საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ორთაბრძოლაში მეფეები იცვლებიან
    ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
    • 25 კარლოს დიდის მემკვიდრეებმა იმპერიის მართვა ვერ შეძლეს. გარკვეული დროის მანძილზე იმპერატორის ტახტი თავისუფალიც კი იყო. ამ პერიოდში იტალიის ჩრდილოეთი და ცენტრალური ნაწილი გერმანელ მეფე ოტო I-ს ჰქონდა ხელში ჩაგდებული. მან თავი იტალიის მეფედ გამოაცხადა. ახ. წ. 962 წლის 2 თებერვალს პაპმა იოანე XII-მ ოტო I „საღვთო რომის იმპერიის“ იმპერატორად აკურთხა. იმპერიის დედაქალაქი გერმანიაში იყო და მისი იმპერატორები, ისევე როგორც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, გერმანელები იყვნენ. ხუთი საუკუნის შემდეგ იმპერატორის ტიტული ავსტრიელი ჰაბსბურგების დინასტიამ მოიპოვა და „საღვთო რომის იმპერიის“ არსებობის მანძილზე ფლობდა მას.

      ახალი მეფეების გამოჩენა

      26. ა) როგორ დაიშალა „საღვთო რომის იმპერია“? ბ) რომელი იმპერია გახდა ჩრდილოეთის მეფე?

      26 ნაპოლეონ I-მა სასიკვდილო დარტყმა მიაყენა „საღვთო რომის იმპერიას“, როდესაც 1805 წელს გერმანიაში მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ სახელმწიფოდ არ სცნო ის. იმპერატორი ფრანც II 1806 წლის 6 აგვისტოს იძულებული გახდა, უარი ეთქვა რომის იმპერატორის ტიტულზე და ავსტრიის იმპერატორის ტიტულით დაკმაყოფილებულიყო. რომის პაპი ლეო III-ისა და ფრანკთა მეფე კარლოს დიდის მიერ შექმნილი „საღვთო რომის იმპერია“ 1 006 წლის შემდეგ დაიშალა. 1870 წელს რომი ვატიკანისგან დამოუკიდებელი იტალიის დედაქალაქი გახდა. მომდევნო წელს შეიქმნა გერმანიის იმპერია, რომელსაც კეისრად წოდებული ვილჰელმ I ჩაუდგა სათავეში. ამგვარად, საერთაშორისო არენაზე გამოჩნდა ჩრდილოეთის თანამედროვე მეფე — გერმანია.

  • ორთაბრძოლაში მეფეები იცვლებიან
    ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
    • [სურათები 245 გვერდზე]

      1. კარლოს დიდი; 2. ნაპოლეონ I; 3. ვილჰელმ I; 4. გერმანელი ჯარისკაცები, პირველი მსოფლიო ომი.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება