საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ბიბლიის თვალსაზრისი
    გამოიღვიძეთ! — 2011 | აპრილი
    • ბიბლიის თვალსაზრისი

      ყველგან არის ღმერთი?

      ბევრს სჯერა, რომ ღმერთი ყველგან მყოფია, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი პირდაპირი გაგებით ყველგან და ყველაფერშია. ბრძენმა მეფე სოლომონმა ასეთი სიტყვებით მიმართა ღმერთს ლოცვაში: „ისმინე შენი მტკიცე ზეციური სამყოფლიდან“ (1 მეფეები 8:30, 39). ამრიგად, ბიბლიის თანახმად, იეჰოვა ღმერთს აქვს თავისი სამყოფელი. სოლომონი ღვთის სამყოფელს „ზეცას“ უწოდებს. რა იგულისხმება ზეცაში?

      მართალია, ბიბლიის ორიგინალის ენაზე „ზეცისა“ და „ცის“ გამოსახატავად ერთი და იგივე სიტყვა გამოიყენება, მაგრამ „ზეცა“, ღვთის სამყოფელი, განსხვავდება „ცისგან“, დედამიწის ზემოთ არსებული სივრცისგან (დაბადება 2:1, 4). ეს ლოგიკურიცაა, რადგან ღვთის სამყოფელი მატერიალური სამყაროს შექმნამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა. ამრიგად, ღმერთი არსებობს სამყაროში, რომელიც სცილდება ფიზიკური სამყაროს საზღვრებს. აქედან გამომდინარე, როცა ბიბლიაში ლაპარაკია „ზეცაზე“, იეჰოვა ღმერთის სამყოფელზე, იგულისხმება არა ცა, არამედ სულიერი სამყარო.

  • ბიბლიის თვალსაზრისი
    გამოიღვიძეთ! — 2011 | აპრილი
    • ყველგან და ყოველთვის?

      ის ფაქტი, რომ იეჰოვას აქვს სამყოფელი, იმაზე მეტყველებს, რომ იგი ყველგან და ყოველთვის არ არის. მაშ, საიდან იცის ღმერთმა, სად რა ხდება? (2 მატიანე 6:39). თავისი წმინდა სულის, მოქმედი ძალის მეშვეობით. ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „სად წავუვალ შენს სულს და სად გავექცევი შენს სახეს? ზეცაშიც რომ ავიდე, შენ იქა ხარ, სამარეშიც რომ გავიშალო ტახტი, იქაც შენა ხარ“ (ფსალმუნი 139:7—10).

      იმის დასანახვებლად, რომ ღვთის წმინდა სული ყველგან ვრცელდება, მოვიყვანოთ მზის მაგალითი. მზე ერთ კონკრეტულ ადგილას მდებარეობს, მაგრამ მისი ენერგია დედამიწის დიდ ნაწილზე ვრცელდება. მსგავსად ამისა, იეჰოვა ღმერთსაც აქვს სამყოფელი, მაგრამ თავისი ნების შესრულება მთელ სამყაროში შეუძლია. უფრო მეტიც, იეჰოვა წმინდა სულით იგებს რა, სად როდის ხდება. 2 მატიანეს 16:9-ში ვკითხულობთ: „იეჰოვას თვალები აკვირდება მთელ დედამიწას, რომ თავისი ძალით დაეხმაროს მათ, ვინც მთელი გულით არის მასთან“.

      ღმერთს აგრეთვე ექვემდებარებიან ანგელოზებად წოდებული სულიერი ქმნილებები. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ანგელოზების რიცხვი ასობით მილიონს და, შესაძლოა, მილიარდებსაც აღწევს (დანიელი 7:10).a ბიბლიაში ჩაწერილია უამრავი შემთხვევა, საიდანაც ჩანს, რომ ანგელოზები ღვთის წარმომადგენლების როლს ასრულებდნენ; ისინი ჩამოდიოდნენ დედამიწაზე, ადამიანებს ელაპარაკებოდნენ და ღმერთს ანგარიშს აბარებდნენ. მაგალითად, აბრაამის დროს ანგელოზების ყურს სოდომსა და გომორაზე ჩივილის ხმა მისწვდა. ღმერთმა ამ ქალაქების განადგურება, როგორც ჩანს, მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ანგელოზებისგან შეიტყო, თუ რა ხდებოდა ამ ქალაქებში (დაბადება 18:20, 21, 33; 19:1, 13).

      ამრიგად, ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ იეჰოვა ღმერთისთვის აუცილებელი არ არის, პირდაპირი გაგებით ყველგან იყოს. წმინდა სულისა და ანგელოზების მეშვეობით იეჰოვას შეუძლია, ყველაფერი გაიგოს თავისი ქმნილებების შესახებ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება