საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ღვთისმოსაწონი მსხვერპლშესაწირავები
    საგუშაგო კოშკი — 2000 | 15 აგვისტო
    • 11. რომელი ორი სახის შესაწირავი მიჰქონდა ისრაელ მღვდელმთავარს სამსხვერპლოზე და რა მიზნით?

      11 „ყოველი მღვდელმთავარი დაყენებულია ძღვენისა და მსხვერპლის შესაწირავად“, — ამბობს მოციქული პავლე (ებრაელთა 8:3). შენიშნეთ, ძველი ისრაელის მღვდელმთავრის მიერ აღვლენილ შესაწირავს პავლე ორ ჯგუფად ყოფს, კერძოდ კი, „ძღვნად“ და „მსხვერპლად“, ანუ „მსხვერპლად ცოდვებისთვის“ (ებრაელთა 5:1). ადამიანები, ჩვეულებრივ, ძღვნით ანუ საჩუქრით სიყვარულსა და მადლიერებას გამოხატავენ; აგრეთვე ანვითარებენ მეგობრობას, მოიპოვებენ კეთილგანწყობილებას და იმსახურებენ მოწონებას (დაბადება 32:20; იგავნი 18:16). მსგავსად ამისა, რჯულის თანახმად საჭირო მრავალი აღსავლენი ღვთისთვის მირთმეულ „ძღვნად“ ითვლებოდა, რათა მის თვალში მოწონება და კეთილგანწყობილება დაემსახურებინათb.

  • ღვთისმოსაწონი მსხვერპლშესაწირავები
    საგუშაგო კოშკი — 2000 | 15 აგვისტო
    • 13. აღწერეთ შესაწირავები, რომლებსაც საკუთარი სურვილისამებრ, ძღვნად სწირავდნენ ღმერთს.

      13 იმ მსხვერპლშესაწირავთა შორის, რომლებსაც საკუთარი სურვილისამებრ, ძღვნად ან ღმერთთან მისაახლოებლად და მისი კეთილგანწყობილების მოსაპოვებლად სწირავდნენ, იყო ყოვლადდასაწველი, პურის და საზიარო შესაწირავები. ზოგი სწავლულის აზრით, ებრაული გამოთქმა, რომელიც „ყოვლადდასაწველად“ ითარგმნა „აღსავლენ შესაწირავს“ ანუ „აღსავლენ მსხვერპლს“ ნიშნავს. ეს მნიშვნელობა მართებულია, რადგან ყოვლადდასაწველი მსხვერპლის შეწირვისას დაკლული ცხოველი სამსხვერპლოზე იწვებოდა და კეთილსურნელებად ანუ საამო სურნელებად ადიოდა ღმერთთან ზეცაში. ყოვლადდასაწველი შესაწირავის განსაკუთრებული თავისებურება ის იყო, რომ სამსხვერპლოს ირგვლივ სისხლის სხურების შემდეგ ცხოველს მთლიანად სწირავდნენ ღმერთს. მღვდლები სწირავდნენ „ყოვლად დასაწველ, ცეცხლზე დასაწველ მსხვერპლს, სასიამოვნო სუნად უფლისათვის“ (ვაიკრა 1:3, 4, 9, „თორა“, [ლევიანნი 1:3, 4, 9]; დაბადება 8:21).

      14. როგორ სწირავდნენ პურის შესაწირავს?

      14 პურის შესაწირავი ლევიანნის მე-2 თავშია აღწერილი. ეს იყო ნებაყოფლობითი შესაწირავი, რომელსაც საუკეთესო ხარისხის ფქვილი შეადგენდა; ამ ფქვილზე კი, ჩვეულებრივ, ზეთი იყო მოსხმული და ზედ გუნდრუკი ჰქონდა დადებული. „აიღოს იქიდან სავსე პეშვი წმინდა პურის ფქვილი და ზეთი მთელ მის გუნდრუკთან ერთად, და აკმიოს მოძღვარმა [მღვდელმა] მისი მოსახსენიებელი ნაწილი სამსხვერპლოს, — ცეცხლზე დასაწველი მსხვერპლი, სასიამოვნო სუნი უფლისათვის“ (ვაიკრა 2:2, „თორა“, [ლევიანნი 2:2]). გუნდრუკი წმინდა საკმევლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო, რომელიც კარვისა და ტაძრის სამსხვერპლოზე იწვებოდა (გამოსვლა 30:34—36). მეფე დავითს ეს ჰქონდა, ალბათ, მხედველობაში, როდესაც თქვა: „წარიმართოს ჩემი ლოცვა საკმევლად შენს წინაშე, ხელთა აღპყრობა — შესაწირავად მწუხრის ჟამისა“ (ფსალმუნი 140:2).

      15. რა დანიშნულება ჰქონდა საზიარო შესაწირავს?

      15 საზიარო შესაწირავი იყო კიდევ ერთი ნებაყოფლობით გაღებული შესაწირავი, რომელიც ლევიანნის მე-3 თავშია აღწერილი. მისი სახელი „სამშვიდობო შესაწირავადაც“ ითარგმნება. ებრაული სიტყვა „მშვიდობა“ ომის ან არეულობის არარსებობაზე უფრო მეტის მომცველია. „ბიბლიაში ის მიუთითებს, როგორც ამაზე [ომის ან არეულობის არარსებობაზე], ისე ღმერთთან მშვიდობიან ურთიერთობაზე, კეთილდღეობაზე, სიხარულსა და ბედნიერებაზე“, — აღნიშნავს ერთ-ერთი წიგნი (Studies in the Mosaic Institutions). ამგვარად, საზიარო შესაწირავები იწირებოდა არა ღმერთთან მშვიდობის უზრუნველსაყოფად, თითქოს მისი გულის მოგება ყოფილიყო საჭირო, არამედ ამით გამოიხატებოდა მადლიერება ან სიხარული, რომელიც ღმერთთან მშვიდობიანი ურთიერთობით კურთხევის გამო ჰქონდათ მათ, ვინც ღვთის თვალში მოწონებით სარგებლობდა. მღვდლები და შემწირველები სისხლისა და ქონის იეჰოვასათვის შეწირვის შემდეგ თვითონაც იზიარებდნენ შესაწირავს (ლევიანნი 3:17; 7:16—21; 19:5—8). შემწირველი, მღვდლები და იეჰოვა ღმერთი შესანიშნავი და სიმბოლური სახით იზიარებდნენ საჭმელს, რაც მათ შორის არსებული მშვიდობიანი ურთიერთობის გამომხატველი იყო.

  • ღვთისმოსაწონი მსხვერპლშესაწირავები
    საგუშაგო კოშკი — 2000 | 15 აგვისტო
    • b ებრაული სიტყვა, რომელიც ხშირად „შესაწირავად“ ითარგმნება, არის „კორბან“. იესოს მიერ უპატიოსნო მწიგნობრებისა და ფარისევლების განსჯის შემთხვევის ჩაწერისას მარკოზმა განმარტა, რომ „კორბან“ ნიშნავს „ძღვენი (ღმერთს)“ (მარკოზი 7:11).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება