საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • არ დაკარგოთ გულმოდგინება მსახურებაში!
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 თებერვალი
    • დაისახეთ გონივრული მიზნები

      მსახურებაში წარმატებას არც გავრცელებული ჟურნალების რაოდენობა განსაზღვრავს და არც ის, თუ რამდენ ადამიანს ვასწავლით ბიბლიას ან რამდენს დავეხმარეთ, გამხდარიყო იეჰოვას მსახური. დაფიქრდით, ოჯახის წევრების გარდა, რამდენი ადამიანი მოაქცია ნოემ ჭეშმარიტებისკენ? ვერც ერთი, მიუხედავად იმისა, რომ იგი კარგი მქადაგებელი იყო. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, რომ ერთგულად ვემსახუროთ იეჰოვას (1 კორ. 4:2).

      ბევრმა მაუწყებელმა აღმოაჩინა, რომ მსახურებაში სიხარულის შესანარჩუნებლად აუცილებელია გონივრული მიზნების დასახვა. ჩვენ რა მიზნების დასახვა შეგვიძლია? მათგან ზოგიერთი თანდართულ ჩარჩოშია მოხსენიებული.

      იეჰოვას დახმარებით შეძლებთ, რომ თქვენი მსახურება უფრო ნაყოფიერი და მრავალფეროვანი იყოს. დასახული მიზნების სისრულეში მოყვანის შემდეგ კმაყოფილების განცდა დაგეუფლებათ, რადგან ძალ-ღონე არ დაიშურეთ სასიხარულო ცნობის საქადაგებლად.

  • არ დაკარგოთ გულმოდგინება მსახურებაში!
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 თებერვალი
    • დაისახეთ გონივრული მიზნები

      • შეადგინეთ სამქადაგებლო მსახურების განრიგი მთელი კვირისთვის და ეცადეთ, ზედმიწევნით მიჰყვეთ მას.

      • ხელიდან ნუ გაუშვებთ ბიბლიის შესწავლის შეთავაზების შესაძლებლობას.

      • შეეცადეთ, რომ მობინადრესთან საუბრის დროს, სულ მცირე, ერთი ბიბლიური მუხლი მაინც ამოიკითხოთ.

      • მეტი ჟურნალი გაავრცელეთ.

      • განმეორებით მოინახულეთ მობინადრეები, ვინც სამეფოს ცნობა მოისმინა.

      • გამოსცადეთ საკუთარი თავი მსახურების სხვადასხვა სფეროში.

      • თავად შექმენით სიტუაციები, რომ არაფორმალურად დაამოწმოთ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება