-
„ჩაეჭიდე იმას, რაც გაქვს“გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
„[არაიუდეველი] მეფეები გიპატრონებენ [ისრაელის ხალხო] და დედოფლები გეყოლება ძიძებად. პირქვე დამხობილნი მდაბლად თაყვანს გცემენ“ (ესაია 49:23;
-
-
„ჩაეჭიდე იმას, რაც გაქვს“გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
14. როგორ სრულდება ესაიას 49:23 და ზაქარიას 8:23 დღეს?
14 ესაიას 49:23 და ზაქარიას 8:23 ჩვენს დროში დიდი მასშტაბით სრულდება. იოანეს კლასის მიერ შესრულებული სამქადაგებლო საქმიანობის წყალობით უამრავმა ხალხმა ღია კარში შეაბიჯა და სამეფოსთვის მსახურება დაიწყოb. მათგან უმეტესობამ დატოვა ქრისტიანული სამყარო, რომლის მიმდინარეობებსაც სულიერ ისრაელად მოაქვთ თავი (შეადარეთ რომაელების 9:6). ისინი, უამრავი ხალხი, იესოს დაღვრილი სისხლისადმი რწმენით ირეცხავენ და ითეთრებენ სამოსელს (გამოცხადება 7:9, 10, 14). ისინი იმედოვნებენ, რომ ქრისტეს სამეფოს მორჩილებით კურთხევებს მიიღებენ დედამიწაზე. უამრავი ხალხი იესოს ცხებულ ძმებთან მიდის და სულიერი გაგებით ‘მდაბლად თაყვანს სცემს მათ’, რადგან ‘სმენიათ, რომ მათთან არის ღმერთი’. ისინი ემსახურებიან ცხებულებს, რომლებთან ერთადაც მსოფლიო საძმოდ არიან გაერთიანებულნი (მათე 25:34—40; 1 პეტრე 5:9).
-