საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • პირველი ქრისტიანები და რომის ღვთაებები
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 მაისი
    • ჩვენი ერის ადრეულ საუკუნეებში ფართოდ იყო გავრცელებული ეგვიპტური კულტები — ღვთაება სერაპისი და ქალღმერთი ისისი, სირიელთა ქალღმერთი ატარგატისი და სპარსელთა მზის ღმერთი მითრა.

      ბიბლიის წიგნი „საქმეები“ ნათლად აღწერს იმ წარმართულ გარემოს, რომელშიც ქრისტიანებს უწევდათ ცხოვრება. მაგალითად, კვიპროსის რომაელ პროკონსულს ურთიერთობა ჰქონდა იუდეველ ჯადოქართან (საქ. 13:6, 7). ლისტრელებს პავლე და ბარნაბა ბერძენთა ღმერთები ჰერმესი და ზევსი ეგონათ (საქ. 14:11—13). ფილიპეში პავლე შეხვდა მსახურ გოგონას, რომელიც მკითხაობდა (საქ. 16:16—18). ათენში პავლემ შენიშნა, რომ იქაურებს სხვებზე მეტად ეშინოდათ ღვთაებების. იმავე ქალაქში მან ნახა სამსხვერპლო, რომელზეც ეწერა: „უცნობ ღმერთს“ (საქ. 17:22, 23). ეფესოელები ქალღმერთ არტემიდას ეთაყვანებოდნენ (საქ. 19:1, 23, 24, 34). კუნძულ მალტაზე მცხოვრებმა ხალხმა პავლეზე თქვა ღმერთიაო, რადგან შხამიანი გველის ნაკბენმა ვერაფერი ავნო (საქ. 28:3—6).

  • პირველი ქრისტიანები და რომის ღვთაებები
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 მაისი
    • რომაელებისთვის უზენაესი ღმერთი იუპიტერი იყო, რომელსაც აგრეთვე „ოპტიმუს მაქსიმუსსაც“ უწოდებდნენ, ანუ საუკეთესოს და უდიდესს. ის ადამიანებს ქარის, წვიმის, ელვისა და ჭექა-ქუხილის სახით ევლინებოდა. იუპიტერის და იუნონა, რომელიც მისი მეუღლეც იყო, მთვარესთან ასოცირდებოდა და ყველა ქალის მფარველს წარმოადგენდა. იუპიტერის ქალიშვილი მინერვა ხელოსნობის, მეცნიერების, ხელოვნებისა და ომის ქალღმერთი იყო.

      რომაელების პანთეონს (ღმერთების ერთობლიობა) დასასრული არ ჰქონდა. ლარები და პენატები ოჯახის მფარველი ღვთაებები იყვნენ. ვესტა ოჯახური კერის ქალღმერთი იყო, ხოლო ორსახოვანი იანუსი — ყოველგვარი დასაწყისის ღვთაება. ყოველ ხელობას თავისი მფარველი ღვთაება ჰყავდა. რომაელებს სწამდათ, რომ აბსტრაქტულ ცნებებსაც თავ-თავისი ღმერთი ჰყავდა. პაქსი მშვიდობის ღვთაება იყო, სალესი ჯანმრთელობისა, პუდიკიცია სიმორცხვისა და უბიწობისა, ფიდესი ერთგულებისა, ვირტუსი სიმამაცისა, ვოლუპტასი კი განცხრომისა. რომაელები თვლიდნენ, რომ მათი პირადი თუ საზოგადოებრივი ცხოვრება ღმერთების ნება იყო. ნებისმიერ საქმეში ხელი რომ მომართოდათ, ისინი ღმერთების კეთილგანწყობის მოპოვებას რიტუალური ლოცვებით, მსხვერპლშეწირვითა და დღესასწაულებით ცდილობდნენ.

      ღვთაებების ნება-სურვილის გასაგებად რომაელები ნიშნებს ეძებდნენ. ამისათვის ისინი უმთავრესად შეწირული ცხოველების შინაგან ორგანოებს იკვლევდნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ ორგანოების გარეგნული დათვალიერებით გაარკვევდნენ, იწონებდნენ თუ არა ღმერთები მათ მომავალ გეგმებს.

      ძვ. წ. II საუკუნის ბოლოს რომაელებმა თავიანთი მთავარი ღვთაებები ბერძნულ ღვთაებებს შეუსაბამეს — იუპიტერი ზევსს, იუნონა ჰერას და ასე შემდეგ. მათ ბერძნულ ღვთაებებთან დაკავშირებული მითები გადმოიღეს. ცხადია, ეს მითები ღმერთებს კარგ შუქში არ წარმოაჩენდა, რადგან ადამიანებივით მათაც შეზღუდული შესაძლებლობები და ნაკლოვანებები ჰქონდათ. მაგალითად, ზევსი აღწერილია, როგორც მოძალადე და პედოფილი, რომელიც სქესობრივ ურთიერთობას ამყარებდა მოკვდავებთან და სავარაუდოდ უკვდავებთანაც. თეატრებში წარმოდგენილი ღვთაებების სამარცხვინო თავგადასავლები, რასაც მაყურებელი დიდი ოვაციით ხვდებოდა, ხალხს ამაზრზენი საქმეებისკენ უბიძგებდა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება