საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მე-16 საუკუნის ჭეშმარიტების მაძიებლები — რა აღმოაჩინეს მათ?
    საგუშაგო კოშკი — 2014 | 1 ივნისი
    • განახლების იმედი

      დაახლოებით 1527 წელს ვიტენბერგს შეეხიზნა კიდევ ერთი ღვთისმეტყველი იოჰანეს კამპანესი, რომელიც იმ ეპოქის ერთ-ერთ უდიდეს მოაზროვნედ ითვლებოდა. აქ, რელიგიური რეფორმის ცენტრში, კამპანესი იმედოვნებდა, რომ ჭეშმარიტებას იპოვიდა, მაგრამ მალე მარტინ ლუთერის შეხედულებებმა იმედი გაუცრუა.

      კამპანესი არ ეთანხმებოდა ლუთერის მოსაზრებას ტრანსუბსტანციასა და კონსუბსტანციაზე.d როგორც პროფესორი ანდრე სეგუენი აღნიშნავს, კამპანესს ღრმად სწამდა, რომ „პური ყოველთვის პურად რჩება, მაგრამ თუ მას ეკლესიურ საიდუმლოებად განვიხილავთ, ის სიმბოლურად ქრისტეს სხეულს განასახიერებს“. 1529 წელს ქალაქ მარბურგში გამართულ შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებამ სწორედ ამ საკითხებზე იმსჯელა. კამპანესს უფლება არ მისცეს, საკუთარი აზრი გამოეთქვა იმის შესახებ, რაც წმინდა წერილებიდან გაიგო. ამ შეხვედრის შემდეგ ვიტენბერგელი რეფორმატორები მას თავს არიდებდნენ.

      იოჰანეს კამპანესის წიგნი „განახლება“

      იოჰანეს კამპანესმა თავის წიგნში „განახლება“ ეჭვქვეშ დააყენა სამების მოძღვრება

      რეფორმატორები განსაკუთრებით გააღიზიანა კამპანესის შეხედულებამ მამის, ძისა და წმინდა სულის შესახებ. 1532 წელს გამოქვეყნებულ თავის წიგნში „განახლება“ კამპანესი ამტკიცებდა, რომ იესო და მამა ორი, ერთმანეთისგან ცალკე მდგომი პიროვნება იყო. მამა და ძე მხოლოდ იმ გაგებით არიან „ერთნი“, როგორც ცოლ-ქმარია გაერთიანებული „ერთ ხორცად“, თუმცა ორი სხვადასხვა პიროვნებაა (იოანე 10:30; მათე 19:5). კამპანესი განმარტავდა, რომ საღვთო წერილებში მსგავსი მაგალითი იყო მოყვანილი იმის საჩვენებლად, რომ მამა უპირატესობს ძეზე: „ყოველი კაცის თავი ქრისტეა, ქალის თავი კაცია, ქრისტეს თავი კი ღმერთია“ (1 კორინთელები 11:3).

      რას ამბობდა ის სულიწმიდის შესახებ? კამპანესი ამ შემთხვევაშიც ბიბლიას ეყრდნობოდა და წერდა: „არც ერთი მუხლი არ უჭერს მხარს იმ აზრს, რომ სულიწმიდა მესამე პიროვნებაა . . . ღვთის სული არის მოქმედი, ამგვარად, ღმერთი თავისი სულის ძალითა და მოქმედებით ამზადებს და ახორციელებს ყველა თავის ჩანაფიქრს“ (დაბადება 1:2).

      ლუთერი კამპანესს ღვთისმგმობელსა და ღვთის ძის მტერს უწოდებდა. ერთმა რეფორმატორმა მისი სიკვდილის დასჯაც კი მოითხოვა, მაგრამ კამპანესი ამას არ შეუშინებია. წიგნში „რადიკალური რეფორმაცია“ აღნიშნულია: „კამპანესი ღრმად იყო დარწმუნებული, რომ ეკლესიას ძირს უთხრიდა ის ფაქტი, რომ დაკარგული იყო ღვთაებრიობის თავდაპირველი — ბიბლიური და მოციქულებისეული გაგება“.

      კამპანესის მიზანი არასოდეს ყოფილა რელიგიური ჯგუფის ჩამოყალიბება. ის უშედეგოდ ეძებდა ჭეშმარიტებას, როგორც თავადვე თქვა, „სექტებსა და ერეტიკოსებს შორის“. ის იმედოვნებდა, რომ კათოლიკური ეკლესია კვლავ აღადგენდა ჭეშმარიტ ქრისტიანულ სწავლებებს. მაგრამ მალე სამღვდელოებამ კამპანესი დააპატიმრა და მან ციხეში 20 წელზე მეტი გაატარა. ისტორიკოსების მოსაზრებით, ის დაახლოებით 1575 წელს გარდაიცვალა.

  • მე-16 საუკუნის ჭეშმარიტების მაძიებლები — რა აღმოაჩინეს მათ?
    საგუშაგო კოშკი — 2014 | 1 ივნისი
ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება