საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g99 7/8 გვ. 28
  • რა ხდება მსოფლიოში

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რა ხდება მსოფლიოში
  • გამოიღვიძეთ! — 1999
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • გიგანტური ხვრელი ანტარქტიკის ოზონის შრეში
  • გლობალური სიცხის წელიწადი
  • საცობი, ეკონომიკა და ბუნება
  • ახლებური „ცივი ომი“
  • მიცვალებულის დაკრძალვა ოჯახებს აღატაკებს
  • მიირთვით ჩინური ჩაი
    გამოიღვიძეთ! — 2005
  • ძაღლის ყნოსვის არაჩვეულებრივი უნარი
    ვინ შექმნა?
  • რა ხდება მსოფლიოში
    გამოიღვიძეთ! — 2005
  • როგორ იქცა ქერქი ბოთლის საცობად? კორპის ისტორია
    გამოიღვიძეთ! — 2011
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 1999
g99 7/8 გვ. 28

რა ხდება მსოფლიოში

გიგანტური ხვრელი ანტარქტიკის ოზონის შრეში

როგორც „კურიერ იუნესკო“ (The UNESCO Courier) იუწყება, ხვრელმა, რომელიც ანტარქტიდის ზემოთ არსებულ ოზონის შრეში ყოველწლიურად ფართოვდება, 1998 წლის სექტემბერში ყველაზე გიგანტურ ზომებს მიაღწია. თანამგზავრიდან გადაღებულმა ფოტოსურათებმა აჩვენა, რომ ხვრელმა თითქმის ორ-ნახევარი ევროპის ტოლი ტერიტორია მოიცვა. სტრატოსფეროში არსებული ოზონის შრე ცოცხალ ორგანიზმებსა და ეკოსისტემას მზის ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან იცავს. ზემოხსენებული ჟურნალის თანახმად, მომეტებული გამოსხივება კიდევ უფრო ზრდის მზით დამწვრობის, კანის კიბოთი და კატარაქტათი დაავადების რისკს. ოზონის შრის რღვევის გამომწვევ უმთავრეს მიზეზად მიიჩნევენ ქლორფტორნახშირბადებს (ფრეონებს), რომლებსაც მაცივებელ აგენტებად ხმარობენ და აეროზოლური ბალონების წარმოებაში იყენებენ. 1987 წელს მონრეალში გამართულ კონფერენციაზე, რომელშიც 165 ქვეყანა მონაწილეობდა, მოილაპარაკეს, რომ მათი წარმოება თანდათანობით შეეწყვიტათ. მიუხედავად ამისა, როგორც „კურიერ იუნესკო“ შენიშნავს, „სულ ცოტა 60 წელი მაინც დასჭირდება იმას, რომ სტრატოსფერო ფრეონებისგან სრულად გაიწმინდოს“.

გლობალური სიცხის წელიწადი

„საიენს ნიუზის“ თანახმად, გასული 1998 წელი ყველაზე თბილი წელიწადი იყო 1860 წლის შემდეგ. ვარაუდობენ, რომ 1961—1990 წლებთან შედარებით დედამიწის საშუალო ზედაპირულმა ტემპერატურამ 0.58°C-ით მოიმატა. „კლიმატოლოგებში, რომლებსაც გრადუსის მეასედით შეცვლილი ტემპერატურაც კი აფიქრიანებთ, გასული წლის უჩვეულო ხვატი უზომო შეშფოთებას იწვევს“, — ვკითხულობთ ჟურნალში. ამავე წყაროში ნათქვამია, რომ შვიდი ყველაზე თბილი წელიწადი 1990 წლის შემდეგ დაფიქსირდა, ხოლო ის ათი წელიწადი, რომელიც მაქსიმალური ტემპერატურით გამოირჩეოდა, 1983 წლის შემდეგ არის რეგისტრირებული. როგორც აშშ-ს ოკეანოლოგიისა და ატმოსფეროს კვლევის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომელმა ჯონათან ოვერპეკმა განაცხადა, შესაძლებელია, რომ უკანასკნელი 1 200 წლის განმავლობაში ბოლო ორი ათწლეული ყველაზე ცხელი იყო. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის თანახმად, მხოლოდ ევროპისა და აზიის ჩრდილოეთი გადაურჩა მომეტებულ სიცხეს. შეერთებული შტატების სამხრეთ რაიონებს აუტანელმა ზაფხულის ხვატმა გადაუარა, ხოლო ცენტრალურ რუსეთში ივნისის პაპანაქებამ 100-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა და მასიური ხანძრები გამოიწვია.

