საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ევნიკე და ლოისი — სამაგალითო აღმზრდელები
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 15 მაისი
    • მაგრამ ევნიკეს თანამორწმუნეც ჰყავდა. როგორც ჩანს, ტიმოთემ ‘საღვთო წერილებიდან’ ცოდნა დედისა და დედის მხრიდან ბებიის, ლოისის, მეშვეობით მიიღოa. მოციქული პავლე ტიმოთეს მოუწოდებდა: „იდექ იმაზე, რაც გისწავლია და რაც გირწმუნია, ვინაიდან იცი, ვისგან გისწავლია. რადგან შენ ხომ ბავშვობიდანვე იცი საღვთო წერილები, რომელთაც ძალუძთ შენი დაბრძენება სახსნელად ქრისტე იესოს რწმენაში“ (2 ტიმოთე 3:14, 15).

  • ევნიკე და ლოისი — სამაგალითო აღმზრდელები
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 15 მაისი
    • ტიმოთეს ‘სწამდა’ ბიბლიური ჭეშმარიტებები. ერთი ბერძნული ლექსიკონის თანახმად, პავლეს მიერ აქ გამოყენებული სიტყვა ნიშნავს „მტკიცედ დარწმუნებას; დაჯერებას“. ეჭვგარეშეა, საკმაო დრო და ძალისხმევა იყო საჭირო, რომ ტიმოთეს გულში ასეთი მტკიცე დაჯერებულობა ჩანერგილიყო, რაც მას ღვთის სიტყვის გაგებასა და მისადმი რწმენის გამოვლენაში დაეხმარებოდა. როგორც ჩანს, მაშინ ევნიკემ და ლოისმა დიდი შრომა გასწიეს, რათა ტიმოთესთვის საღვთო წერილი ესწავლებინათ. და რამხელა ჯილდო მოიმკეს ამ ღვთისმოშიშმა ქალებმა! ტიმოთეზე პავლეს შეეძლო დაეწერა: „ვიხსენებ შენს წრფელ რწმენას, რომელიც უწინ დამკვიდრებული იყო დიდედაშენ ლოისში და დედაშენ ევნიკეში და მწამს, რომ იგი შენშიც არის“ (2 ტიმოთე 1:5).

      რა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ევნიკემ და ლოისმა ტიმოთეს ცხოვრებაში! ამასთან დაკავშირებით, მწერალი დეივიდ რიდი აღნიშნავს: «მოციქულს რომ ეფიქრა, ტიმოთე თვითონ გაქრისტიანდაო, ის მაშინვე აღნიშნავდა ამას. მაგრამ ტიმოთეს რწმენასთან დაკავშირებით მან პირველ რიგში მოიხსენია, რომ ეს რწმენა თავიდან დამკვიდრებული იყო „ლოისში და. . . ევნიკეში“». პავლეს სიტყვები ლოისის, ევნიკესა და ტიმოთეს რწმენის შესახებ ცხადყოფს, რომ ხშირად სახლში მშობლების ან ბებია-პაპების მიერ მიცემული ბიბლიური განათლება მთავარ როლს ასრულებს ახალგაზრდის მომავალი სულიერი მიზნების განსაზღვრაში. არ უნდა აღძრას ამან ოჯახის წევრები, სერიოზულად დაფიქრდნენ, თუ რას გააკეთებენ ღვთისა და შვილების წინაშე ამ ვალდებულების შესასრულებლად?

      შესაძლოა, პავლე ლოისისა და ევნიკეს მიერ შექმნილ ოჯახურ ატმოსფეროზეც ფიქრობდა. მოციქული შეიძლება მათთან სტუმრად იყო დაახლოებით ახ. წ. 47, 48 წლებში, როდესაც ის ლისტრაში პირველად დარჩა. იმ დროს ეს ორი ქალი, ალბათ, ქრისტიანობაში ახალმოქცეული იყო (საქმეები 14:8–20). შესაძლოა, ამ ოჯახში გამეფებულმა თბილმა, სასიამოვნო ურთიერთობამ იქონია გავლენა იმ სიტყვების შერჩევაზე, რომლებიც ლოისის, ტიმოთეს ‘დიდედისადმი’, იყო მიმართული. სწავლულის სესლა სპიკის ნათქვამის თანახმად, პავლეს მიერ გამოყენებული ბერძნული სიტყვა („მამმე“, კლასიკურ და თავაზიან „ტეთესგან“ განსხვავებით) არის ბებიისთვის „ბავშვის მიერ დაძახებული მოფერებითი ფორმა“, რომელიც ამ კონტექსტში „ახლო ურთიერთობისა და თბილი გრძნობის ნიუანსს“ შეიცავს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება