საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ‘იმხიარულეთ სულმუდამ ჩემს შექმნილზე’
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • „იღბლის ღმერთზე“ მინდობილნი

      13, 14. რა ცხადყოფს, რომ ღვთის ხალხმა ღმერთი მიატოვა და რა დაემართებათ მათ ამის გამო?

      13 ესაიას წინასწარმეტყველება ახლა კვლავ იმ ადამიანებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებმაც ზურგი აქციეს იეჰოვას და თაყვანს სცემენ კერპებს. მასში ნათქვამია: „თქვენ კი, უფლის მიმტოვებელნო, ჩემი წმიდა მთის დამვიწყებელნო, გადისათვის [იღბლის ღმერთი] სუფრის გამშლელნო და მენისათვის [ბედის ღმერთი] თასის ამვსებნო“ (ესაია 65:11). ამ ღმერთებისთვის სუფრის გაშლითა და მათ წინაშე სმით ეს განდგომილი იუდაელები წარმართი ერების კერპთაყვანისმცემლურ რიტუალებს ასრულებენb. რა დაემართებათ მათ, ვინც გულუბრყვილოდ ამყარებს იმედს ამ ღმერთებზე?

      14 იეჰოვა მკაცრად აფრთხილებს მათ: „სამახვილოდ გაგწირავთ და ყველანი დასაკლავად დაიჩოქებთ, რადგან გეძახდით და არ გამაგონეთ, გელაპარაკებოდით და არ გესმოდათ, ავს სჩადიოდით ჩემს თვალში და, რაც მე არ მომწონდა, იმას ირჩევდით“ (ესაია 65:12). ამ მუხლში იეჰოვა ორაზროვნად იყენებს ძველ ებრაულ ენაზე ბედის ღმერთის სახელს და ეუბნება ამ ცრუ ღმერთის თაყვანისმცემლებს, რომ მათი ბედი მახვილი იქნება — ‘სამახვილოდ იქნებიან განწირული’, ანუ განადგურდებიან. იეჰოვა თავის წინასწარმეტყველთა პირით მრავალჯერ მოუწოდებდა ამ იუდაელებს მონანიებისკენ, მაგრამ ისინი უგულებელყოფდნენ მათ და ჯიუტად განაგრძობდნენ იმის კეთებას, რის შესახებაც იცოდნენ, რომ ბოროტება იყო ღვთის თვალში. ღვთისადმი რა დიდი სიძულვილი გამოავლინეს მათ! ღვთის წინასწარმეტყველებისამებრ, ერს დიდი უბედურება დაატყდება ძვ. წ. 607 წელს, როდესაც იეჰოვა დაუშვებს, რომ ბაბილონელებმა დაანგრიონ იერუსალიმი და მისი ტაძარი. ამ დროს „იღბლის ღმერთი“ ვერ დაიცავს თავის თაყვანისმცემლებს იუდასა და იერუსალიმში (მეორე ნეშტთა 36:17).

      15. როგორ იცავენ დღეს ჭეშმარიტი ქრისტიანები ესაიას 65:11, 12-ში მოცემულ გაფრთხილებას?

      15 დღეს ჭეშმარიტი ქრისტიანები ყურად იღებენ ესაიას 65:11, 12-ში მოცემულ გაფრთხილებას. მათ არ სწამთ „იღბლის ღმერთის“, რომელიც ვითომცდა რაღაც ზებუნებრივი ძალით სწყალობს ხალხს. ისინი ქონებას არ ფლანგავენ „იღბლის ღმერთის“ გულის მოსაგებად და ნებისმიერ აზარტულ თამაშს ერიდებიან. ისინი დარწმუნებული არიან, რომ, ვინც ამ ღმერთს უძღვნის თავს, საბოლოოდ, ყველაფერს დაკარგავს, რადგან იეჰოვა ეუბნება ასეთ ადამიანებს: „სამახვილოდ გაგწირავთ“.

  • ‘იმხიარულეთ სულმუდამ ჩემს შექმნილზე’
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • b ამ მუხლის კომენტარში ბიბლიის მთარგმნელი იერონიმე (ახ. წ. IV საუკუნე) კერპთაყვანისმცემელთა ძველთაძველ ჩვეულებას იხსენიებს, რომელსაც ისინი თავიანთი წლის უკანასკნელი თვის უკანასკნელ დღეს მიმართავდნენ. ის წერს: „ისინი სუფრას შლიდნენ ნაირ-ნაირი საჭმლით და ახლად დაყენებული ღვინით სავსე თასს დგამდნენ მაგიდაზე, რათა მათთვის იღბლიანი ყოფილიყო გასული ან მომავალი წლის ნაყოფიერება“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება