-
ღვთისმოსაწონი მსხვერპლშესაწირავებისაგუშაგო კოშკი — 2000 | 15 აგვისტო
-
-
13. აღწერეთ შესაწირავები, რომლებსაც საკუთარი სურვილისამებრ, ძღვნად სწირავდნენ ღმერთს.
13 იმ მსხვერპლშესაწირავთა შორის, რომლებსაც საკუთარი სურვილისამებრ, ძღვნად ან ღმერთთან მისაახლოებლად და მისი კეთილგანწყობილების მოსაპოვებლად სწირავდნენ, იყო ყოვლადდასაწველი, პურის და საზიარო შესაწირავები.
-
-
ღვთისმოსაწონი მსხვერპლშესაწირავებისაგუშაგო კოშკი — 2000 | 15 აგვისტო
-
-
14. როგორ სწირავდნენ პურის შესაწირავს?
14 პურის შესაწირავი ლევიანნის მე-2 თავშია აღწერილი. ეს იყო ნებაყოფლობითი შესაწირავი, რომელსაც საუკეთესო ხარისხის ფქვილი შეადგენდა; ამ ფქვილზე კი, ჩვეულებრივ, ზეთი იყო მოსხმული და ზედ გუნდრუკი ჰქონდა დადებული. „აიღოს იქიდან სავსე პეშვი წმინდა პურის ფქვილი და ზეთი მთელ მის გუნდრუკთან ერთად, და აკმიოს მოძღვარმა [მღვდელმა] მისი მოსახსენიებელი ნაწილი სამსხვერპლოს, — ცეცხლზე დასაწველი მსხვერპლი, სასიამოვნო სუნი უფლისათვის“ (ვაიკრა 2:2, „თორა“, [ლევიანნი 2:2]). გუნდრუკი წმინდა საკმევლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო, რომელიც კარვისა და ტაძრის სამსხვერპლოზე იწვებოდა (გამოსვლა 30:34—36). მეფე დავითს ეს ჰქონდა, ალბათ, მხედველობაში, როდესაც თქვა: „წარიმართოს ჩემი ლოცვა საკმევლად შენს წინაშე, ხელთა აღპყრობა — შესაწირავად მწუხრის ჟამისა“ (ფსალმუნი 140:2).
-