-
უარყავით ქვეყნიური აზროვნებასაგუშაგო კოშკი — 2017 | ნოემბერი
-
-
3. რა აზრს იზიარებს ბევრი და რატომ?
3 „ღვთისადმი რწმენის გარეშეც შემიძლია, კარგი ადამიანი ვიყო“. ბევრ ქვეყანაში ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ ხალხს ღმერთი არ სწამს. ისინი საკუთარ თავს მორწმუნე ადამიანებად არ მიიჩნევენ. შეიძლება ისინი არ უღრმავდებიან ღვთის არსებობის საკითხს, მაგრამ მოსწონთ ის აზრი, რომ შეუძლიათ აკეთონ ყველაფერი, რაც მოესურვებათ (წაიკითხეთ ფსალმუნის 10:4). სხვები ფიქრობენ, რომ საკმაოდ დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ და ამბობენ: „სულაც არ არის საჭირო, ღმერთი მწამდეს — ისედაც ვხედავ კარგსა და ცუდს შორის განსხვავებას“.
-
-
უარყავით ქვეყნიური აზროვნებასაგუშაგო კოშკი — 2017 | ნოემბერი
-
-
5. რა შეგვიძლია ვუთხრათ მას, ვინც ფიქრობს, რომ ღვთის გარეშეც შევძლებთ კარგისა და ცუდის გარჩევას?
5 რა შეგვიძლია ვუთხრათ მას, ვინც ფიქრობს, რომ ღვთის გარეშეც შეუძლია კარგისა და ცუდის გარჩევა? ბიბლიიდან ვიგებთ, რომ სწორი პრინციპებით გარკვეულწილად ისინიც შეიძლება ცხოვრობდნენ, ვისაც ღვთის არ სწამს (რომ. 2:14, 15). მაგალითად, ისინი შეიძლება პატივისცემასა და სიყვარულს ავლენენ მშობლების მიმართ. მაგრამ რამდენად მყარი საფუძველი აქვს იმ ადამიანთა ზნეობრივ პრინციპებს, რომლებიც არ აღიარებენ მოსიყვარულე შემოქმედს, რომელიც თავად ადგენს, რა არის სწორი და რა — არასწორი (ეს. 33:22). დღეს არსებული სავალალო მდგომარეობის გამო ბევრი მოაზროვნე ადამიანი მიდის იმ დასკვნამდე, რომ ღვთის დახმარების გარეშე შეუძლებელია ამ პრობლემების გადაჭრა (წაიკითხეთ იერემიას 10:23). ამიტომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ადამიანს, რომელსაც არ სწამს ღმერთი და არაფრად მიაჩნია მისი ზნეობრივი ნორმები, შეუძლია ბოლომდე ჩასწვდეს, რა არის სინამდვილეში კარგი (ფსალმ. 146:3).
-