-
დააფასეთ ქორწინება — ღვთის ძღვენი!საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 იანვარი
-
-
დააფასეთ ქორწინება — ღვთის ძღვენი!
„ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება ცოლს და ერთი ხორცი იქნებიან“ (დაბ. 2:24).
1. რატომ იმსახურებს იეჰოვა ჩვენს პატივისცემას?
იეჰოვა ღმერთი, რომელმაც ქორწინებას მისცა დასაბამი, ნამდვილად იმსახურებს ჩვენს პატივისცემას. ბიბლიაში ჩვენი შემოქმედის, უზენაესი უფლისა და ზეციერი მამის შესახებ მართებულადაა ნათქვამი, რომ მისგან ვიღებთ „ყოველ კარგ ძღვენსა და ყოველ სრულყოფილ საბოძვარს“ (იაკ. 1:17; გამოცხ. 4:11). ეს მის დიდ სიყვარულზე მეტყველებს (1 იოან. 4:8). ყველაფერი, რასაც ის გვასწავლის, რასაც ჩვენგან ითხოვს და რასაც ჩვენთვის აკეთებს, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს კეთილდღეობას ემსახურება (ეს. 48:17).
2. რა მითითებები მისცა იეჰოვამ პირველ წყვილს?
2 ბიბლიაში ნათქვამია, რომ ქორწინება ღვთის ერთ-ერთი „კარგი ძღვენია“ (რუთ. 1:9; 2:12). როდესაც მან პირველი წყვილი, ადამი და ევა შეაუღლა, კონკრეტული მითითებები მისცა, რაც დაეხმარებოდათ, ბედნიერი ოჯახი ჰქონოდათ (წაიკითხეთ მათეს 19:4—6 ). თუ ისინი მიჰყვებოდნენ ღვთის მითითებებს, უსასრულოდ ბედნიერები იქნებოდნენ. მაგრამ ადამი და ევა უგუნურად მოიქცნენ, არ დაემორჩილნენ ღმერთს და მწარე შედეგებიც იწვნიეს (დაბ. 3:6—13, 16—19, 23).
3, 4. ა) როგორი დამოკიდებულება აქვს დღეს ბევრს ქორწინებაზე და როგორ ავლენენ ისინი ამით იეჰოვასადმი უპატივცემულობას? ბ) რა მაგალითებს განვიხილავთ ამ სტატიაში?
3 ადამისა და ევას მსგავსად, დღეს ბევრი დაქორწინებული წყვილი ისე იღებს გადაწყვეტილებებს, რომ იეჰოვას მითითებებს არ ითვალისწინებს. ზოგი ცხოვრობს საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან, მაგრამ გაფიქრებაც არ უნდა, რომ მასზე დაქორწინდეს, ზოგი კი თავად ადგენს ქორწინების ნორმებს და ისეთ გადაწყვეტილებას იღებს, რაც მის ავხორც სურვილებს დააკმაყოფილებს (რომ. 1:24—32; 2 ტიმ. 3:1—5). ისინი უარყოფენ იმ ფაქტს, რომ ქორწინება ღვთის ძღვენია, და ვინც ამ ძღვენს არაფრად აგდებს, ის ქორწინების დამფუძნებლის, იეჰოვა ღმერთის მიმართაც ავლენს უპატივცემულობას.
-
-
დააფასეთ ქორწინება — ღვთის ძღვენი!საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 იანვარი
-
-
კვლავაც დააფასეთ ღვთის ძღვენი!
19. რატომ გვიბოძა ღმერთმა ქორწინების ძღვენი?
19 ბევრისთვის დღეს მთავარია პირადი ბედნიერება. მაგრამ იეჰოვას მსახურები ასე არ ფიქრობენ. მათ იციან, რომ ქორწინება, რომელსაც ღმერთმა მისცა დასაბამი, ძღვენია; სწორედ ამ ძღვნის მეშვეობით უნდა განეხორციელებინა ღმერთს თავისი განზრახვა (დაბ. 1:26—28). ადამსა და ევას რომ დაეფასებინათ ეს ძღვენი, მთელი დედამიწა გადაიქცეოდა სამოთხედ, რომელიც ღვთის მართალი და ბედნიერი მსახურებით აივსებოდა.
20, 21. ა) რატომ უნდა ვუყუროთ ქორწინებას, როგორც წმინდა კავშირს? ბ) კიდევ რა ძღვენზე ვისაუბრებთ შემდეგ სტატიაში?
20 რაც ყველაზე მთავარია, ქორწინება ღვთის მსახურებისთვის ერთ-ერთი საშუალებაა, რითაც მათ შეუძლიათ იეჰოვას განდიდება (წაიკითხეთ 1 კორინთელების 10:31 ). როგორც დავინახეთ, თუ ვავლენთ ერთგულებას, ერთსულოვნებას და ღმერთს პირველ ადგილზე ვაყენებთ, გულს ვუხარებთ იეჰოვას, ეს კი განამტკიცებს ქორწინებას. ასე რომ, იმის მიუხედავად, დაქორწინებას ვაპირებთ თუ დანგრევის პირას მისული ოჯახის გადარჩენას ვცდილობთ, ქორწინებას უნდა ვუყუროთ, როგორც ღვთის მიერ დაფუძნებულ წმინდა კავშირს. თუ ამ აზრით ვიცხოვრებთ, ღვთის სიტყვის საფუძველზე ყოველთვის საუკეთესო გადაწყვეტილებებს მივიღებთ. ამგვარად, ჩვენ არა მხოლოდ ქორწინების ძღვენს დავაფასებთ, არამედ იეჰოვა ღმერთის მიმართაც გამოვავლენთ პატივისცემას, რომელმაც ეს ძღვენი გვიბოძა.
-