საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • წიგნი, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ — ნაწილი 7
    გამოიღვიძეთ! — 2011 | მაისი
    • უტყუარი წინასწარმეტყველება

      მეშვიდე იმპერიის ჩამოყალიბება მაშინ დაიწყო, როცა რომის იმპერიის ჩრდილო-დასავლეთით ინგლისი ძალას იკრებდა. XVIII საუკუნის 60-იან წლებში ეს კუნძულოვანი სახელმწიფო ბრიტანეთის ძლევამოსილ იმპერიად გადაიქცა. იგი სიმდიდრესა და ძალაუფლებას იხვეჭდა და უკვე XIX საუკუნეში უმდიდრესი და უძლიერესი ქვეყნის სახელი მოიპოვა. ერთი ნაშრომის თანახმად, „ბრიტანეთის იმპერიაზე დიდი იმპერია მსოფლიოში არ არსებობდა. ეს იმპერია 28 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე იყო გადაჭიმული და მისი მოსახლეობის რიცხვი 372 მილიონს აღწევდა“.

      განსაკუთრებული ალიანსი

      2010 წლის ივლისში გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე, რომელსაც გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრი, დეივიდ კამერონი ესწრებოდა, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა: „არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა არსებობს. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი საერთო მემკვიდრეობით. ვუფრთხილდებით ჩვენს ფასეულობებს . . . რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი ალიანსი ყოველმხრივ წარმატებულია, რადგან საერთო ინტერესების წინსვლას ემსახურება . . . როცა შეერთებული შტატები და გაერთიანებული სამეფო ერთად არის, ჩვენი ხალხი და მსოფლიოს ხალხები გაცილებით უსაფრთხოდ გრძნობენ თავს და კეთილდღეობით ხარობენ. მოკლედ რომ ვთქვათ, შეერთებულ შტატებს დიდ ბრიტანეთზე უფრო ახლო და ძლიერი მოკავშირე არ ჰყავს“.

      პირველმა მსოფლიო ომმა (1914—1918 წლები) ბიძგი მისცა ბრიტანეთს, მის ყოფილ კოლონიასთან, კერძოდ, შეერთებულ შტატებთან განსაკურთებული კავშირი დაემყარებინა. შედეგად ბრიტანეთის იმპერიამ ასპარეზი დაუთმო ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერიას, ანუ ერთ, ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე ორ მოკავშირე ქვეყანას, რომელიც დღემდე არსებობს (იხილეთ ჩარჩო „განსაკუთრებული ალიანსი“).

  • წიგნი, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ — ნაწილი 7
    გამოიღვიძეთ! — 2011 | მაისი
ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება