საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მიწისძვრები უფლის დღეს
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • ყოველი მთა და ყოველი კუნძული მოშორებულ იქნა თავისი ადგილიდან“ (გამოცხადება 6:14). ცხადია, აქ არ იგულისხმება პირდაპირი გაგებით ცა, მთები და კუნძულები. მაშ, რაზეა საუბარი?

  • მიწისძვრები უფლის დღეს
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • 24. ა) ბიბლიური წინასწარმეტყველებების თანახმად რის გამო იძვრის და რის გამო კარგავს სიმტკიცეს მთები და კუნძულები? ბ) როგორ „შეიძრნენ მთები“ ნინევეს დაცემის დროს?

      24 ბიბლიურ წინასწარმეტყველებებში ნათქვამია, რომ მთები და კუნძულები იძვრის ან კარგავს სიმტკიცეს დიდი პოლიტიკური რყევების გამო. მაგალითად, ნინევეს წინააღმდეგ იეჰოვას გამოტანილ განაჩენს რომ აცხადებდა, წინასწარმეტყველმა ნაუმმა დაწერა: „შეიძრნენ მთები მის გამო, დადნენ გორები. ზანზარებს დედამიწა მისი სახის წინაშე და ნაყოფიერი მიწა თავისი მკვიდრებითურთ“ (ნაუმი 1:5). როგორც ცნობილია, ძვ. წ. 632 წელს ნინევეს დაცემის დროს მთები პირდაპირი გაგებით არ შეძრულა, თუმცა ეს მსოფლიო იმპერია, რომელიც თავისი ძლიერებით მთას ჰგავდა, მოულოდნელად დაეცა (შეადარეთ იერემიას 4:24).

      25. ქვეყნიერების აღსასრულს, როგორ ‘იქნება მოშორებული ყოველი მთა და ყოველი კუნძული’ თავისი ადგილიდან?

      25 მაშასადამე, მეექვსე ბეჭდის ახსნისას მოხსენიებული „ყოველი მთა და ყოველი კუნძული“ უნდა განასახიერებდეს მთავრობებსა და მათზე დამოკიდებულ ორგანიზაციებს, რომლებიც, ერთი შეხედვით, სიმტკიცით გამოირჩევიან. ისინი მალე შეიძვრებიან და შეაძრწუნებენ მათზე დაიმედებულ ხალხს. წინასწარმეტყველების თანახმად მოდის იეჰოვას და მისი ძის, იესოს რისხვის დიდი დღე — სატანის ორგანიზაციის გამანადგურებელი საბოლოო „მიწისძვრა“. ისინი შურს იძიებენ!

      „ზედ დაგვემხეთ და დაგვმალეთ“

      26. როგორ დაეცემათ თავზარი ღვთის უზენაესობის მოწინააღმდეგეებს და რას იტყვიან ისინი მაშინ, როცა შეძრწუნდებიან?

      26 იოანე განაგრძობს: «დედამიწის მეფეები, დიდებულები, ათასისთავები, მდიდრები და ძლიერები, ყველა მონა და თავისუფალი გამოქვაბულებსა და კლდოვან მთებში დაიმალნენ. ეუბნებიან მთებსა და კლდეებს: „ზედ დაგვემხეთ და დაგვმალეთ ტახტზე მჯდომის სახისგან და კრავის რისხვისგან, რადგან მოვიდა მათი რისხვის დიდი დღე და ვინ გაუძლებს?“ » (გამოცხადება 6:15—17).

      27. რას ამბობდნენ სამარიაში მცხოვრები ორგული ისრაელები, და როგორ შესრულდა წინასწარმეტყველება?

      27 სამარიის, ისრაელის ჩრდილოეთი სამეფოს დედაქალაქის წინააღმდეგ იეჰოვას გამოტანილ განაჩენს რომ აცხადებდა, ოსიამ თქვა: «მოისპობა ბეთ-ავენის მაღლობები, ისრაელის ცოდვა. ნარ-ეკალი ამოვა მათ სამსხვერპლოებზე. ხალხი ეტყვის მთებს: „დაგვფარეთ!“ და გორებს: „ზედ დაგვემხეთ!“ » (ოსია 10:8). როდის შესრულდა ეს სიტყვები? ძვ. წ. 740 წელს, როდესაც ასურელებმა ხელთ იგდეს სამარია და ისრაელებს გასაქცევი აღარსად ჰქონდათ. ოსიას სიტყვები კარგად ასახავს უსუსურობით, შიშითა და დაბნეულობით გამოწვეულ განცდას, რაც მტრის ხელში ჩავარდნილ ხალხს დაეუფლა. ვერც გორებმა და ვერც სამარიის მთისმაგვარმა წეს-წყობილებამ ვერ დაიცვა ისინი, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, მტკიცედ იდგნენ.

      28. ა) რა გამაფრთხილებელი სიტყვები უთხრა იესომ იერუსალიმელ ქალებს? ბ) როგორ შესრულდა იესოს სიტყვები?

      28 როდესაც რომაელ ჯარისკაცებს იესო ბოძზე გასაკრავად მიჰყავდათ, მან შემდეგი სიტყვებით მიმართა იერუსალიმელ ქალებს: «მოვა დრო, როცა ხალხი იტყვის: „ბედნიერნი არიან უშვილონი, საშვილოსნო, რომელსაც არ უშობია, და ძუძუ, რომელსაც არ უწოვებია!“ მაშინ ეტყვიან მთებს: „ზედ დაგვემხეთ!“ და გორებს: „დაგვფარეთ!“ » (ლუკა 23:29, 30). სარწმუნო ისტორიული წყაროები ადასტურებს, რომ ახ. წ 70 წელს რომაელებმა იერუსალიმი გაანადგურეს. ცხადია, იესოც იმას გულისხმობდა, რასაც ოსია. იუდაში დარჩენილმა ებრაელებმა ვერაფერს შეაფარეს თავი. ზოგი იერუსალიმს აფარებდა თავს, ზოგი კი მთის წვერზე აგებულ მასადას ციხე-სიმაგრეს, მაგრამ მაინც ვერ გაექცნენ იეჰოვას განაჩენის აღსრულებას.

      29. ა) რა მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ქვეყნიერების მხარდამჭერები იეჰოვას რისხვის დღეს? ბ) იესოს რომელი წინასწარმეტყველება შესრულდება, როცა იეჰოვა რისხვით აენთება?

      29 მეექვსე ბეჭდის ახსნით ვიგებთ, რა მოხდება იეჰოვას რისხვის დღეს. ქვეყნიერება ერთხელ და სამუდამოდ შეირყევა, და მისი მხარდამჭერები თავშესაფარს დაუწყებენ ძებნას, მაგრამ ვერსად იპოვიან. ცრუ რელიგიამ, „დიდმა ბაბილონმა“, აშკარად გაუცრუა მათ იმედი. დახმარებას მათ ვეღარც მთის გამოქვაბულები აღმოუჩენენ და ვეღარც მთასავით ვეებერთელა პოლიტიკური თუ ფინანსური ორგანიზაციები. იეჰოვას რისხვისგან ვერაფერი დაიფარავს მათ, ვისი შემაშფოთებელი მდგომარეობაც იესომ შემდეგი სიტყვებით აღწერა: „მაშინ ცაში გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი და დედამიწის ყველა ტომი მწუხარებისგან მკერდში დაიწყებს ცემას; იხილავენ ძლიერებითა და აღმატებული დიდებით ცის ღრუბლებზე მომავალ კაცის ძეს“ (მათე 24:30).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება