ბიბლიის წინასწარმეტყველების შესრულება
ლონდონის (ინგლისი) ერთ-ერთი მუზეუმის (Imperial War Museum) გამოფენაზე არის უნიკალური საათი და ციფრების ელექტრომრიცხველი. ყოველ 3,31 წამში, მრიცხველის ტკაცუნის ხმა ისმის. ყოველი ასეთი ხმისას საერთო ციფრს კიდევ ერთი ემატება. ყოველი ტკაცუნი თითო ციფრია და ასიმბოლოებს მამაკაცს, ქალს ან ბავშვს, რომელიც ამ საუკუნეში ომის დროს მოკვდა.
მრიცხველმა თვლა დაიწყო 1989 წლის ივნისიდან და, როგორც ვარაუდობენ, დაასრულებს 2 000 წლის დამდეგს, ახალი წლის საღამოს. იმ დროისთვის აღმრიცხველი აღნუსხავს ასობით მილიონს — XX საუკუნეში ომთან დაკავშირებული მიზეზებით დაღუპულთა დაახლოებით რიცხვს.
დაახლოებით 2 000 წლის წინათ იესო ქრისტემ იწინასწარმეტყველა ისეთი დრო, რომლისთვისაც დამახასიათებელი იქნებოდა ‘ერის ერის წინააღმდეგ და სამეფოს სამეფოს წინააღმდეგ აღდგომა’. ამიტომ, იეჰოვას მოწმეები დიდი ხანია ქადაგებენ, რომ ამ საუკუნის გამანადგურებელი ომები, მრავალი მიწისძვრები, ეპიდემიები, შიმშილობები და სხვა მოვლენები ერთად წარმოადგენენ იმის მტკიცებას, რომ ვცხოვრობთ „უკანასკნელ დღეებში“ — დროის იმ მონაკვეთში, რომელიც 1914 წელს ზეცაში ქრისტეს გამეფებას მოჰყვა (ლუკა 21:10, 11; 2 ტიმოთე 3:1).
„საგუშაგო კოშკი“, რომლის ავტორიტეტია ბიბლია, აცხადებს კეთილ ცნობას, რომ ღვთის სამეფო მალე გაანადგურებს მჩაგვრელებს და დედამიწას სამოთხედ გადააქცევს. მაგრამ რა შეიძლება ითქვას ომებზე? ბიბლია ამბობს: „მოდით, იხილეთ საქმენი უფლისანი, როგორ გააპარტახა დედამიწა. შეწყვეტს ომებს დედამიწის კიდით-კიდემდე, მშვილდს შემუსრავს და შუბს დაამსხვრევს, ეტლებს დაბუგავს ცეცხლით“ (ფსალმუნი 45:9, 10).
[საავტორო უფლება 32 გვერდზე]
საათი: By Courtesy of the Imperial War Museum