საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g98 8/8 გვ. 32
  • „რაღაც განსაკუთრებული“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • „რაღაც განსაკუთრებული“
  • გამოიღვიძეთ! — 1998
გამოიღვიძეთ! — 1998
g98 8/8 გვ. 32

„რაღაც განსაკუთრებული“

მას შემდეგ, რაც მოსკოველმა 70 წლის ქალმა წაიკითხა წიგნი „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“ — წიგნი, რომელიც წარმოგვიდგენს ოთხ სახარებაში მოცემული იესოს დედამიწაზე ცხოვრების თითოეულ მოვლენას, თქვა: „არასოდეს წამიკითხავს ასეთი ლიტერატურა. მსურს, მეტი ვიცოდე ღვთისა და იესო ქრისტეს შესახებ და ბიბლიაც შევისწავლო“.

იეჰოვას მოწმეთა ფილიალი რუსეთში ხშირად იღებს ასეთ წერილებს ბიბლიური ლიტერატურის შესახებ. მსგავსი წერილი მიიღეს მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით 1 500 კილომეტრში მდებარე ქალაქ ჩელიაბინსკში (რომლის მოსახლეობაც მილიონს აღემატება) მცხოვრები ქალისგან.

წიგნის „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანის“ შესახებ ის წერდა: „ეს წიგნი რაღაც განსაკუთრებულია. ის ადამიანებს ბედნიერი მომავლის იმედს უნერგავს და ეხმარება, გაეცნონ ძველ ისტორიას. ამ წიგნის წაკითხვამდე არასოდეს მიფიქრია ღმერთზე და არც რელიგია მაინტერესებდა, მაგრამ ახლა მსურს მოვინათლო. ძალიან მინდა თქვენი ლიტერატურის შესწავლა. მინდა წაკითხულის შესახებ მეგობრებს, ნაცნობებსა და ნათესავებს ვესაუბრო“.

თქვენც შეგიძლიათ მიიღოთ ლიტერატურა, რომელიც დაგეხმარებათ, მეტი გაიგოთ იესოსა და ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრების ბიბლიაზე დაფუძნებული იმედის შესახებ. თუ გსურთ მიიღოთ წიგნი „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“ ან გეწვიონ და უფასოდ შეგასწავლონ ბიბლია, მოგვწერეთ მე-5 გვერდზე მოცემულ თქვენთვის უახლოეს მისამართზე.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება