-
„დაეცა დიდი ბაბილონი!“გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
«გავიხედე და, აი, თეთრი ღრუბელი. ღრუბელზე ვიღაც, კაცის ძის მსგავსი ზის, თავზე ოქროს გვირგვინი ადგას, ხელში კი ბასრი ნამგალი უჭირავს. ტაძრის საწმინდრიდან გამოვიდა სხვა ანგელოზი [მეოთხე], რომელმაც ხმამაღლა მიმართა ღრუბელზე მჯდომს: „აიღე შენი ნამგალი და მომკე, რადგან მოვიდა მკის საათი და მოიწია სამკალი დედამიწაზე“. ღრუბელზე მჯდომმა მოიქნია თავისი ნამგალი დედამიწისკენ და მოიმკა დედამიწა» (გამოცხადება 14:14—16).
-
-
„დაეცა დიდი ბაბილონი!“გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
რომელ მკაზე მიდის ამ წინასწარმეტყველებაში საუბარი? დედამიწაზე ყოფნისას იესომ მოწაფეების მომზადების საქმე მსოფლიო ყანის ანუ ადამიანების მომკას, შეადარა (მათე 9:37, 38; იოანე 4:35, 36). უფლის დღეს ტახტზე მჯდომი იესო მამის სახელით აღასრულებს სამართალს; მაშინ ეს მკა დასასრულს მიაღწევს.
-
-
„დაეცა დიდი ბაბილონი!“გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
პირველ რიგში, 1919 წლიდან ის ანგელოზების ხელით იმკის 144 000-ს (მათე 13:39, 43; იოანე 15:1, 5, 16). ამას მოჰყვა სხვა ცხვრის წარმომადგენელი უამრავი ხალხის შეგროვება (იოანე 10:16; გამოცხადება 7:9). ისტორია ცხადყოფს, რომ 1931—1935 წლებში ბევრი სხვა ცხვარი გამოჩნდა. 1935 წელს იეჰოვამ გააგებინა იოანეს კლასს გამოცხადების 7:9—17-ში მოხსენიებული უამრავი ხალხის ნამდვილი ვინაობა. ამის შემდეგ დიდი ყურადღება გამახვილდა ამ ხალხის შეგროვებაზე. 2005 წელს ისინი ექვს მილიონზე მეტნი იყვნენ, მათი რიცხვი კვლავაც იზრდება.
-