საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • როგორ შეუძლია ამინდს შეცვალოს ისტორიის სვლა
    გამოიღვიძეთ! — 2011 | ივნისი
    • ზღვაზე ამოვარდნილი ქარიშხალი

      ესპანეთის მეფე ფილიპე II-მ 1588 წელს ინგლისზე თავდასასხმელად ლა-მანშის სრუტეში ესპანეთის არმადის სახელწოდებით ცნობილი თავისი ფლოტი გაგზავნა. მაგრამ მისი გეგმების განხორციელებას ხელი ამინდმა შეუშალა.

      ესპანეთის ფლოტს ლა-მანშის სრუტეში ინგლისის გემები დახვდა. ესპანეთის გემებთან შედარებით, ინგლისელთა გემები უფრო კარგად მანევრირებდნენ. ინგლისელებმა მოწინააღმდეგის გემებს უმნიშვნელო ზიანი მიაყენეს. ამის შემდეგ თავისი გეგმის განსახორციელებლად ესპანეთის არმადამ კალესთან ახლოს ღუზები ჩაუშვა, რათა ქვეითი ჯარი აეყვანა და მათი დახმარებით თავს დასხმოდა ინგლისს.

      ამ დროს ღამის წყვდიადში ინგლისმა ცეცხლი წაუკიდა თავის რამდენიმე გემს და ცეცხლმოკიდებულმა, უეკიპაჟო გემებმა ქარისა და ხელსაყრელი დინების დახმარებით პირდაპირ ღუზაჩაშვებული მტრის გემებისკენ გასცურეს. ცეცხლმოკიდებულ გემებს რომ არ დაჯახებოდნენ, ესპანელებმა მრავალ გემზე ღუზები გადაჭრეს. თუმცა, მოგვიანებით ეს ნაბიჯი ესპანელებს ძვირად დაუჯდათ.

      კალეში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ორივე ფლოტმა კურსი ჩრდილოეთის ზღვისკენ აიღო, რაშიც ზურგის ქარი ეხმარებოდათ. მაგრამ ინგლისის ფლოტს ტყვია-წამალი შემოაკლდა და ამიტომ, ამ უკანასკნელმა უკან, ინგლისის სანაპიროსკენ დაიხია. ესპანეთში დასაბრუნებელი გზა ინგლისელებს ეკავათ, ამავე დროს, ქარმაც იცვალა მიმართულება და ესპანელები იძულებულნი გახდნენ, ჩრდილოეთისკენ, შოტლანდიის შემოვლით გაეცურათ და შემდეგ გეზი სამხრეთით, ირლანდიისკენ აეღოთ და ბოლოს ესპანეთში დაბრუნებულიყვნენ.

      სანამ ესპანეთში ჩააღწევდა, არმადას საგრძნობლად შემოაკლდა საკვები და წყალი. დაზიანებულ გემებზე უამრავი დაჭრილი და სურავანდით დაავადებული იყო. ეკიპაჟის წევრები ძალიან დასუსტდნენ, რადგან თითქმის შიმშილობდნენ.

      ესპანურმა გემებმა შოტლანდიას რომ შემოუარეს, ატლანტის ოკეანიდან ამოვარდნილმა ქარიშხალმა ისინი ირლანდიის სანაპიროსკენ წაიღო. ამ დროს თავდასაცავად საჭირო იყო ღუზების ჩაშვება და მანამდე მოცდა, სანამ ქარი ხელსაყრელი მიმართულებით დაუბერავდა. მაგრამ იმის გამო, რომ კალესთან ინგლისელთა ცეცხლმოკიდებული გემების დანახვაზე ესპანელებმა თავიანთი ღუზები გადაჭრეს, 26 ესპანური ხომალდი ირლანდიის სანაპიროსთან დაიმსხვრა, რამაც 5 000—6 000 კაცის სიცოცხლე შეიწირა.

      არმადა ესპანეთში დაბრუნდა. ეკიპაჟის თითქმის 20 000 წევრი დაღუპული იყო. ამდენი ადამიანის დაღუპვა და გემების მსხვრევა ამინდმა განაპირობა. ყოველ შემთხვევაში ჰოლანდიელები ასე ფიქრობდნენ. მოგვიანებით, მედალზე, რომელიც ჰოლანდიელებმა ესპანეთის არმადის დაღუპვის აღსანიშნავად დაამზადეს, ამოტვიფრეს საყოველთაოდ ცნობილი წარწერა: „იეჰოვამ დაუბერა და გაფანტა ისინი“. ამ წარწერით ჰოლანდიელებმა გაიზიარეს გავრცელებული შეხედულება, რომ თითქოს სტიქიურ უბედურებებს ღმერთი იწვევს.

  • როგორ შეუძლია ამინდს შეცვალოს ისტორიის სვლა
    გამოიღვიძეთ! — 2011 | ივნისი
    • [სურათი 24 გვერდზე]

      ესპანეთის არმადა

      [საავტორო უფლება]

      © 19th era/Alamy

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება