საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 8/09 გვ. 3-4
  • დაამოწმე მამაკაცებთან

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • დაამოწმე მამაკაცებთან
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2009
  • მსგავსი მასალა
  • ბედნიერების მიღწევა შესაძლებელია რელიგიურად დაყოფილ ოჯახებში
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2012
  • შეგიძლიათ უკეთ გაიცნოთ ჩვენი და-ძმების მეუღლეები, რომლებიც იეჰოვას მოწმეები არ არიან?
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2010
  • ჭეშმარიტებას „მშვიდობა კი არა, მახვილი“ მოაქვს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2017
  • გონივრული ხელმძღვანელობა დაქორწინებული წყვილებისთვის
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 2009
km 8/09 გვ. 3-4

დაამოწმე მამაკაცებთან

1. რის საჭიროება არსებობს სულიერი ინტერესების წინ წასაწევად?

1 ამ ბოლო დღეებში სამეფოს საქმე წინ მიიწევს, ამიტომ უფრო მეტად არიან საჭირო სულიერად მოწიფული მამაკაცები, რომლებიც საკუთარ თავზე აიღებენ პასუხისმგებლობებს (მარ. 4:30—32; საქ. 20:28; 1 ტიმ. 3:1—13). მაგრამ ზოგან ქალები უფრო ეხმაურებიან სასიხარულო ცნობას. ზოგ კულტურაში მამაკაცები ფიქრობენ, რომ შვილების სულიერ მოთხოვნილებებზე ცოლებმა უნდა იზრუნონ. როგორ შეგვიძლია აღვძრათ მამაკაცები, რომ სულიერისადმი წყურვილი გაუჩნდეთ და შემოგვიერთდნენ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში?

2. რა შედეგი გამოიღო პავლესა და პეტრეს ქადაგებამ?

2 უქადაგე მამაკაცებს: როცა ოჯახისთავი იღებს ჭეშმარიტებას, ხშირად ოჯახის სხვა წევრებიც უერთდებიან მას წმინდა თაყვანისმცემლობაში. მაგალითად, ქადაგების გამო საპყრობილეში მოხვედრილმა პავლემ და სილამ საპყრობილის ზედამხედველს უქადაგეს, რის შემდეგაც ის და მისი შინაურები მოინათლნენ (საქ. 16:25—34). კორინთში პავლეს ქადაგების შედეგად „სინაგოგის წინამძღვარმა კრისპუსმა და ყველა მისმა შინაურმა ირწმუნა უფალი“ (საქ. 18:8). იეჰოვამ პეტრე საქადაგებლად გაგზავნა ასისთავ კორნელიუსთან, რომელიც „მორწმუნე იყო და ღვთის შიში ჰქონდა“. კორნელიუსი თავის ნათესავებთან და ახლო მეგობრებთან ერთად მოინათლა (საქ. 10:1—48).

3. ფილიპეს მსგავსად, „მაღალი მდგომარეობის“ მამაკაცებიდან ვისთან შეგიძლია იქადაგო?

3 „მაღალი მდგომარეობის“ მამაკაცებთან ქადაგებამ შეიძლება შესანიშნავი შედეგები გამოიღოს (1 ტიმ. 2:1, 2). მაგალითად, იეჰოვას ანგელოზმა ურჩია ფილიპეს, ერთი დიდებულისთვის ექადაგა, რომელიც ეთიოპიის დედოფლის მთელ საგანძურზე იყო პასუხისმგებელი. ფილიპემ გაიგონა, რომ ეს კაცი „ხმამაღლა კითხულობდა ესაია წინასწარმეტყველს“ და იესოს შესახებ სასიხარულო ცნობა აუწყა. ეს ეთიოპი იესოს მიმდევარი გახდა და, შესაძლოა, თავისი ქვეყნისკენ მიმავალმა გზად იქადაგა. მან შეიძლება სამეფო კარზე ყველას უქადაგა, მათ შორის დედოფალს. ამ ადამიანებს შესაძლოა სხვაგვარად ვერასდროს მოესმინათ სასიხარულო ცნობა, ფილიპეს რომ ეთიოპი დიდებულისთვის არ ექადაგა (საქ. 8:26—39).

