საუკეთესო გაიღე იეჰოვასთვის
1 ღვთის ერთ-ერთ კანონში, რომელიც ისრაელს მიეცა, ნათქვამი იყო, რომ შესაწირავი მსხვერპლი „უნაკლო“ უნდა ყოფილიყო. არასრულფასოვანი მსხვერპლის შეწირვა მიუღებელი იყო (ლევ. 22:18—20, აქ; მალ. 1:6—9). გარდა ამისა, შესაწირავიდან მთელი ქონი — საუკეთესო ნაწილი — იეჰოვას ეკუთვნოდა (ლევ. 3:14—16). როგორც ისრაელის მამა და უდიდესი ბატონი, იეჰოვა იმსახურებდა საუკეთესოს.
2 როგორც უძველეს დროს, ღვთისთვის ახლაც არ არის სულერთი გაღებული შესაწირავის ხარისხი. ჩვენმა მსახურებამ უნდა აირეკლოს იეჰოვასადმი საკადრისი პატივისცემა. რა თქმა უნდა, თითოეულის მდგომარეობა განსხვავდება. მაგრამ მაინც ღირს, გულდასმით გადავხედოთ საკუთარ თავს და შევამოწმოთ, ვწირავთ თუ არა იეჰოვას საუკეთესოს (ეფეს. 5:10).
3 მთელი გულით მსახურება. ჩვენი მსახურება — პატივს რომ მიაგებდეს იეჰოვას და ეხებოდეს მსმენელთა გულებს — არ უნდა იყოს ზერელე. ღვთისა და მისი დიდებული განზრახვების შესახებ ლაპარაკისკენ მადლიერებით სავსე გული უნდა აღგვძრავდეს (ფსალმ. 144:7). ეს გვანახვებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, გვქონდეს პირადი შესწავლისა და კითხვის კარგი გეგმა (იგავ. 15:28).
4 იეჰოვასათვის საუკეთესოს გაღება იმასაც ნიშნავს, რომ მივბაძოთ მას ხალხის სიყვარულში (ეფეს. 5:1, 2). ასეთი სიყვარული აღგვძრავს, რაც შეიძლება ბევრ ადამიანამდე მივიტანოთ სიცოცხლის მომცემი ჭეშმარიტების ცნობა (მარ. 6:34). ეს გვიბიძგებს, პირადი ინტერესი გამოვავლინოთ მათ მიმართ, ვისაც ვესაუბრებით, პირველი მონახულების შემდეგ ვიფიქროთ მათზე და მალევე მოვინახულოთ განმეორებით. ეს აგრეთვე იმისკენ აღგვძრავს, რომ დავეხმაროთ მათ სულიერი წარმატებების მიღწევაში (საქ. 20:24; 26:28, 29).
5 „ქების მსხვერპლი“. საუკეთესოს გავცემთ მაშინაც, როდესაც მსახურებაში გულმოდგინებას ვავლენთ. როცა კარგად ვართ ორგანიზებულნი და ყურადღება მსახურებაზე გვაქვს გამახვილებული, საუკეთესო შედეგებს ვაღწევთ (1 ტიმ. 4:10). კარგი მომზადება შესაძლებლობას გვაძლევს, ვისაუბროთ გასაგებად და დამარწმუნებლად. ასეთ შემთხვევაში უფრო მეტად არის მოსალოდნელი დადებითი გამოხმაურება (იგავ. 16:21). როდესაც მონაწილეობას ვიღებთ სასიხარულო ცნობის სხვებისთვის გაზიარებაში, ჩვენს გულწრფელ სიტყვებს ნამდვილად შეიძლება ეწოდოს „ქების მსხვერპლი“ (ებრ. 13:15).