საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ბაბილონის აღსასრულით გამოწვეული გლოვა და სიხარული
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • 15. რის საფუძველზე აღმოჩნდა ნაცისტური გერმანიის კათოლიკური ეკლესია დამნაშავე სისხლის ღვრაში?

      15 თავის წიგნში „კათოლიკური ეკლესია და ნაცისტური გერმანია“ გიუნთერ ლევი წერს: „როცა ბავარიაში იეჰოვას მოწმეებს დევნიდნენ, [1933 წლის] 13 აპრილს ეკლესია დათანხმდა, შეესრულებინა განათლებისა და რელიგიის სამინისტროს დავალება და დაესმინა ამ სექტის ნებისმიერი წევრი, რომელიც უარს არ იტყოდა აკრძალულ რელიგიაზე“.

  • ბაბილონის აღსასრულით გამოწვეული გლოვა და სიხარული
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • [ჩარჩო 270 გვერდზე]

      კომპრომისის საფასური

      გიუნთერ ლევი თავის წიგნში „კათოლიკური ეკლესია და ნაცისტური გერმანია“ აღნიშნავს: „ნაცისტური რეჟიმისთვის გერმანიის კათოლიკურ ეკლესიას თავიდანვე მტკიცე წინააღმდეგობა რომ გაეწია, მსოფლიო ისტორია ალბათ სხვაგვარად განვითარდებოდა. საბოლოოდ ამ წინააღმდეგობას შეიძლება ჰიტლერი ვერ შეეჩერებინა და ვერც მისი მრავალი დანაშაული აერიდებინა თავიდან, მაგრამ ეკლესია კარგ სახელს მაინც დაიმკვიდრებდა. უდავოა, რომ ამ წინააღმდეგობას დიდი მსხვერპლი მოჰყვებოდა, მაგრამ ეს ღირსეულ მიზანს მაინც მოემსახურებოდა. ჰიტლერს თავისი ჯარის იმედი რომ არ ჰქონოდა, შესაძლოა ვერასდროს გაებედა ომის წამოწყება, რისი წყალობითაც მილიონობით ადამიანი გადაურჩებოდა სიკვდილს. . . როცა ათასობით გერმანელი ანტინაცისტი ჰიტლერის საკონცენტრაციო ბანაკებში წამებით მოკლეს, როცა პოლონეთის ინტელიგენცია დახოცეს, როცა ასიათასობით რუსი დაიღუპა, რადგან მათ მხოლოდ სლავური წარმოშობის „უნტერმენშენად“ [არასრულფასოვან ადამიანად] მიიჩნევდნენ, და როცა 6 მილიონი ადამიანი მოკლეს მათი „არაარიული“ წარმოშობის გამო, გერმანიის კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლები მხარს უჭერდნენ ისეთ რეჟიმს, რომელსაც ამგვარ სისასტიკეში ედებოდა ბრალი. რომის პაპი, რომის კათოლიკური ეკლესიის სულიერი წინამძღოლი და უზენაესი მოძღვარი კი დუმდა“ (გვერდები 320, 341).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება