საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ემუქრება დედამიწას განადგურება?
    გამოიღვიძეთ! — 2008 | აგვისტო
    • შეიძლება იმის იმედი გვქონდეს, რომ მსოფლიო მოსახლეობა შეიცვლის ცხოვრების წესს და ისე იცხოვრებს, რომ ჩვენი ლამაზი პლანეტაც გადარჩეს და ჩვენც? თუ გლობალური დათბობის მიზეზი ადამიანთა საქმიანობაა, საჭირო ცვლილებების მოსახდენად შეიძლება მხოლოდ წლები გვაქვს დარჩენილი და არა საუკუნეები. საჭიროა დაუყოვნებელი მოქმედება და დედამიწის პრობლემების ძირითად მიზეზებთან ბრძოლა; ეს მიზეზებია: ადამიანთა სიხარბე, პირად ინტერესებზე ზრუნვა, უცოდინრობა, არაკომპეტენტური მთავრობის მმართველობა და გულგრილობა. შესაძლებელია მსგავსი ცვლილებების მოხდენა თუ ეს მხოლოდ ოცნებაა? თუ დიახ, ვართ უიმედო მდგომარეობაში? ამ კითხვებზე პასუხს მომდევნო სტატია გაგვცემს.

  • ვის ხელშია დედამიწის მომავალი?
    გამოიღვიძეთ! — 2008 | აგვისტო
    • ვის ხელშია დედამიწის მომავალი?

      „გლობალური დათბობა უდიდესი გამოცდის წინაშე გვაყენებს“, — ნათქვამი იყო „ნეშნლ ჯიოგრეფიკის“ 2007 წლის ოქტომბრის ნომერში. ამ ჟურნალის თანახმად, პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა, „როგორც საღად მოაზროვნე ადამიანებმა, სწრაფად და გადაჭრით ვიმოქმედოთ, რასაც მთლიანობაში იშვიათად ვაკეთებთ ხოლმე“.

      გლობალური დათბობის პრობლემის გადასაჭრელად გამოავლენენ ადამიანები საღ აზროვნებას? ამას მრავალი ფაქტორი უშლის ხელს, მაგალითად, აპათია, სიხარბე, უცოდინრობა, ეგოისტური სურვილები, ღარიბ ქვეყნებში გამდიდრებისკენ ლტოლვა და პრინციპი — „საქმე ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაკეთდეს“, რის გამოც მილიონებს არ სურთ რაიმეს შეცვლა, და კვლავაც ელექტროენერგიის დიდი რაოდენობით გამოყენება სურთ.

      ღვთის ძველი დროის წინასწარმეტყველი რეალურად აღწერს, თუ რამდენად შეგვიძლია ჩვენ, ადამიანებს, ეთიკური, სოციალური და მმართველობის პრობლემების გადაჭრა. მან დაწერა: „ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა; მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23). კაცობრიობის ტრაგიკული ისტორია ამ სიტყვების ჭეშმარიტებას ადასტურებს. დღეს, მეცნიერებისა და ტექნიკის მნიშვნელოვანი წინსვლის მიუხედავად, ისეთი საშიშროებების წინაშე ვდგავართ, როგორიც ადრე ვერც კი წარმოედგინათ. აქედან გამომდინარე, რამდენად გვაქვს იმის საფუძველი, რომ უკეთესი მომავლის გვჯეროდეს?

      მართალია, ბევრს ლაპარაკობენ კლიმატის ცვლილებასა და სხვა საზიანო ფაქტორებთან დაკავშირებულ პრობლემებზე, მაგრამ თითქმის არაფერს აკეთებენ. მაგალითად, რა რეაქცია ჰქონდა სახელმწიფოებს, როდესაც 2007 წელს პირველად ჩრდილო-დასავლეთ გასასვლელი მთლიანად გაიხსნა? ამ კითხვაზე პასუხს ჟურნალი „ნიუ საიენტისტი“ გვაძლევს: „ისინი უსირცხვილოდ აცხადებენ, რომ მათ მფლობელობაში შედის ეს საკმაოდ დიდი კონტინენტური შელფი და შეუძლიათ იქიდან მეტი ნავთობისა და აირების მოპოვება“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება