-
დედოფალ ელისაბედ I-ის ოქროს ხანა მითი თუ რეალობა?გამოიღვიძეთ! — 2010 | იანვარი
-
-
ფილიპეს გაბედული სტრატეგია
ფილიპე, იმდროინდელი ევროპის უძლიერესი მმართველი, ცდილობდა, ინგლისი ისევ კათოლიციზმზე მოექცია. ამ მიზნით მან ტახტზე ახლად ასულ ელისაბედს ცოლობა სთხოვა, რაზეც უარი მიიღო. წლების განმავლობაში ინგლისის გემები ძარცვავდნენ ესპანეთის გემებსა და პორტებს, რითაც სერიოზულ საფრთხეს უქმნიდნენ ზღვაზე ესპანეთის ერთპიროვნულ ბატონობას. კიდევ ერთი დარტყმა ესპანეთისთვის ის იყო, რომ ელისაბედმა მხარი დაუჭირა აჯანყებულ ჰოლანდიელებს, რომლებიც ესპანეთის ბატონობისგან გათავისუფლებას ლამობდნენ. მერის სიკვდილით დასჯამ ფილიპეს მოთმინების ფიალა აუვსო. პაპისგან წაქეზებულ მეფეს ჩაფიქრებული ჰქონდა, რომ ესპანური არმადა, 130-ზე მეტი გემისგან შემდგარი უზარმაზარი ფლოტი, ნიდერლანდებში შეეყვანა, იქიდან ქვეითი ჯარი აეყვანა და ლა-მანშის გავლით თავს დასხმოდა ინგლისს. ვიდრე მეფე ფლოტის სრულ მობილიზებას მოახდენდა, ინგლისელმა ჯაშუშებმა მისი გეგმის შესახებ შეიტყვეს. ელისაბედმა სერ ფრანსის დრეიკის მეთაურობით 30 ხომალდი გაგზავნა კადისის პორტში (ესპანეთი), სადაც მათ ესპანელებს რამდენიმე ძვირფასი ხომალდი გაუნადგურეს, რამაც ერთი წლით შეაფერხა ფილიპეს გეგმა.
1588 წელს, როცა არმადამ საბოლოოდ აიღო გეზი ინგლისისკენ, ელისაბედის სამხედრო-საზღვაო ფლოტი უკვე მზად იყო თავდასხმის მოსაგერიებლად. ინტენსიური ცეცხლის მიუხედავად, ესპანეთის ფლოტი სერიოზული ზარალის გარეშე შევიდა ლა-მანშში და საფრანგეთის პორტში, კალეში გაჩერდა. მომდევნო დღეს ინგლისელებმა რვა ბრანდერიb გაგზავნეს. ესპანელები პანიკამ მოიცვა და მათი ხომალდები სხვადასხვა მხარეს მიმოიფანტნენ. ცხარე შეტაკების შემდეგ სამხრეთ-დასავლეთიდან ამოვარდნილმა ქარიშხალმა ესპანელთა ხომალდები ინგლისის სანაპიროდან ჩრდილოეთით, შოტლანდიისკენ გაიტაცა. შოტლანდიასთან და ირლანდიის დასავლეთ სანაპიროსთან ამოვარდნილმა ქარიშხლებმა ესპანური ხომალდების ნახევარი იმსხვერპლა, გადარჩენილმა ხომალდებმა კი რის ვაივაგლახით ჩააღწიეს ესპანეთამდე.
-
-
დედოფალ ელისაბედ I-ის ოქროს ხანა მითი თუ რეალობა?გამოიღვიძეთ! — 2010 | იანვარი
-
-
b ბრანდერი იყო ფეთქებადი და სხვა ადვილად აალებადი ნივთიერებებით დატვირთული საომარი ხომალდი, რომელსაც მტრის გემებისთვის ცეცხლის წასაკიდებლად იყენებდნენ.
-
-
დედოფალ ელისაბედ I-ის ოქროს ხანა მითი თუ რეალობა?გამოიღვიძეთ! — 2010 | იანვარი
-
-
ა) ინგლისური ბრანდერები ესპანურ არმადას უახლოვდებიან;
-