-
სანდო წინასწარმეტყველებების ძიებაშისაგუშაგო კოშკი — 1999 | 15 ივლისი
-
-
სანდო წინასწარმეტყველებების ძიებაში
ძველი წელთაღრიცხვით 336 წელს მაკედონიის მეფე, მოგვიანებით ალექსანდრე დიდად ცნობილი, ტახტზე ასვლისთანავე მივიდა საბერძნეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე დელფოს ორაკულში. მისი ამბიციური განზრახვა იყო, არც მეტი, არც ნაკლები, მსოფლიოს უმეტესი ნაწილის დაპყრობა. მაგრამ მეფეს სურდა, როგორმე დაერწმუნებინა ღმერთს იმაში, რომ მის მიერ წამოწყებული გრანდიოზული საქმე წარმატებით დაგვირგვინდებოდა. ლეგენდის თანახმად, იმ დღეს, როდესაც ის დელფოში მივიდა, არ შეიძლებოდა მისანთან რაიმეს საკითხავად მისვლა. ალექსანდრეს არ სურდა იქიდან უპასუხოდ წამოსვლა და ქურუმი ქალისგან დაჟინებით, კატეგორიულად მოითხოვდა წინასწარმეტყველებას. იმედგაცრუებულმა ქალმა წამოიძახა: „ო, შვილო, შენ უძლეველი ხარ!“ ახალგაზრდა მეფემ ეს კარგის მომასწავებლად ჩათვალა; იფიქრა, რომ მისი საომარი ლაშქრობა წარმატებით დამთავრდებოდა.
-
-
რატომ შეგიძლიათ ენდოთ ბიბლიურ წინასწარმეტყველებასსაგუშაგო კოშკი — 1999 | 15 ივლისი
-
-
რატომ შეგიძლიათ ენდოთ ბიბლიურ წინასწარმეტყველებას
ჩრდილო-დასავლეთ საბერძნეთში მდებარე ეპირის მეფე პიროსსა და რომის იმპერიას შორის კონფლიქტი დიდი ხნის მანძილზე გრძელდებოდა. მეფეს ძალიან აინტერესებდა, გაეგო, რით დასრულდებოდა ეს უათნხმოება, რის გამოც დელფოს ორაკულში მივიდა. იქ მიღებული პასუხის გაგება ორგვარად შეიძლებოდა: 1) „შენ, ეაკიდების ძევ, სძლევ რომაელებს. წახვალ, დაბრუნდები, არასოდეს დაიღუპები ომში“. 2) „გეუბნები, რომ რომაელები გძლევენ ეაკიდების ძევ. წახვალ, არასოდეს დაბრუნდები, ომში დაიღუპები“. მეფემ წინასწარმეტყველების პირველი ვარიანტის დაჯერება არჩია და რომაელების წინააღმდეგ ომში ჩაება. პიროსი სასტიკად დამარცხდა.
-
-
რატომ შეგიძლიათ ენდოთ ბიბლიურ წინასწარმეტყველებასსაგუშაგო კოშკი — 1999 | 15 ივლისი
-
-
მისნების წინასწარმეტყველებების განმასხვავებელი თავისებურება მათი სიტყვების ორაზროვნებაშია. მაგალითად, დელფოს მისნები წინასწარმეტყველებებს ძნელად გასარჩევი ბგერებით წარმოთქვამდნენ. ამიტომ საჭირო იყო, ქურუმებს განემარტათ ისინი და შეეთხზათ ისეთი ლექსები, რომლებიც საწინააღმდეგო მნიშვნელობებითაც შეიძლებოდა გაგებულიყო. ამის კლასიკური მაგალითია პასუხი, რომელიც ლიდიის მეფე კრეზუსმა, მიიღო. რჩევისთვის მისანთან მისვლისას, ამ უკანასკნელმა თქვა: „თუ კრეზუსი ჰალისს გადალახავს, მძლავრ იმპერიას დაამხობს“. კრეზუსმა მართლაც დაამხო „მძლავრი იმპერია“, მაგრამ ეს იმპერია მისივე აღმოჩნდა! როდესაც მან კაპადოკიის დაპყრობის მიზნით მდინარე ჰალისი გადალახა და სპარსეთის მეფე კიროსს შეებრძოლა, ეს ომი ეპირის მეფის დამარცხებით დასრულდა.
-
-
რატომ შეგიძლიათ ენდოთ ბიბლიურ წინასწარმეტყველებასსაგუშაგო კოშკი — 1999 | 15 ივლისი
-
-
დელფოს მისანი ძველ საბერძნეთში ყველაზე სახელგანთქმული იყო.
მათრობელა კვამლს მისანი ქალი ექსტაზში შეჰყავდა.
[სურათები]
მისანი ქალი სამფეხა მაგიდასთან იდგა და წინასწარმეტყველებდა.
მისნის მიერ წარმოთქმულ ბგერებს ღვთაება აპოლონის გამოცხადებას უკავშირებდნენ.
-
-
რატომ შეგიძლიათ ენდოთ ბიბლიურ წინასწარმეტყველებასსაგუშაგო კოშკი — 1999 | 15 ივლისი
-
-
დელფოს ორაკულში წარმოთქმული წინასწარმეტყველებები სრულიად არასაიმედო იყო.
[საავტორო უფლება]
Delphi, Greece
-