ყოფილი მოსამართლე იხდის ბოდიშს — 45 წლის შემდეგ
ბერლინის სასამართლო დარბაზში 1995 წლის აგვისტოს თვეში, უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ სინანული გამოთქვა იეჰოვას ერთ-ერთი მოწმის მიმართ იმ შეცდომის გამო, რაც ჩაიდინა 45 წლის წინათ.
გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის (გდრ) უზენაესმა სასამართლომ 1950 წლის ოქტომბერში იეჰოვას ცხრა მოწმე ანტისახელმწიფოებრივი აგიტაციისა და ჯაშუშობის ბრალდებით დამნაშავედ გამოაცხადა. ორს მიესაჯა სამუდამო ტუსაღობა, დანარჩენ შვიდს, მათ შორის 22 წლის ლოთარ ჰორნიგს, მოცემულ ფოტოზე მარჯვნიდან მეოთხე ბრალდებულს, დიდი ხნით თავისუფლების აღკვეთა.
ორმოცი წლის შემდეგ გდრ გახდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაწილი. ოფიციალურმა პირებმა გამოიძიეს ზოგიერთი უსამართლობა, რომელიც ჩადენილ იქნა ყოფილ გდრ-ში და მართლმსაჯულების წინაშე წარადგინეს პასუხისმგებელი პირები. ამ საქმიდან ერთ-ერთი იყო უზენაეს სასამართლოში 1950 წელს მოწმეების გასამართლების საქმე.
ა. ტ. რომელიც ახლა 80 წლისაა, იყო ერთ-ერთი იმ სამიდან, რომლებმაც განაჩენი გამოიტანეს იეჰოვას ცხრა მოწმის სასამართლო პროცესზე. ახლა კი მართლმსაჯულების შეცდომაში შეყვანის ბრალდებით თავად წარსდგა ბერლინის რეგიონალური სასამართლოს წინაშე, რომ აეხსნა საკუთარი პრინციპი.
ყოფილმა მოსამართლემ სასამართლოზე აღნიშნა, რომ განაჩენის გამოტანა მოხდა ნაფიც მსაჯულთა მიერ 45 წლის წინათ, მიუხედავად იმისა, რომ პირადად მას არ სურდა ასეთი მკაცრი განაჩენის გამოტანა. მაგრამ ახლანდელმა შემთხვევამ აიძულა ყოფილი მოსამართლე, რომ კვლავ დაფიქრებულიყო. რატომ? იეჰოვას მოწმეებს სდევნიდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს, რადგან მხარს არ უჭერდნენ ჰიტლერს. ომის შემდეგ, კომუნისტური რეჟიმის დროს, იეჰოვას მოწმეებს კვლავ სდევნიდნენ. ახლანდელმა შემთხვევამ გამოიწვია მოსამართლის „ღრმად დამწუხრება“.
ლოთარ ჰორნიგმა სასამართლოში განაცხადა, რომ ხუთ-ნახევარი წელი გაატარა სამარტოო ტუსაღობის საკანში და 1959 წლამდე არ გათავისუფლებულა ბრანდერბურგის ციხიდან. როდესაც უსმენდა ჰორნიგის სიტყვებს, ყოფილ მოსამართლეს ცრემლები წასკდა თვალებიდან. „ძალიან გთხოვ, მაპატიე, — ამოიქვითინა მან, — გემუდარები, მომიტევე“. ჰორნიგმა აპატია მას (შეადარე ლუკა 23:34).
[საავტორო უფლება 32 გვერდზე]
Neue Berliner Illustrierte