4. როგორ შეგვიძლია ვუქადაგოთ უფრო მეტ მამაკაცს?

4 უქადაგე რაც შეიძლება მეტ მამაკაცს: ვინაიდან მამაკაცები ხშირად მთელ დღეს სამსახურში ატარებენ, შეგიძლია ისე დაგეგმო, რომ მათთან საქადაგებლად საღამოს საათებში, შაბათ-კვირას ან დასვენების დღეებში მიხვიდე? საქმიან ტერიტორიებზე ქადაგება იმის შესაძლებლობას მოგცემს, რომ იმ მამაკაცებთან იქადაგო, რომლებიც სახლში არ გხვდებიან. ძმები ყველანაირად უნდა ეცადონ, რომ თანამშრომელ კაცებს უქადაგონ. კარდაკარ მსახურების დროს, განსაკუთრებით ისეთ უბნებზე, რომლებიც ხშირად მუშავდება, ძმებს შეუძლიათ მობინადრეს ჰკითხონ, არის თუ არა მამაკაცი სახლში, რომ მას ესაუბრონ.

5. როგორ უნდა მოიქცეს და, თუ სასიხარულო ცნობას მამაკაცი გამოეხმაურება?

5 თუ ქრისტიანი და კარდაკარ ქადაგებს და ჭეშმარიტებას მამაკაცი გამოეხმაურება, ის განმეორებით მონახულებაზე მარტო არ უნდა წავიდეს. მან შეიძლება თავის ქმართან ან სხვა მაუწყებელთან ერთად მოინახულოს ეს მამაკაცი. თუ დაინტერესებულს სურს, რომ მოწმეებმა ისევ მიაკითხონ, ჩვეულებრივ, უმჯობესია, რომ და გამოცდილ ძმასთან ერთად მივიდეს მასთან.

6. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ პავლე მოციქულს, რათა ‘რაც შეიძლება მეტი ადამიანი შევიძინოთ’?

6 შეარჩიე მამაკაცებისთვის საინტერესო საკითხები: მოციქული პავლე ითვალისწინებდა მსმენელის ინტერესებს და ისე ქადაგებდა, რომ ‘რაც შეიძლება მეტი ადამიანი შეეძინა’ (1 კორ. 9:19—23). მსგავსად, ჩვენც უნდა დავფიქრდეთ, რა საკითხები დააინტერესებთ მამაკაცებს ჩვენს ტერიტორიაზე და შესაბამისად მოვემზადოთ. მაგალითად, ისინი დიდი ინტერესით ადევნებენ თვალს ეკონომიკასა და მთავრობაში მიმდინარე ცვლილებებს და თავიანთი ოჯახების უსაფრთხოება აღელვებთ. მათ შეიძლება აგრეთვე აინტერესებდეთ, რა არის სიცოცხლის აზრი, რა მომავალი ელის დედამიწას და რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვა-წამებას. ხალხი სამეფოს შესახებ ცნობას უკეთ მოისმენს, თუ ჩვენს შეთავაზებებში ამ საკითხებს ჩავრთავთ (იგავ. 16:23).

7. როგორ შეუძლიათ კრების წევრებს დადებითი გავლენა მოახდინონ ჩვენი ქრისტიანი დების ქმრებზე, რომლებიც კრების შეხვედრებზე დადიან?

7 დაეხმარე ქრისტიანი დების ქმრებს, რომლებიც მოწმეები არ არიან: მართალია ქრისტიანი დების საქციელი ხშირად დადებითად მოქმედებს მათ ქმრებზე, კრების წევრებსაც შეუძლიათ მათზე კარგი გავლენის მოხდენა (1 პეტ. 3:1—4). მაგალითად, კარგი დამოწმება იქნება, თუ გულთბილად მივესალმებით კრების შეხვედრაზე მოსულ ჩვენი დის ქმარს. კრებაზე ის ალბათ იმიტომ მოვიდა, რომ ჭეშმარიტება აინტერესებს და ბიბლიის შესწავლაც კი შეიძლება დაიწყოს.

