-
ეკლესიის მამები — ბიბლიური ჭეშმარიტების დამცველები?საგუშაგო კოშკი — 2001 | 15 აპრილი
-
-
იმ დროიდან აყვავება იწყო იმ მწერლებისა და მოაზროვნეების იდეებმა, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ „ქრისტიანული“ სწავლებების ასახსნელად ფილოსოფიური ტერმინების გამოყენება იყო აუცილებელი. „ქრისტიანობაზე“ ახლად მოქცეული განათლებული წარმართების დასაკმაყოფილებლად ასეთი რელიგიური მწერლები უმეტესწილად ადრეულ ბერძნულ ან იუდაურ ლიტერატურას ეყრდნობოდნენ. იუსტინე წამებულიდან მოყოლებული (დაახლოებით ახ. წ. 100—165), რომელიც ბერძნულად წერდა, ეგრეთ წოდებული ქრისტიანობა, ბერძნული კულტურის ფილოსოფიურ მემკვიდრეობას სულ უფრო ისისხლხორცებდა.
ეს კარგი ნიადაგი აღმოჩნდა ორიგენეს (დაახლოებით ახ. წ. 185—254), ალექსანდრიელი ბერძენი სწავლულის, ნაშრომებისთვის. ორიგენეს ტრაქტატი „ძირითად პრინციპებზე“ იმის პირველი მცდელობა იყო, რომ „ქრისტიანული“ თეოლოგიის ძირითადი დოგმატები ბერძნული ფილოსოფიის ტერმინებით აეხსნათ.
-
-
ეკლესიის მამები — ბიბლიური ჭეშმარიტების დამცველები?საგუშაგო კოშკი — 2001 | 15 აპრილი
-
-
არც ისე დიდი ხნის წინათ ბერძენმა მართლმადიდებელმა მიტროპოლიტმა მეთოდიუს პისიდიელმა დაწერა წიგნი „ქრისტიანობის ელინისტური საფუძვლები“, რათა ცხადი გაეხადა, რომ ბერძნულმა კულტურამ და ფილოსოფიამ განაპირობა თანამედროვე „ქრისტიანული“ აზროვნების ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება. თავის წიგნში ის ყოველგვარი ყოყმანის გარეშე აღიარებს: „ეკლესიის თითქმის ყველა გამოჩენილი მამა ბერძნულ ელემენტებს ყველაზე სასარგებლოდ მიიჩნევდა და სესხულობდა კიდეც მათ კლასიკური ბერძნულიდან იმ მიზნით, რომ მათი საშუალებით ქრისტიანული ჭეშმარიტებანი გაეგოთ და სწორად გადმოეცათ“.
-