-
მიიღეთ მადლიერებით, გაეცით მთელი გულითსაგუშაგო კოშკი — 2009 | 15 ივლისი
-
-
ხელი შევუწყოთ კრების კეთილდღეობას
ქრისტიანული კრება რომ მრავალი სახით გვეხმარება, ამას ყველა ვგრძნობთ. კრების მეშვეობით იეჰოვა უხვ სულიერ საზრდოს გვაწვდის. ღმერთმა ჭეშმარიტება გაგვაგებინა და გაგვათავისუფლა სულიერი სიბნელიდან (იოან. 8:32). „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ ორგანიზებულ კრების შეხვედრებსა და კონგრესებზე ვიღებთ ცოდნას, რომელიც დაგვეხმარება, მარადიულად ვიცხოვროთ დედამიწაზე ტკივილისა და ტანჯვის გარეშე (მათ. 24:45—47). შეგიძლიათ დათვალოთ ის კურთხევები, რომლებსაც იღებთ და მიიღებთ ღვთის კრების მეშვეობით? რით შეგიძლია პირადად შენ „გადაუხადო“ კრებას?
მოციქული პავლე წერდა: „მთელი სხეული, თანაზომიერად შეერთებული და თანამშრომლობისკენ აღძრული საჭირო სახსრების მეშვეობით, თითოეული ნაწილის თავისი ზომით მოქმედების შესაბამისად იზრდება, რათა საკუთარი თავი აღაშენოს სიყვარულში“ (ეფეს. 4:15, 16). მართალია, ეს მუხლი ცხებულ ქრისტიანებს ეხება, მაგრამ მასში ჩადებული პრინციპი ყველა ქრისტიანს გამოადგება. კრების თითოეულ წევრს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს კრების ზრდასა და კეთილდღეობაში. მოდი, ვიმსჯელოთ, როგორ.
ყოველთვის ვეცადოთ სხვების გამხნევებას (რომ. 14:19). სხეულის ანუ კრების ზრდას იმ მხრივაც შევუწყობთ ხელს, თუ თანაქრისტიანებთან ურთიერთობისას ღვთის სულის ნაყოფს გამოვავლენთ (გალ. 5:22, 23). გარდა ამისა, უნდა ვეძებოთ შესაძლებლობები, რომ „ყველას სიკეთე გავუკეთოთ, განსაკუთრებით კი მათ, ვინც რწმენით ჩვენიანია“ (გალ. 6:10; ებრ. 13:16). თითოეულ ჩვენგანს — ძმასა თუ დას, დიდსა თუ პატარას — შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ‘კრების სიყვარულით აღშენებაში’.
ჩვენს უნარს, ენერგიასა და სახსრებს იმისთვის ვიყენებთ, რომ მონაწილეობა მივიღოთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმეში, რომელსაც მთელი კრება ასრულებს. იესო ქრისტემ თქვა: „უსასყიდლოდ გაქვთ მიღებული და უსასყიდლოდვე გაეცით“ (მათ. 10:8). ამიტომ მაქსიმალურად უნდა მივიღოთ მონაწილეობა სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგებასა და მოწაფეების მომზადების საქმეში (მათ. 24:14; 28:19, 20). თუ რაიმე პრობლემის გამო ბევრის გაცემა არ შეგიძლიათ, გაიხსენეთ ღარიბი ქვრივი. რაც მან გაიღო, ძალიან ცოტა იყო, მაგრამ იესოს თქმით, მან ყველაზე მეტი გაიღო. ამ ქალმა ის გაიღო, რისი შესაძლებლობაც ჰქონდა (2 კორ. 8:1—5, 12).
-
-
მიიღეთ მადლიერებით, გაეცით მთელი გულითსაგუშაგო კოშკი — 2009 | 15 ივლისი
-
-
[ჩარჩო⁄სურათები 31 გვერდზე]
„რით გადავუხდი იეჰოვას ყოველივე კარგისთვის, რაც ჩემთვის გაუკეთებია?“ (ფსალმ. 116:12)
▪ ეცადეთ, ხელიდან არ გაუშვათ ყველასთვის სიკეთის გაკეთების შესაძლებლობა
▪ ყოველთვის ეცადეთ, გაამხნევოთ სხვები
▪ თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მიიღეთ მონაწილეობა მოწაფეების მომზადების საქმეში
-