-
ღვთისადმი რწმენის საფუძვლიანი მიზეზისაგუშაგო კოშკი — 2003 | 1 დეკემბერი
-
-
ღვთისადმი რწმენის საფუძვლიანი მიზეზი
კორეულ ენაზე გამოცემულ წიგნში, სახელწოდებით „31 მიზეზი, თუ რატომ ტოვებენ ახალგაზრდები ეკლესიებს“, ნათქვამია, რომ ბევრმა მიატოვა ეკლესიაში სიარული, რადგან წამოჭრილ კითხვებზე დამაკმაყოფილებელი პასუხები ვერ მიიღეს. მაგალითად, ზოგ მათგანს აინტერესებს, რატომ იტანჯებიან მორწმუნე ადამიანები და რატომ უნდა დავეთანხმოთ ეკლესიის ნებისმიერ სწავლებას, როცა მათი უმეტესობა დამაბნეველი და ურთიერთსაწინააღმდეგოა.
სასულიერო პირებისგან მიღებული პასუხებით გულგატეხილები ფიქრობენ, რომ ბიბლია ვერ პასუხობს მათ კითხვებს. მღვდლის პირად თვალსაზრისზე დაფუძნებული განმარტება ხშირად იმას იწვევს, რომ ადამიანი არასწორ დასკვნამდე მიდის ან უარყოფს კიდეც ღმერთსა და ბიბლიას.
ასე დაემართა აბელს, რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ლუთერანულ ოჯახში გაიზარდა. ის იხსენებს: „ეკლესიის სწავლების მიხედვით, ყველა, ვინც კვდება, ღმერთს მიჰყავს. მე კი არ მესმოდა, მოსიყვარულე ღმერთს რატომ უნდა წაერთმია შვილებისთვის მშობლები. სოფელში, სადაც გავიზარდე, კრუხს არ ვკლავდით, ვიდრე წიწილები არ გაიზრდებოდნენ. ძროხა თუ მაკედ იყო, მანამდე არ დავკლავდით, ვიდრე ხბო არ დაიბადებოდა და წამოიზრდებოდა. მიჭირდა იმის გაგება, თუ რატომ არ ავლენდა მოსიყვარულე ღმერთი ასეთივე მზრუნველობას ადამიანებისადმი“.
არამსაც, რომელიც კანადაში ცხოვრობს, მსგავსი კითხვები აწუხებდა. «13 წლის რომ ვიყავი, მამა დამეღუპა, — ამბობს ის. — დაკრძალვაზე ერთმა ცნობილმა მღვდელმა თქვა, რომ ღვთის სურვილი იყო მამაჩემის სიკვდილი, რათა მამა მას ზეცაში დაახლოებოდა. „ღმერთს კარგი ადამიანები მიჰყავს თავისთან, რადგან უყვარს ისინი“, — თქვა მღვდელმა. არ მესმოდა, როგორ შეიძლებოდა ღმერთი ასეთი ეგოისტი ყოფილიყო».
-
-
ღვთისადმი რწმენის საფუძვლიანი მიზეზისაგუშაგო კოშკი — 2003 | 1 დეკემბერი
-
-
[ჩარჩო 6 გვერდზე]
კითხვები, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს
„სტუდენტობისას საავადმყოფოებში პრაქტიკის დროს ხშირად მინახავს, როგორ იტანჯებოდნენ კარგი ადამიანები სხვადასხვა ავადმყოფობისა თუ უბედური შემთხვევების გამო. რატომ ხდება ასეთი რამ, თუ ღმერთი არსებობს? ნუთუ რელიგია მხოლოდ სულის სიმშვიდის მოპოვების საშუალებაა?“ (ყოფილი პრესვიტერელი, კორეა).
„მამაჩემი ალკოჰოლიკი იყო და ხშირად ვფიქრობდი, სად წავიდა სიკვდილის შემდეგ მისი სული — ჯოჯოხეთში თუ ზეცაში. მკვდრებზე და ცეცხლოვან ჯოჯოხეთზე გაფიქრება თავზარს მცემდა. არ მესმოდა, როგორ უნდა ეწამებინა მოსიყვარულე ღმერთს ადამიანი ჯოჯოხეთის ცეცხლში მარადიულად“ (ყოფილი კათოლიკე, ბრაზილია).
„რას მოუტანს მომავალი დედამიწასა და კაცობრიობას? როგორ შეძლებენ ადამიანები მარადიულად ცხოვრებას? როგორ დამყარდება ჭეშმარიტი მშვიდობა?“ (ყოფილი კათოლიკე, გერმანია).
„სწავლება გარდასახვის შესახებ ალოგიკური მეჩვენებოდა. ცხოველები ღმერთს თაყვანს არ სცემენ და ცოდვების გამო ადამიანის სული თუ ცხოველში გადასახლდება, როგორღა შეძლებს გამოსწორებასა და უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლას?“ (ყოფილი ინდუსი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა).
„კონფუციანურ ოჯახში გავიზარდე და მონაწილეობა მიმიღია წინაპართა სულების მოსახსენიებელ ცერემონიაში. როცა მათთვის მაგიდას ვშლიდით და წინაპართა სულებს თავს ვუკრავდით, ხშირად ვფიქრობდი, ნამდვილად მიიღებდნენ კი გარდაცვლილი წინაპრები ჩვენს ძღვენს და დაინახავდნენ, როგორ ვცემდით თაყვანს?!“ (ყოფილი კონფუციანელი, კორეა).
ამ ადამიანებმა მიიღეს პასუხები თავიანთ შეკითხვებზე, როცა იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყეს.
-