-
ორ მძვინვარე მხეცთან დაპირისპირებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
ერთი კომენტატორი გამოცხადების 13:1, 2-ში მოხსენიებულ მხეცს „დაუნდობელს“ უწოდებს და ამბობს: „ჩვენ ვეთანხმებით, რომ სიტყვა თერიონ [ბერძ. θηρίον, ნიშნავს მხეცს] გულისხმობს სასტიკს, გამანადგურებელს, შემზარავს, გაუმაძღარს და ა.შ. მხეცს“b. მართლაც რომ კარგად აღწერს სისხლიან პოლიტიკურ სისტემას, რომლითაც სატანა კაცობრიობას მართავს. ამ მხეცის შვიდი თავით წარმოდგენილია ეგვიპტე, ასურეთი, ბაბილონი, მიდია-სპარსეთი, საბერძნეთი და რომი — ექვსი ძირითადი მსოფლიო მპყრობელი, რომლებიც ბიბლიურ დროში იოანეს დრომდე არსებობდნენ; წინასწარმეტყველების თანახმად მეშვიდე მსოფლიო მპყრობელი მოგვიანებით უნდა გამოჩენილიყო (შეადარეთ გამოცხადების 17:9, 10).
6. ა) რა არის წარმოდგენილი მხეცის შვიდი თავით? ბ) როგორ აღძრა იეჰოვამ რომი იუდეველთა სისტემაზე თავისი განაჩენის აღსასრულებლად, და როგორ მოიქცნენ იერუსალიმში მცხოვრები ქრისტიანები?
6 რა თქმა უნდა, ისტორიის განმავლობაში ამ შვიდის გარდა სხვა მსოფლიო მპყრობელებიც არსებობდნენ. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ იოანეს მიერ ნანახ მხეცს შვიდი თავისა და ათი რქის გარდა ტანიც ჰქონდა. ამ შვიდი თავით ღვთის ხალხის მჩაგვრელი შვიდი მსოფლიო მპყრობელია წარმოდგენილი. ახ. წ. 33 წელს, რომის იმპერიის მმართველობის დროს, სატანამ მხეცის ერთ-ერთი თავი ღვთის ძის მოსაკლავად აღძრა.
-
-
ორ მძვინვარე მხეცთან დაპირისპირებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
9. ა) რატომ უნდა დავეთანხმოთ ბიბლიას, რომ სატანა აძლევს მხეცს დიდ ძალაუფლებას? ბ) როგორ არის სატანა აღწერილი ბიბლიაში, და რა გავლენას ახდენს ის მთავრობებზე?
9 რატომ უნდა დავეთანხმოთ ბიბლიაში ნათქვამს, რომ ამ მხეცს სატანა აძლევს დიდ ძალაუფლებას? ამას თავად ღმერთი ამბობს, რომლის წინაშეც „ხალხები სათლიდან გადმოვარდნილ წყლის ერთ წვეთს ჰგვანან და. . . მტვერივით არიან“. ამ ერებისთვის უმჯობესი იქნებოდა ღვთის წყალობის მისაღებად ეღვაწათ, იმის ნაცვლად, რომ განაწყენებულიყვნენ ღვთის წინასწარმეტყველურ სიტყვაში ამგვარი აღწერის გამო (ესაია 40:15, 17; ფსალმუნი 2:10—12). სატანა არ არის მითიური არსება, რომელიც სულებს ცეცხლოვან ჯოჯოხეთში აწამებს; ასეთი ადგილი არც კი არსებობს. წმინდა წერილებში სატანა აღწერილია როგორც „სინათლის ანგელოზი“, დახელოვნებული მატყუარა, რომელიც დიდ ზეგავლენას ახდენს მსოფლიო პოლიტიკაზე (2 კორინთელები 11:3, 14, 15; ეფესოელები 6:11—18).
-
-
ორ მძვინვარე მხეცთან დაპირისპირებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
აღსანიშნავია, რომ დრაკონმა „მხეცს მისცა თავისი ძალა, თავისი ტახტი და დიდი ძალაუფლება“ (შეადარეთ ლუკას 4:6). მხეცი სატანის პოლიტიკური სისტემაა. სატანა ნამდვილად „ქვეყნიერების მმართველია“ (იოანე 12:31).
-