-
„ქითიმის ხომალდები“ ხმელთაშუა ზღვაშისაგუშაგო კოშკი — 2007 | 15 ოქტომბერი
-
-
ადვილად მანევრირებადი ხომალდი, რომელსაც ტრირემს უწოდებდნენ, მაქსიმალური სიჩქარით მიაპობდა ზღვის ტალღებს. დაახლოებით 170 კუნთმაგარი მენიჩბე, რომლებიც ტყავის მუთაქებზე ისხდნენ, მთელი ძალით უსვამდნენ სამ მწკრივად განლაგებულ ნიჩბებს.
ტრირემი 7—9 კვანძი (13—17 კმ/სთ.) სიჩქარით მიემართებოდა მტრის ხომალდისკენ, რომელიც ცდილობდა, როგორმე საფრთხე აერიდებინა, მაგრამ საუბედუროდ, არასწორი მიმართულებით შემობრუნდა. მტრის ხომალდს ტრირემი ბრინჯაოს ტარანით ეკვეთა და კორპუსი შეუმტვრია. ფიცრების მტვრევისა და წყლის შევარდნის ხმამ მენიჩბეებს თავზარი დასცა. ტრირემის კბილებამდე შეიარაღებული მცირე რაზმი გაძარცვის მიზნით მტრის ხომალდის საბიჯელასკენ გაემართა. როგორც ვხედავთ, ძველად ისეთი გემები არსებობდა, რომლებიც მტერს თავზარს სცემდა.
-
-
„ქითიმის ხომალდები“ ხმელთაშუა ზღვაშისაგუშაგო კოშკი — 2007 | 15 ოქტომბერი
-
-
[სურათი 16 გვერდზე]
ტრირემი, ბერძნული საომარი ხომალდი
[საავტორო უფლება]
Pictorial Archive (Near Eastern History) Est.
-