-
მე-16 საუკუნის ჭეშმარიტების მაძიებლები — რა აღმოაჩინეს მათ?საგუშაგო კოშკი — 2014 | 1 ივნისი
-
-
„დაე, მუდამ ბიბლია . . . იყოს ჩვენთვის ავტორიტეტი“
ახალგაზრდა ვოლფგანგ ფაბლიციუს კაპიტოს, მტკიცე რელიგიური შეხედულებები ჰქონდა. ის სწავლობდა მედიცინას, კანონმდებლობას და თეოლოგიას; 1512 წელს ის მღვდელი გახდა, მოგვიანებით კი ქალაქ მაინცში არქიეპისკოპოსის თანაშემწედ მსახურობდა.
თავიდან კაპიტო ცდილობდა, ხელი შეეშალა რეფორმატორებისთვის, რომლებიც კათოლიკური სწავლებების საწინააღმდეგო ცნობას ქადაგებდნენ. მაგრამ, მალე უკვე თავად უჭერდა მხარს რეფორმას. რას აკეთებდა ის? როდესაც სხვადასხვა სწავლებას აწყდებოდა, კაპიტოს სწამდა, რომ „საუკეთესო წყარო სწავლებების ჭეშმარიტების დასადგენად, ბიბლია გახლდათ, ვინაიდან მხოლოდ ის იყო უტყუარი“, — წერდა ისტორიკოსი ჯეიმზ კიტელსონი. კაპიტომ დაასკვნა, რომ ეკლესიის ისეთ სწავლებებს, როგორიცაა: ტრანსუბსტანცია და წმინდანების თაყვანისცემა, არ ჰქონდა ბიბლიური საფუძველი (იხილეთ ჩარჩო „ნამდვილად ასე თუ არისო“). 1523 წელს კაპიტომ დატოვა საპატიო თანამდებობა და დასახლდა ქალაქ სტრასბურგში, რომელიც იმ ხანად რელიგიური რეფორმის ცენტრად ითვლებოდა.
სტრასბურგში კაპიტოს სახლი რელიგიური დისიდენტების თავშეყრის ადგილად იქცა, სადაც უდავოა, რელიგიურ საკითხებსა და ბიბლიურ სწავლებებზე მსჯელობდნენ. მაშინ როცა, ზოგი რეფორმატორი ჯერ კიდევ მხარს უჭერდა სამების სწავლებას, კაპიტო თავის ნაშრომებში „არაფერს ამბობდა სამების შესახებ“, — ნათქვამია წიგნში „რადიკალური რეფორმაცია“. რატომ დუმდა კაპიტო? როგორც ჩანს, მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ესპანელმა თეოლოგმა მიგელ სერვეტმა, რომელმაც სამების მოძღვრება ბიბლიური მუხლებით გააბათილა.b
სამების უარყოფას შესაძლოა ფატალური შედეგები მოჰყოლოდა, ამიტომ კაპიტო ფრთხილობდა, რომ თავისი აზრები ხმამაღლა არ გაეცხადებინა. თუმცა მისი ნაშრომებიდან ჩანს, რომ სამების მოძღვრებას ის ჯერ კიდევ სერვეტის გაცნობამდე აყენებდა ეჭვქვეშ. ერთმა კათოლიკე მღვდელმა მოგვიანებით დაწერა, რომ კაპიტო და მისი თანამოაზრეები „ერთმანეთში მსჯელობდნენ ხოლმე რელიგიის ყველაზე დიდ საიდუმლოებებზე [და] უარყოფდნენ წმინდა სამებას“. ერთი საუკუნის შემდეგ კაპიტო პირველი შევიდა იმ ცნობილი ადამიანების სიაში, რომლებიც სამების წინააღმდეგ ილაშქრებდნენ.
ვოლფგანგ კაპიტოს სწამდა, რომ ეკლესიის ყველაზე დიდი შეცდომა „საღვთო წერილების უარყოფა გახლდათ“
კაპიტოს სჯეროდა, რომ ჭეშმარიტების ერთადერთი წყარო ბიბლია იყო. ის ამბობდა: „დაე მხოლოდ ბიბლია და ქრისტეს კანონი იყოს ჩვენი გზამკვლევი ღვთისმეტყველებაში“. ჯეიმზ კიტელსონი წერდა: „კაპიტო ირწმუნებოდა, რომ თეოლოგების ყველაზე დიდი შეცდომა საღვთო წერილების უარყოფა გახლდათ“.
-