-
იცნობთ შაფანსა და მის ოჯახს?საგუშაგო კოშკი — 2002 | 15 დეკემბერი
-
-
ტაძრის შეკეთებისას „რჯულის წიგნი“ იპოვეს, რომელიც შაფანმა „წაუკითხა მეფეს“. წაკითხულმა იოშიას თავზარი დასცა, ამიტომ მან თავისი სანდო ხალხი გაგზავნა წინასწარმეტყველ ქალთან, ხულდასთან, რათა იეჰოვასთვის წიგნში ჩაწერილის თაობაზე გამოეკითხა. მეფე რომ ენდობოდა შაფანსა და მის ძეს, ახიკამს, იქიდან ჩანს, რომ ისინიც წარგზავნილთა შორის იყვნენ (მეოთხე მეფეთა 22:8—14; მეორე ნეშტთა 34:14—22).
-
-
იცნობთ შაფანსა და მის ოჯახს?საგუშაგო კოშკი — 2002 | 15 დეკემბერი
-
-
ახიკამი და გედალია
თუ ყურადღება მიაქციეთ, შაფანის ძე, ახიკამი, პირველია მოხსენიებული იმ წარგზავნილთა შორის, რომლებიც წინასწარმეტყველ ხულდასთან მივიდნენ. ერთ ცნობარში ნათქვამია: „მართალია ებრაულ ბიბლიაში მოხსენიებული არ არის ახიკამის ტიტული, მაგრამ აშკარაა, რომ მას მაღალი თანამდებობა ეკავა“.
ამ შემთხვევიდან 15 წლის შემდეგ, იერემიას სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა. როდესაც იერემიამ ხალხი გააფრთხილა, რომ იეჰოვა იერუსალიმის განადგურებას აპირებდა, „შეიპყრეს იგი მღვდლებმა და წინასწარმეტყველებმა, მთელმა ხალხმა ყვირილით: მოსაკლავი ხარ!“. რა მოხდა ამის შემდეგ? ბიბლიაში ვკითხულობთ: „იერემიას ახიკამ შაფანის ძის ხელი იფარავდა, რომ ხალხის ხელში არ ჩავარდნილიყო და არ მოეკლათ“ (იერემია 26:1—24). რის მაჩვენებელია ეს? ერთ–ერთ ნაშრომში ნათქვამია: „ეს შემთხვევა არა მარტო იმას ადასტურებს, რომ ახიკამი გავლენით სარგებლობდა, არამედ იმის მაჩვენებელიცაა, რომ შაფანის ოჯახის სხვა წევრების მსგავსად, ისიც კეთილგანწყობილი იყო იერემიას მიმართ“ (The Anchor Bible Dictionary).
-