომებოდა დრო?
ზოგი ამტკიცებს, რომ ძველად დროს სხვანაირად ზომავდნენ და ის, რასაც წელიწადს უწოდებდნენ, სინამდვილეში, თვე იყო. მაგრამ თუ წიგნ „დაბადებას“ გამოვიკვლევთ, დავრწმუნდებით, რომ ძველად დრო ისე იზომებოდა, როგორც დღეს იზომება. მოვიყვანოთ ამის ორი მაგალითი. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ წარღვნა დაიწყო მაშინ, როცა ნოე 600 წლისა იყო, „მეორე თვეს, თვის მეჩვიდმეტე დღეს“. შემდეგ ვკითხულობთ, რომ დედამიწაზე წყალი 150 დღეს მძლავრობდა და რომ „მეშვიდე თვის მეჩვიდმეტე დღეს კიდობანი არარატის მთებზე გაჩერდა“ (დაბადება 7:11, 24; 8:4). ამრიგად, ხუთთვიანი პერიოდი — მეორე თვის მეჩვიდმეტე დღიდან დაწყებული იმავე წლის მეშვიდე თვის მეჩვიდმეტე დღით დამთავრებული — შეადგენს 150 დღეს. აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოა იმის მტკიცება, რომ წელიწადში თვე იგულისხმებოდა.
ახლა მეორე მაგალითი განვიხილოთ. დაბადების 5:15—18-ის თანახმად, მაჰალალელს 65 წლის ასაკში შეეძინა ვაჟი. ამის შემდეგ მან კიდევ 830 წელი იცოცხლა და 895 წლისა მოკვდა. მისი შვილიშვილი ენოქიც 65 წლისა იყო, როცა ვაჟი შეეძინა (დაბადება 5:21). წელიწადი თვე რომ ყოფილიყო, გამოდის, ეს ორი კაცი ხუთი წლის ასაკში გახდა მამა, რაც სრული აბსურდია.
-
-
მართლა დიდხანს ცოცხლობდნენ ადამიანები ბიბლიურ დროში?საგუშაგო კოშკი — 2010 | 1 დეკემბერი
-
-
წარღვნამდე მცხოვრები ადამიანების უჩვეულოდ ხანგრძლივი სიცოცხლე, ადამიანის ორგანიზმის წარმოუდგენელ შესაძლებლობებზე მეტყველებს. თანამედროვე ტექნოლოგიები მეცნიერებს შესაძლებლობას აძლევს, ღრმად გამოიკვლიონ უნიკალურად შექმნილი ადამიანის სხეული, მათ შორის ორგანიზმის განახლებისა და თვითგანკურნების უნარი. რა დასკვნებს აკეთებენ მეცნიერები? ისინი ასკვნიან, რომ ადამიანს უსასრულოდ ცხოვრება შეუძლია. მედიცინის პროფესორი ტომ კერკვუდი ამბობს, რომ „სიბერე მედიცინის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საიდუმლოდ რჩება“.
-