-
რისთვის არის საჭირო პოლიცია?გამოიღვიძეთ! — 2002 | ივლისი 8
-
-
„ხალხის დახმარება დიდ სიამოვნებას მანიჭებს, — ამბობს აივენი, ბრიტანელი პოლიციელი, — ამ სამუშაოს მრავალფეროვნებამაც ძალიან მიმიზიდა. როგორც წესი, ბევრმა არ იცის, რომ პოლიციელის სამუშაოს მხოლოდ 20—30 პროცენტია დამნაშავეობასთან დაკავშირებული. უმეტესწილად კი, ჩვენი სამსახური საზოგადოების საკეთილდღეოდ ჩატარებულ სხვა სამუშაოებს მოიცავს. ტიპიური სამუშაო დღის განმავლობაში პატრულირებისას შეიძლება უცაბედ სიკვდილს, ავტოსაგზაო შემთხვევას და დანაშაულს შევესწრო ან შეიძლება დაბნეულ ხანდაზმულ ადამიანს გადავეყარო, რომელსაც დახმარება ესაჭიროება. განსაკუთრებულ კმაყოფილებას მაშინ ვგრძნობ, როცა მშობლებს დაკარგულ ბავშვს ვუბრუნებ ან ბოროტმოქმედების მსხვერპლს ემოციური ჭრილობების შეხორცებაში ვეხმარები“.
-
-
პოლიცია საზოგადოების სადარაჯოზე — იმედები და ეჭვებიგამოიღვიძეთ! — 2002 | ივლისი 8
-
-
პოლიცია საზოგადოების სადარაჯოზე — იმედები და ეჭვები
მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში ინგლისის მრავალ მოქალაქეს ჭკუაში არ უჯდებოდა იდეა კარგად მომზადებული პოლიციის შექმნის შესახებ, რომლის თანამშრომლებიც სპეცტანსაცმელში იქნებოდნენ გამოწყობილი. ისინი შიშობდნენ, რომ შეიარაღებული ძალები, რომლებსაც ცენტრალური მთავრობა გააკონტროლებდა, საფრთხეს შეუქმნიდა მათ თავისუფლებას. ზოგს იმისიც ეშინოდა, რომ ეს ყველაფერი პოლიციური შპიონაჟის ისეთ სისტემად გადაიქცეოდა, როგორიც უკვე ჟოზეფ ფუშეს ჰქონდა ჩამოყალიბებული საფრანგეთში. ასეა თუ ისე, ისინი მაინც დადგნენ კითხვის წინაშე: „რა უნდა ვქნათ პოლიციის გარეშე?“.
ლონდონი, რომელიც მსოფლიოს უდიდესი და უმდიდრესი ქალაქი გახდა, დამნაშავეობის ჭაობში იძირებოდა, რაც ბიზნესის განვითარებას აფერხებდა. ვერც მოხალისე ღამის გუშაგები, ვერც პროფესიონალი ქურდის დამჭერები და ვერც კერძო დეტექტიური სააგენტოს თანამშრომლები — ბოუ-სტრიტ რანერები (ბოუ-სტრიტელი პოლიციელები) — ვერ უზრუნველყოფდნენ ხალხისა და მათი საკუთრების დაცვას. წიგნის, „ინგლისის პოლიცია — მისი განვითარების პოლიტიკური და საზოგადოებრივი ისტორია“, ავტორი, კლაივ ემსლი, ამბობს: „რაც დრო გადიოდა, მით უფრო ბევრი ხვდებოდა, რომ დამნაშავეობასა და უწესრიგობას არ უნდა ეარსება ცივილიზებულ საზოგადოებაში“. ასე რომ, სერ რობერტ პილისa ხელმძღვანელობით ლონდონელებმა პროფესიული პოლიციის შექმნა განიზრახეს და იმედოვნებდნენ, რომ ეს ძალიან კარგ შედეგებს მოიტანდა. 1829 წლის სექტემბერში ფორმაში გამოწყობილმა საქალაქო პოლიციის კონსტებლებმა თავ-თავიანთ უბნებში პატრულირება დაიწყეს.
-