-
ორ მძვინვარე მხეცთან დაპირისპირებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
3. ა) რომელი მძვინვარე მხეცები იხილა წინასწარმეტყველმა დანიელმა ხილვებში? ბ) რას განასახიერებდნენ დანიელის მე-7 თავში აღწერილი უზარმაზარი მხეცები?
3 რას განასახიერებს ეს უცნაური მხეცი? თავად ბიბლია გვცემს პასუხს ამ კითხვაზე. ძვ. წ. 537 წელს ბაბილონის დაცემამდე, ებრაელმა წინასწარმეტყველმა დანიელმა ხილვებში მძვინვარე მხეცები იხილა. დანიელის 7:2—8-ში ის აღწერს ზღვიდან ამომავალ ოთხ მხეცს: პირველი ლომს ჰგავს, მეორე დათვს, მესამე ჯიქს და „აი, მეოთხე მხეცი, საშინელი, საზარელი და მეტისმეტად ძლიერი. . . მას ათი რქა ჰქონდა“. ეს მხეცი ძალიან ჰგავს იმ მხეცს, რომელიც იოანემ დაახლოებით ახ. წ. 96 წელს იხილა. ის ლომს, დათვსა და ჯიქს მოგვაგონებს. მას ათი რქა აქვს. რას განასახიერებდნენ დანიელის მიერ ნანახი ეს უზარმაზარი მხეცები? დანიელი გვეუბნება: „ეს ოთხი უზარმაზარი მხეცი ოთხი მეფეა, რომლებიც დედამიწიდან წამოდგებიან“ (დანიელი 7:17). ეს მხეცები მეფეებს ანუ დედამიწის პოლიტიკურ ძალებს განასახიერებენ.
4. ა) რას განასახიერებდნენ დანიელის მე-8 თავში აღწერილი ვერძი და ვაცი? ბ) რას ნიშნავდა ვაცის დიდი რქის მოტეხვა და მის ნაცვლად ოთხი რქის ამოსვლა?
4 სხვა ხილვაში დანიელმა იხილა ორრქიანი ვერძი, რომელიც მიწაზე დაანარცხა ერთრქიანმა ვაცმა. ანგელოზმა გაბრიელმა დანიელს აუხსნა ხილვის მნიშვნელობა: „ვერძი. . . მიდიისა და სპარსეთის მეფეები არიან. ბალნიანი ვაცი საბერძნეთის მეფეა“. გაბრიელი იმასაც წინასწარმეტყველებს, რომ ვაცს დიდი რქა მოსტყდება და მის ნაცვლად ოთხი რქა ამოუვა. ეს ორას წელზე მეტი ხნის შემდეგ შესრულდა, როცა ალექსანდრე მაკედონელი მოკვდა და მისმა ოთხმა მხედართმთავარმა ოთხად გაინაწილა მისი სამეფო (დანიელი 8:3—8, 20—25)a.
5. ა) რა იგულისხმება მხეცად ნათარგმნ ბერძნულ სიტყვაში? ბ) რა არის წარმოდგენილი გამოცხადების 13:1, 2-ში მოხსენიებული მხეცითა და მისი შვიდი თავით?
5 აშკარაა, რომ ბიბლიის ავტორი დედამიწაზე არსებულ პოლიტიკურ ძალებს მხეცებად მიიჩნევს. როგორები არიან ეს მხეცები? ერთი კომენტატორი გამოცხადების 13:1, 2-ში მოხსენიებულ მხეცს „დაუნდობელს“ უწოდებს და ამბობს: „ჩვენ ვეთანხმებით, რომ სიტყვა თერიონ [ბერძ. θηρίον, ნიშნავს მხეცს] გულისხმობს სასტიკს, გამანადგურებელს, შემზარავს, გაუმაძღარს და ა.შ. მხეცს“b. მართლაც რომ კარგად აღწერს სისხლიან პოლიტიკურ სისტემას, რომლითაც სატანა კაცობრიობას მართავს.
-
-
ორ მძვინვარე მხეცთან დაპირისპირებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
8. რატომ არ არის შეურაცხმყოფელი ინგლის-ამერიკის გაერთიანებული მსოფლიო მპყრობლის შედარება მხეცთან?
8 განა შეურაცხმყოფელი არ არის წამყვანი პოლიტიკური ძალების მხეცად მოხსენიება? ამას ამბობდნენ მოწინააღმდეგეები მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა სხვადასხვა ქვეყნის სასამართლოებში კამათი მიდიოდა იეჰოვას მოწმეების, როგორც ორგანიზაციის, ისე ცალკეული პირების, სტატუსის შესახებ. მაგრამ დაფიქრდით, განა თავად ერები არ ირჩევენ სახელმწიფო სიმბოლოებად მხეცებს? მაგალითად, ბრიტანეთის სიმბოლო ლომია, შეერთებული შტატების — არწივი, ჩინეთის კი — დრაკონი. მაშ, რატომ უნდა აღაშფოთოს ვინმე იმან, რომ ღმერთი, წმინდა ბიბლიის ავტორი, მსოფლიო მპყრობელების სიმბოლოდ მხეცებს იყენებს?
-