8. როგორ შეუძლიათ ძმებს ყურადღება გამოავლინონ ჩვენი დების ქმრების მიმართ, რომლებიც ჭეშმარიტებისადმი მცირე ინტერესს მაინც ავლენენ?

8 სხვა მხრივ, ზოგი დის ქმარმა თავიდან შეიძლება ჭეშმარიტებისადმი დიდი ინტერესი არ გამოავლინოს, მაგრამ მოგვიანებით გამოთქვას სურვილი, რომ ბიბლიურ თემებზე ისაუბროს ძმასთან, ვისთანაც კარგი ურთიერთობა აქვს. ერთ კრებაში ძმებმა ძალისხმევა არ დაიშურეს, რომ ხშირად მოენახულებინათ ჩვენი დის ქმარი და მისთვის საინტერესო თემებზე ესაუბრათ. მალე მათ სულიერ საკითხებზე დაიწყეს საუბარი და დღეს ის მონათლული ძმაა. ერთი ძმა დაეხმარა ჩვენი დის ქმარს ღობის გაკეთებაში. ამ მხრივ გამოვლენილმა ყურადღებამ ის აღძრა, რომ ბიბლიის შესწავლა დაეწყო (გალ. 6:10; ფილ. 2:4). ძმებო, კარგი იქნებოდა, თუ თქვენც გამოავლენდით ყურადღებას ჩვენი დების ქმრების მიმართ!

9. რა შედეგებს მოიტანს ის, თუ ქრისტიან მამაკაცებს პასუხისმგებლობების აღებაში დაეხმარებით?

9 დაეხმარე ძმებს პასუხისმგებლობების აღებაში: მამაკაცები, რომლებიც ეხმაურებიან სასიხარულო ცნობას და იეჰოვას მსახურებაში პასუხისმგებლობები ეკისრებათ, კრებისთვის არიან „ძღვენი ადამიანთა სახით“. ეს ქრისტიანი უხუცესები თავიანთ უნარსა და ძალებს იეჰოვას ხალხის დასახმარებლად იყენებენ (ეფეს. 4:8; ფსალმ. 68:18). ასეთი მამაკაცები გულმოდგინებითა და სიხარულით მწყემსავენ ღვთის კრებას (1 პეტ. 5:2, 3). ისინი დიდი კურთხევა არიან მთელი საძმოსთვის!

10. როგორ დაეხმარა უამრავ ადამიანს ის, რომ ანანიამ პავლეს უქადაგა?

10 სავლე „უცხოტომელთა მოციქული“ გახდა მიუხედავად იმისა, რომ ერთ დროს ქრისტიანებს დევნიდა (რომ. 11:13). თავიდან მოწაფე ანანია უხალისოდ დასთანხმდა, რომ სავლესთვის ექადაგა. მაგრამ ის მიჰყვა უფლის მითითებას და უქადაგა მამაკაცს, რომელიც პავლე მოციქულის სახელით გახდა ცნობილი. წლების განმავლობაში პავლე ათასობით ადამიანს დაეხმარა ჭეშმარიტების გაგებაში. დღეს მილიონები იღებენ ცოდნას წერილებიდან, რომლებიც პავლემ ღვთის შთაგონებით დაწერა (საქ. 9:3—19; 2 ტიმ. 3:16, 17).

11. რატომ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ჩვენს უბნებზე მამაკაცებს ვუქადაგოთ?

11 თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს უბნებზე მამაკაცებს ვუქადაგოთ. თუ მიზნად დავისახავთ ამას, იეჰოვა აუცილებლად აკურთხებს ჩვენს მცდელობას, რომ შევასრულოთ მისი ნება და მხარი დავუჭიროთ სამეფოს ინტერესებს.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება