საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვას?
    გამოიღვიძეთ! — 2006 | ნოემბერი
    • რატომ არ მიიღო ღმერთმა ზომები?

      სატანამ ადამსა და ევას უბიძგა, შემოქმედისგან დამოუკიდებლობის გზა აერჩიათ. ამგვარად მან დააფუძნა ოჯახი, რომელსაც თავად ჩაუდგა სათავეში. შეგნებულად თუ შეუგნებლად, ეს ოჯახი იმავე გზას დაადგა, რომელიც მათმა მამამ, ეშმაკმა აირჩია (იოანე 8:44). მაგრამ მოუტანდა მათ ეს არჩევანი ნამდვილ თავისუფლებასა და ხანგრძლივ ბედნიერებას? იეჰოვამ თავიდანვე იცოდა, რომ ეს ასე არ იქნებოდა, თუმცა ნება დართო ურჩ შვილებს, დამოუკიდებლად ეცხოვრათ. მხოლოდ ასე თუ გადაწყდებოდა საბოლოოდ ედემში წამოჭრილი საკამათო საკითხი.

      უკვე ექვსი ათას წელიწადზე მეტია, რაც ადამიანები მსოფლიო მართვის სისტემის შემუშავებას ცდილობენ. მათ მოსინჯეს მმართველობის ყველა ფორმა და ქცევის ყველანაირი წესი. კმაყოფილი ხართ შედეგებით? ცხოვრობენ ადამიანები ერთ ბედნიერ, მშვიდობიან და გაერთიანებულ ოჯახად? ცხადია, არა. ომი, შიმშილი, სტიქიური უბედურება, ავადმყოფობა და სიკვდილი დღემდე სტანჯავს კაცობრიობას. და როგორც ბიბლია ამბობს, მათი ცხოვრება „ამაოებად“, „ტანჯვად“ და „ოხვრად“ იქცა (რომაელები 8:19—22; ეკლესიასტე 8:9).

      და მაინც, ზოგმა შეიძლება იკითხოს: „რატომ არაფერს აკეთებს ღმერთი უბედურების თავიდან ასაცილებლად?“ ეს სამართლიანი არ იქნებოდა, რადგან ადამიანები ვერ დაინახავდნენ თავიანთი ურჩობის შედეგებს. იეჰოვა ისე არ მოქმედებს, რომ თავიდან ააცილოს მათ ყველა ბოროტება და უბედურება, რაც მისდამი დაუმორჩილებლობის შედეგად ხდებაa. იეჰოვა არასდროს დაუჭერს მხარს იმ ტყუილს, რომ სატანის სისტემაში წარმატებისა და ბედნიერების მიღწევა შესაძლებელია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იეჰოვა გულგრილად ეკიდება ადამიანების მდგომარეობას. როგორც დავინახავთ, მან უკვე მიიღო ზომები პრობლემის გადასაჭრელად.

  • რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვას?
    გამოიღვიძეთ! — 2006 | ნოემბერი
    • a ღმერთი არასდროს უჭერდა მხარს არსებულ სისტემას, თუმცა ის დროდადრო ერეოდა ადამიანთა საქმეებში. ის მხოლოდ თავისი განზრახვის შესასრულებლად აკეთებდა ამას (ლუკა 17:26—30; რომაელები 9:17—24).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება