საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • კოვერდეილი და ინგლისური ბიბლიის პირველი სრული გამოცემა
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 ივნისი
    • მალე მეფის მთავარმა მრჩეველმა, ტომას კრომველმა, რომელსაც კენტერბერის არქიეპისკოპოსი კრანმერი უჭერდა მხარს, დაინახა იმის საჭიროება, რომ „მათეს ბიბლია“ გადამუშავებული სახით ხელახლა გამოცემულიყო. ამიტომ, მან მიმართა კოვერდეილს, რომ კიდევ ერთხელ გადაეხედა მის მიერ შესრულებული ხელნაწერისთვის. მეფე ჰენრიმ 1539 წელს ნებართვა მისცა მათ, რომ ახალი თარგმანი დაებეჭდათ და თავადაც შეუკვეთა მისი რამდენიმე ეგზემპლარი, რათა ეკლესიებში ხალხისთვის ხელმისაწვდომ ადგილას დადებულიყო. ამ თარგმანს მისი მოცულობის გამო „დიდი ბიბლია“ ეწოდა. ბიბლიის ამ თარგმანმა საქვეყნო აღიარება პოვა.

  • კოვერდეილი და ინგლისური ბიბლიის პირველი სრული გამოცემა
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 ივნისი
    • მიუხედავად ამისა, მოგვიანებით მან ღვთის სახელი, იეჰოვა, სამჯერ მოიხსენია „დიდ ბიბლიაში“.

  • კოვერდეილი და ინგლისური ბიბლიის პირველი სრული გამოცემა
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 ივნისი
    • «იმ დღიდან მოყოლებული, რაც ტინდალი „ახალი აღთქმის“ თარგმნას შეუდგა . . . კოვერდეილის სახელით ცნობილმა „დიდმა ბიბლიამ“ ინგლისურ ენაზე მანამდე შესრულებული ყველა სხვა თარგმანი უკან ჩამოიტოვა», — ნათქვამია ერთ წიგნში (The Bibles of England). სწორედ კოვერდეილის სახელით ცნობილი თარგმანის წყალობით ეზიარა მისი თანამედროვე ინგლისურენოვანი საზოგადოება ბიბლიას.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება