საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ძველი დროის მოგზაურები ხმელთაშუა ზღვისპირეთს გასცდნენ
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 1 მარტი
    • ბრეტანში ბევრი გამოცდილი გემთმშენებელი და მეზღვაური იყო, რომლებიც დიდ ბრიტანეთში ვაჭრობდნენ. დიდი ბრიტანეთის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთით მდებარე კორნუოლი მდიდარი იყო კალით, რომელიც ბრინჯაოს ერთ-ერთი ძირითადი შენადნობია. ამიტომ პითეასმა ამჯერად ბრიტანეთის მიმართულებით გაცურა. მის მიერ აღწერილი ბრიტანეთის ფართობი და სამკუთხა ფორმა იმაზე მეტყველებს, რომ მან ნამდვილად შემოუარა ამ კუნძულს.

      მართალია, დაზუსტებით ვერავინ იტყვის, რა მარშრუტით მოგზაურობდა პითეასი, მაგრამ მას თავისუფლად შეეძლო გაეცურა ბრიტანეთისა და ირლანდიის კუნძულებს შორის, და კუნძულ მენზე შეესვენა, რომლის განედი შეესაბამება მის მიერ მეორედ გაზომილი მზის სხივის დაცემის კუთხეს. პითეასმა ჰორიზონტიდან მზის სიმაღლე გნომონის ჩრდილის სიგრძით მესამედ, შესაძლოა, შოტლანდიის დასავლეთ სანაპიროსთან მდებარე ჰებრიდის ერთ-ერთ კუნძულზე, ლუისზე გამოიანგარიშა. აქედან, როგორც ჩანს, მან გზა შოტლანდიის ჩრდილოეთით, ორკნის კუნძულებისკენ განაგრძო, რადგან პლინიუს უფროსის მიერ პითეასის წიგნიდან მოყვანილი ციტატიდან ჩანს, რომ ორკნის კუნძულები 40 კუნძულს აერთიანებდა.

  • ძველი დროის მოგზაურები ხმელთაშუა ზღვისპირეთს გასცდნენ
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 1 მარტი
    • ვარაუდობენ, რომ პითეასი დიდ ბრიტანეთში იმავე გზით დაბრუნდა, რომელსაც თავიდან დაადგა, და კიდევ ერთი წრე დაარტყა ამ კუნძულს. ცნობილი არ არის, ხმელთაშუა ზღვისპირეთში ჩასვლამდე იხილა თუ არა მან ჩრდილოეთ ევროპის სანაპირო. როგორც უნდა იყოს, პლინიუს უფროსის მიერ მოყვანილი ციტატიდან ჩანს, რომ პითეასმა ნამდვილად მიაღწია იმ ქვეყნებამდე, სადაც ქარვა მოიპოვებოდა. ეს ძვირფასი ქვა დღესაც მოიპოვება დღევანდელი დანიის ერთ-ერთ ნაწილში მდებარე იუტლანდიაში და ბალტიის ზღვის სამხრეთ სანაპიროზე. რასაკვირველია, პითეასს შეეძლო შეესწავლა ეს ადგილები, თუ ესტუმრებოდა ბრიტანეთის აღმოსავლეთით მდებარე ნებისმიერ საპორტო ქალაქს, მაგრამ მას არსად არაფერი აქვს ნათქვამი ამის შესახებ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება