-
დედოფალ ელისაბედ I-ის ოქროს ხანა მითი თუ რეალობა?გამოიღვიძეთ! — 2010 | იანვარი
-
-
„ოქროს ხანის“ დასაწყისი
ელისაბედის მეფობის დასაწყისში ინგლისს ჯერ არ ჰქონდა დაპყრობილი ზღვისიქითა ტერიტორიები მაშინ როცა ესპანეთს დიდი სიმდიდრე ჰქონდა დაგროვებული ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში ვეებერთელა ტერიტორიების დაპყრობით. ინგლისელებს არ სურდათ, ესპანელებს ჩამორჩენოდნენ. ამიტომ თავგადასავალთა მაძიებლებმა სახელის, სიმდიდრისა და ახალი სავაჭრო გზების ძიებაში გეზი ჩინეთისა და შორეული აღმოსავლეთისკენ აიღეს. სერ ფრანსის დრეიკი პირველი კაპიტანი იყო, რომელმაც თავისი ხომალდით დედამიწის გარშემო იმოგზაურა. სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის სანაპიროებთან ის განძით დატვირთულ ესპანურ გემებსაც ძარცვავდა. ახალ მსოფლიოზე ესპანეთის მონოპოლიისთვის წერტილი რომ დაესვა, სერ უოლტერ როლიმ დააფინანსა ექსპედიცია ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე ახალი კოლონიის აღმოსაჩენად. მითვისებულ ტერიტორიას მან ინგლისის ქალწული (ინგლისურად „ვირჯინ“) დედოფლის პატივსაცემად ვირჯინია უწოდა. მართალია, კოლონიების დაარსების ინგლისელთა პირველი მცდელობები უშედეგოდ დამთავრდა, მაგრამ ამით მათი ინტერესი არ განელებულა. ესპანეთის უძლეველი არმადას დამარცხების შემდეგ, ინგლისმა დიდი ძალაუფლება მოიპოვა ზღვაზე. ელისაბედიც ხელს უწყობდა ახალ სავაჭრო ექსპედიციებს, რომლებიც მსოფლიოს მეორე ნაწილში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ეწყობოდა. ასე ჩაეყარა საფუძველი ბრიტანეთის იმპერიას, რომელიც საბოლოოდ მთელ მსოფლიოზე გაბატონდა.c
-
-
დედოფალ ელისაბედ I-ის ოქროს ხანა მითი თუ რეალობა?გამოიღვიძეთ! — 2010 | იანვარი
-
-
მე-19 საუკუნის ბოლოს ელისაბედის რეპუტაცია უფრო ამაღლდა, როდესაც მას მიაწერეს ბრიტანეთის იმპერიის დაარსება, რომელიც იმ დროისთვის მსოფლიოს მეოთხედს მოიცავდა.
-
-
დედოფალ ელისაბედ I-ის ოქროს ხანა მითი თუ რეალობა?გამოიღვიძეთ! — 2010 | იანვარი
-
-
[ჩარჩო⁄სურათი 22 გვერდზე]
ჯონ დი და ბრიტანეთის იმპერია
ელისაბედი ჯონ დის (1527— დაახლ. 1608) თავის ფილოსოფოსს უწოდებდა. ის ცნობილი მათემატიკოსი, გეოგრაფი და ასტრონომი იყო. გარდა ამისა, ჯონ დი გატაცებული იყო ასტროლოგიითა და ოკულტიზმით. მან ურჩია დედოფალს, რომელი დღე იქნებოდა კორონაციისთვის ყველაზე ხელსაყრელი. სამეფო კარზე მის მოღვაწეობას არაფერი ზღუდავდა. ის ცდილობდა „ბრიტანეთის იმპერიის“ იდეის პოპულარიზაციას და დედოფალს ჩააგონებდა, თავი მომავალი იმპერიის დედოფლად წარმოედგინა. ამ მიზნის მისაღწევად დედოფალი ზღვაზე უნდა გაბატონებულიყო და ახალი კოლონიები დაეარსებინა. ჯონ დიმ ზღვაოსნობაში გაწაფა მოგზაურები, რათა მათ აღმოსავლეთში მისასვლელი გზები მოეძებნათ ჩრდილო-აღმოსავლეთითა და ჩრდილო-დასავლეთით. ის მხარს უჭერდა ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის კოლონიზაციის გეგმას.
[საავტორო უფლება]
Photograph taken by courtesy of the British Museum
-