საცობი, ეკონომიკა და ბუნება

მსოფლიოში მოხმარებული საცობის 80%-ს სამხრეთ ესპანეთისა და პორტუგალიის კორპის მუხის ქერქისგან ამზადებენ. ამ საქმით დაკავებული ფერმერები ყოველ ცხრა წელიწადში აცლიან ქერქს თავიანთ „ჯადოსნურ“ ხეებს. კორპის მუხა ერთადერთი ხეა, რომელსაც ამგვარი დამუშავების შემდეგ ქერქის თვითაღდგენის უნარი შესწევს. როგორც მანჩესტერში (ინგლისი) გამომავალი გაზეთი იუწყება, ამ ტრადიციულ საქმიანობას ბოლო ხანებში პლასტმასის ბოთლის საცობის მასობრივმა გამოყენებამ შეუქმნა საფრთხე (Guardian Weekly). თუ კორპის საცობის წარმოება შეწყდება, შესაძლებელია, უფრო შემოსავლიანი კულტურების მოყვანის მიზნით კორპის მუხის მასივები მთლიანად გაჩეხონ. ბუნების თავგამოდებული ქომაგები შიშობენ, რომ თუ ასე მოხდება, ბევრი ფრინველი გამოეთხოვება იმ მშობლიურ ტყეებს, რომლებზედაც მათი სიცოცხლეა დამოკიდებული. „კორპის მუხებზე ფრინველების ორმოცდაორი სახეობაა დამოკიდებული, — ვკითხულობთ გაზეთში, — მათ შორის გადაშენების პირას მყოფი ესპანური ბეგობის არწივი, რომელიც ამ ხეებზე ბუდობს და რომელთაგან მხოლოდ 130 წყვილიღაა შემორჩენილი“.

ახლებური „ცივი ომი“

„მენაყინეები ძალ-ღონეს არ იშურებენ, მაცივრები რომ ყოველთვის სავსე ჰქონდეთ, რადგან სლოვენელები უკვე არანაირ ნაყინზე აღარ ამბობენ უარს“, — ნათქვამია ლიუბლიანაში (სლოვენია) გამომავალ გაზეთში (Delo). ამავე გაზეთის თანახმად, სლოვენელების მადა ნაყინისადმი კიდევ უფრო მატულობს — სულ ახლახან ნაყინის მწარმოებლებმა ნაწარმის წლიურ გასაღებაში 22 პროცენტიანი ზრდა დააფიქსირეს. თუ ასე გაგრძელდა, სლოვენია, სადაც ერთ სულ მოსახლეზე ყოველწლიურად 4,3 ლიტრი ნაყინი მოდის, მალე დასავლეთ ევროპელებს გადააჭარბებს, რომლებიც საშუალოდ 5,5 ლიტრ ნაყინს მიირთმევენ წლიურად. მაგრამ ნაყინის ჭამაში გამართულ ევროპულ შეჯიბრებაში მაინც შვედები ლიდერობენ. ევროპის საბირჟო საინფორმაციო ბიუროს მონაცემებით, ყოველი შვედი საშუალოდ 16 ლიტრ ნაყინს შეექცევა წლის განმავლობაში. მთელი მსოფლიოს მასშტაბით კი ამერიკელები არავის უთმობენ პირველობას. თითოეული მათგანი 20 ლიტრზე მეტ ნაყინსა ჭამს ერთ წელიწადში.

მიცვალებულის დაკრძალვა ოჯახებს აღატაკებს

„ცხოვრება უფრო და უფრო ძნელდება, — ვკითხულობთ ზამბიაში გამომავალ გაზეთში, — მაგრამ . . . რაც დრო გადის სიკვდილი კიდევ უფრო გაცილებით ძვირი ჯდება“ (Times of Zambia). აფრიკის მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ზამბიაშიც, დაკრძალვას ხშირად განგებ აჭიანურებენ, რათა ოჯახის მეგობრებმა და ნათესავებმა შორეული ადგილებიდანაც მოასწრონ ჩამოსვლა და ჭირისუფლებთან ერთად მიიღონ მონაწილეობა იმ სამგლოვიარო რიტუალებში, რომლებიც ერთი კვირა, ან უფრო მეტ ხანს გრძელდება. ხშირად, ყველა ჩამოსულის დაბინავებასა და გამოკვებაზე თავად განსვენებულის ოჯახი ზრუნავს. გარდა ამისა, ისინი ვალდებული არიან, უკან დასაბრუნებელი ფულითაც თავად უზრუნველყონ ხელმოკლე სტუმრები. ასეთი დაკრძალვების შემდეგ განსვენებულის ოჯახი კიდევ უფრო ეფლობა სიღარიბის ჭაობში. „ახლანდელი დაკრძალვები, — ნათქვამია ამავე გაზეთში, — იმიტომ [არის] გაცილებით მეტ ხარჯებთან დაკავშირებული, რომ დაკრძალვაზე დამსწრეთა დიდი ნაწილი ოჯახს საერთოდ არ უწევს დახმარებას“. გაზეთი ხალხს ურჩევს, რომ გარდაცვალების შემდეგ დაკრძალვები აღარ დააყოვნონ, რათა ისედაც მგლოვიარე ოჯახს ზედმეტი ტვირთი შეუმსუბუქონ.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება