-
იეჰოვასთვის მსახურებაში გატარებული მდიდარი ცხოვრებასაგუშაგო კოშკი — 2001 | 1 ნოემბერი
-
-
სკოლა „გალაადის“ დაარსებამდე სამი ბეთელელი დაგვნიშნეს, რომ შეერთებულ შტატებში არსებული კრებები მოგვენახულებინა. კრებებში ვრჩებოდით ერთი ან რამდენიმე დღე, ან კიდევ მთელი კვირა, რომ ისინი სულიერად გაგვეძლიერებინა. მაშინ ჩვენ ძმების მსახურებს გვეძახდნენ, ეს სახელწოდება მოგვიანებით სარაიონო მსახურად, ანუ სარაიონო ზედამხედველად შეიცვალა. მაგრამ სკოლა „გალაადის“ დაარსებიდან სულ რაღაც მოკლე ხანში, შემომთავაზეს, დავბრუნებულიყავი და ზოგიერთი საგანი მესწავლებინა. მეორედან მეხუთე კლასების რეგულარული ინსტრუქტორი ვიყავი და მეთოთხმეტე კლასის მუდმივი ინსტრუქტორიც შევცვალე. ის, რომ საშუალება მქონდა, სტუდენტებთან განმეხილა იეჰოვას ორგანიზაციის თანამედროვე ისტორიის ადრეული მოვლენები — რომელთაგანაც უმრავლესობა საკუთარი გამოცდილებიდან შემეძლო მომეთხრო — უფრო მეტი მადლიერების გრძნობას მიღვივებს ჩემი მდიდარი სულიერი მემკვიდრეობისადმი.
-
-
იეჰოვასთვის მსახურებაში გატარებული მდიდარი ცხოვრებასაგუშაგო კოშკი — 2001 | 1 ნოემბერი
-
-
[სურათები 23 გვერდზე]
1945 წელს სკოლა „გალაადში“ ინსტრუქტორად ყოფნის დროს.
ზემოთ მარჯვნივ: სკოლა „გალაადის“ ინსტრუქტორები: ედუარდო კელერი, ფრედ ფრენცი, მე და ალბერტ შრედერი.
-