საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • უფრო განდიდებული იეჰოვას სახლი
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 1 იანვარი
    • 9. როგორ სრულდება დღეს რომაელთა 10:13, 18?

      9 საგუშაგო კოშკის საზოგადოების პუბლიკაციები 1996 წლის განმავლობაში, მართლაც, დედამიწის კიდით-კიდემდე განადიდებდა იეჰოვას სახელსა და განზრახვებს. ეს სწორედ ისე ხდება, როგორც მოციქულმა პავლემ იწინასწარმეტყველა. იოველის წინასწარმეტყველებისა და მე-18 ფსალმუნის ციტირებით მან დაწერა: „რადგან ყოველი, ვინც უფლის სახელს მოუხმობს, გადარჩება. მაგრამ ვამბობ: ნუთუ არ მოუსმენიათ? პირიქით, მთელ დედამიწას მოედო მათი ხმა და ქვეყნის კიდეებს — მათი სიტყვები“ (რომაელთა 10:13, 18). ამრიგად, ძვირფასი სახელის, იეჰოვას, განდიდებით მისი ხალხი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მისი თაყვანისმცემლობის სახლის დიდებით ავსებაში.

  • უფრო განდიდებული იეჰოვას სახლი
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 1 იანვარი
    • 18. როგორი დასკვნითი გამომაცოცხლებელი შესრულება ექნება ‘ცაბაოთ უფლის სიტყვებს’?

      18 ნამდვილად, დღევანდელ დღეს ყველაზე განდიდებული მდგომარეობაა, აღმოვჩნდეთ იეჰოვას მბრწყინავ სულიერ ტაძარში! და მალე, როცა იეჰოვა სატანის ქვეყნიერებას გაანადგურებს, ანგიას 2:9-ს ექნება შემდეგი აღმაფრთოვანებელი შესრულება: „ამ ადგილზე მოვაფენ მშვიდობას, ამბობს ცაბაოთ უფალი“. საბოლოოდ, მშვიდობა! — ხანგრძლივი, საყოველთაო მშვიდობა, გარანტირებული იეჰოვას ‘ბეჭდით’, ქრისტე იესოთი, ‘მშვიდობის მთავრით’, რომლის შესახებაც დაწერილია: „ხელმწიფების განსადიდებლად და უბოლოო მშვიდობისთვის. . . ცაბაოთ უფლის შური აღასრულებს ამას“ (ესაია 9:5, 6). იეჰოვას თაყვანისმცემლობის სახლის დიდებას საუკუნოდ აირეკლავს მისი უზენაესი ხელისუფლების მშვიდობით სავსე მთელი სამფლობელო. დაე ჩვენც მარადიულად დავრჩეთ ამ სახლში! (ფსალმუნი 26:4; 64:5; 83:11).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება