-
„მთელი დედამიწის მოსამართლე“ ყოველთვის სამართლიანად იქცევასაგუშაგო კოშკი — 2017 | აპრილი
-
-
როცა ძმები ეგვიპტეში ჩავიდნენ და იოსებს შეურიგდნენ, ფარაონმა კარგად მიიღო ისინი და შესთავაზა, ეგვიპტეში ეცხოვრათ და გაეხარათ „ყოველივე კარგით ეგვიპტის მიწაზე“ (დაბ. 45:16—20).
უარყოფითი საუბარი ცეცხლზე ნავთის დასხმას ჰგავს (იხილეთ აბზაცი 14)
14. რა დაგვეხმარება, რომ კრების წევრებზე უარყოფითად არ ვისაუბროთ?
14 ქრისტიანი, რომელიც ფიქრობს, რომ უსამართლოდ მოექცნენ, ფრთხილად უნდა იყოს, რომ არ იჭორაოს. თუმცა სავსებით გამართლებულია, რომ მან დახმარებისთვის უხუცესებს მიმართოს და ისინი საქმის კურსში ჩააყენოს, თუ კრების რომელიმე წევრმა სერიოზული შეცდომა დაუშვა (ლევ. 5:1). მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს შეიძლება არ იყოს სერიოზული ცოდვა, ამიტომ მათ სხვების, მათ შორის უხუცესების, ჩარევის გარეშეც შეუძლიათ მოაგვარონ უთანხმოება (წაიკითხეთ მათეს 5:23, 24; 18:15). მოდი გამოვავლინოთ ერთგულება და ასეთი უთანხმოებები ბიბლიური პრინციპების დახმარებით მოვაგვაროთ! ზოგ შემთხვევაში შეიძლება იმასაც მივხვდეთ, რომ უსამართლოდ არავინ მოგვქცევია. რა მადლიერები ვიქნებით, რომ არ გავამწვავეთ სიტუაცია და ცილი არ დავწამეთ თანაქრისტიანს! არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მართლები ვართ თუ არა, ზურგს უკან ლაპარაკით სიტუაციას ვერასდროს მოვაგვარებთ. ასეთი შეცდომისგან იეჰოვასა და ძმებისადმი ერთგულება დაგვიცავს. ფსალმუნმომღერალმა მასზე, „ვინც უბიწოდ დადის“, თქვა, რომ ის „ცილს არავის სწამებს თავისი ენით, ცუდს არაფერს უკეთებს თავის მეგობარს და თავის ახლობელს არ შეურაცხყოფს“ (ფსალმ. 15:2, 3; იაკ. 3:5).
-
-
„მთელი დედამიწის მოსამართლე“ ყოველთვის სამართლიანად იქცევასაგუშაგო კოშკი — 2017 | აპრილი
-
-
როგორც იოსების შემთხვევიდან დავინახეთ, არ უნდა ვისაუბროთ უარყოფითად, რადგან ეს მდგომარეობას უფრო ამწვავებს. დაბოლოს, სიტუაციის საკუთარი ძალით გამოსწორების ნაცვლად, ერთგულება უნდა შევინარჩუნოთ და მოთმინებით დაველოდოთ იეჰოვას.
-